ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესეც გაივლის…

სათაური ალბათ გეცნოთ. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს სოლომონ ბრძენის ბეჭედზე განთავსებული სიტყვებია: ”ესეც გაივლის”. ნებისმიერი უბედობისა თუ განსაცდელის დროს იგი დახედავდა ამ ბეჭედს და მაშინვე ახსენდებოდა ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი: ყველაფერი დროებითია.

ჩვენ ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვვარდით… მოხდა ის, რაც ”იუვენტუსისთვის” და თითოეული იუვენტინოსთვის ძნელი გადასატანია და მხოლოდ საშინელ სიზმარში თუ წარმოვიდგენდით. ფაქტია, რომ ახლა სწორედ საშინელ სიზმარში ვართ. რას შეიძლება დაბრალდეს ეს? ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქის შესაბამისად არ დაფასებაა. საუბარი მაქვს პირველი ტურის მატჩზე, რომელიც ”კოპენჰაგენის” წინააღმდეგ ჩაატარა ”იუვენტუსმა” და ვერ მოიგო. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო. ტურინელებს ჰქონდათ შერშანდელი ”გამოცდილება” (”ნორშელანდი”), რომ სუსტი გუნდის არ დაფასებამაც შეიძლება ბეწვის ხიდზე გაგატაროს. შარშან გავიარეთ ბეწვის ხიდი, წელს – ვერა. მოდი, დავანებოთ მიზეზებს თავი, ეს ამჟამინდელ ფაქტს ვერ შეცვლის: იუვე ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა…
გამაკვირვა იუვენტინოთა იმ ნაწილის კომენტარებმა, რომლებიც კონტეს წასვლას ითხოვენ გუნდიდან. ეს ჩემთვის ამოუხსნელი თეზისია. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ იტალიის ჩემპიონი არც თუ ისე ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილს არ უნდა იკავებდეს და ეს ჩემშიც დიდ აღშფოთებას იწვევს, მაგრამ ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია კონტეს წასვლა გუნდიდან. 2005-06 წლებში მანჩესტერ ”იუნაიტედი” მოხვდა ყველაზე იოლ ჯგუფში, რასაც ყველა აღნიშნავდა. ინგლისელებთან ერთად D ჯგუფში ”ვილიარეალი”, ბენფიკა” და ”ლილი” იყვნენ განთავსებულნი. მაშინ ”ეშმაკებმა” ბოლო ადგილი დაიკავეს. 2011-12 წლების სეზონში ფერგიუსონის გუნდმა ”ბენფიკასა” და ”ბაზელის” ვერ აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფში. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ რომელიმე პერიოდში იმაზე საუბარი, რომ ფერგიუსონს კლუბი უნდა დაეტოვა. რა თქმა უნდა, კონტესა და ფერგიუსონს ერთამენთს არ ვადარებ და ვერც შევადარებ. ფერგიუსონმა ინგლისში ეპოქა დაწერა, დიადი ეპოქა, რითაც ”იუნატიედის” ფანები ძალზე ამაყობენ. კონტე თავის ეპოქას ახლა წერს. მან, როგორც ფეხბურთელმა, ტურინში გარკვეული ეპოქა შექმნა როგორც მოთამაშემ, ახლა კი, როგორც მწვრთნელი ისე ქმნის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიზანს მიაღწევს. თითოუელი ჩვენგანს სურს ტურინელებმა ყოველი მატჩი მოიგონ, მაგრამ ეს სურვილი არაფერია კონტეს სურვილთან შედარებით: დიახ, სწორედ ანტონიოს სურს ყველაზე მეტად, რომ მისმა გუნდა წარმატებას მიაღწიოს თითოეულ ტურნირზე, თითოეულ მატჩში…
უნივერსიტეტში ვუყურებდი მატჩს მე-60 წუთამდე. შემდეგ კომპიუტერების ოთახი დაიკეტა და სახლში წამოსვლა მომიწია. გზაში ”მახარეს” ამბავი. მეგობარმა დამირეკა. ჩვენი დიალოგი ასეთი იყო:
– ის: ბიჭო იუვე გამოვარდა ე
– მე: რა? არ მესმის.
– ის: გალათასარაიმ მოუგო. სნეიდერმა გაიტანა.
– მე: აუუუ :( ვისი ბრალია გაშვებული გოლი?
– ის: დროგბასი. სნეიდერთან მაგრად გაითამაშა
– მე: კაი. ”სპასიბა” რომ გამაგებინე.

ძმაკაცათან ერთად მოვდიოდი. მეტროში ჩემი სახის დანახვა მხოლოდ ინტერისტას გაახარებდა. განადგურებული და წაშლილი სახის. ტურინშიც დროგბას დიდი დამსახურებით აიღეს თურქებმა ქულა. ეს ის დროგბაა, რომელსაც ”იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ 2 წლის წინ ანელკა ამჯობინა: დროგბა ასაკშია და უფრო მეტ ხელფასს ითხოვსო. ფაქტია, რომ კლასს ასაკი არ გააჩნია. ისევ მიზეზებზე მიწევს საუბარი… აღარ მინდა. ახლა ლიგაზე ”მილანს” ვქომაგობ, იმედი მაქვს, რომ ისინი ნამდვილად გავლენ ჯგუფიდან და იტალიას ცოტათი მაინც ასახელებენ. არ მეგონა თუ იტალიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ჩარჩებოდა. იტალიაში ყველაზე ძლიერი კლუბი ”იუვენტუსია”, თუმცა დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს: ტურინელები ჯგუფიდან უნდა გასულიყვნენ. თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვი, ესეც გაივლისForza Juve!!!

ალექს ქავთარაძე

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
64 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ako burduli
7 years ago

:forza:

bb_8319
7 years ago

იმედია ევროპის ლიგას მაინც მოიგებენ და გაისად ძლიერ ფეხბურთელებს იყიდიან :forza: :juvee: :italy:

bb_8319
7 years ago

ეს არის მართლა დიდი სირცხვილი!ნურც ამინდს დააბრალებენ და ნურც ნურაფერს.უკლასობის ბრალია ეს ყველფერი.ორ-სამ ფეხბურთელზე არუნდა იყოს დამიკიდებული გუნდი.მთავარი დამნაშავე კონტეა.გალათასარაის ასეთი შემადგენლობითაც ადვილად უნდა უგებდე შინ და გარეთაც.მარტო კალიარი,ვერონა,კიევოს მოგებით შორს ვერ წავლენ… :juventus: E ‘una vergogna, una grande vergogna!!! :loool: :down: :down: :down:

malxazi ediberidze
7 years ago

ეს კატასტროფა კანონზომიერია,გუნდი აშკარად ვერ ქაჩავს,ვერ აჩვენებს
ლიგის მომგებ თამაშს!ფანტაზია თითქმის ნული, იმპროვიზაცია არა,
ზედისზედ ორი კაცის მომტყუებელი ჯოვინკოა,მაგრამ სულ სკამზეა თან
მეტრა ოცია და 25კილო,პირლოც დაგვემტვრა,ნიჭიერი პოკბა პირლოს ვერ ცვლის,მარტო ვიდალი და ტევესი იხევიან შუაზე.
თამაშის გარდამტეხი ლიდერი არ ჩანს,40 მილიონიან ფეხბურთელს არ
ვყიდულობთ,კვადრადოს და ნაინგოლანის ნაირიც არ გვყავს პლიუს
კონტეს ჩაციკლული ფილოსოფია,გუნდის სამი მეოთხედი ბალასტია ერთი სიტყვით ეს სასტავი ლიგის მომგები არ არის.

bachi chxaidze
7 years ago

კაი რა ასეთი იუვე მერვედფინალში არ უნდა გასულიყო….თორე ვარესათ შეგვრცხვებოდა..აზზე არ არიან თუ როგორ ეთამაშონ ევროპის გუნდებს..იტალიაში კლასი ნაკლებია და ატრაკებენ რო კიტხონ…ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და შესაბამისად დიდი ფეხბურთელები ჭირდება რო რაგაცას მივახწიოთ…ზაან მწყდება გული რო ასე ნაადრევად დავტოვეთ ლიგა მაგრამ ახლა უეფას იმედი მაქვს და მემგონი ეს უნდა შეძლოს ჩვენმა ბიჭებმა…

king_arturo
7 years ago

სულ ვამბობოდი და ეხლაც ვიმეორებ!!! ბონუჩი არის კარგი ლიბერო რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად მოედნის ხედვა, პასი ან თუნდაც დასწრებაზე თამაში(ზოგჯერ) მაგრამ…. ის საშინელია ერთი-ერთზე თამაშში, გადამწყვეტი და ფატალური გოლების ლამის 90 % მის სინდისზეა უკვე მესამე წელი ის არის ძალიან ძალიან არასაიმედო მცველი და მისი კარგი თამაში ჩანს მხოლოდ იმის ფონზე რომ მთლიანად იუვე თამაშობს ისეთ ფეხბურთს როცა მას ფაქტიურად არ უწევს სერიოზულ ბრძოლებში ჩართვა (სადაც ჩაერთო იქ დაახიეს ბურთი თავზე) ბარძალი კი კვლავ ვიმეორებ ჩემი აზრით მის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო მცველია და თუ ვინმე არ მეთანხმება მითხრას ვინ არის უკეთესი და შევდარდეთ!!!

Juventino17
7 years ago

კარგით რა ხალხო,დიდად არც გამკვიორვებია მასეთი ამბავი, ტევესის ნაირი არასტაბილური ფეხბურთელებით, ბონუჩის ნაირი დირკებით და პელუზოს და პადოინის ნაირი უნიჭოებითაა სავსე გუნდი.
ერთი პოგბასი და ლოერენტესი მეიმედება, მარკიზიოში 30 მილიონს იხდიდნენ და არ გაუშვეს თილისმააო! :oops:
კონტეს კჯიდე რაც შეეხება, ფერგიუსონმა 9ე წელს მოაგებინა ლიგა მანჩესტერ მანამდე 8 ჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონატი, წელ ლიჟ ბი 3ე ვარსკვლავი დავიხატოთ რო ბერლუსკონი და მოარატი მოისვნენ ერთ ადგილას და მერე ვიფიქროთ უვკე დანარჩენებზე, ისე ეს ოხერი თასიც ავიღოთ ნეტა რო რეკორდი გაუმჯობესდეს…

7 years ago
Reply to  Juventino17

კარგი რა. ტევესი ახლა გახდა არასტაბილური? ყველაფრისთვის იბრძვის მაქსიმალურად. ბონუჩი ნაკრების ძირითადშია და ამით ყველაფერი ნათქვამი. მარკიზიო კი არ უნდა გაგვეყიდა ნაღდად.

giorgi nefaridz
7 years ago
Reply to  Juventino17

რა გინდათ ამ ტევესთან კაცი ყველა ბურთზე იბრძვის დაცვაში ჩამოდის და იქედან იწყებს შეტევას, არ დაავალოს კონტემ თავის ნახევარზე ჩამოსვლა მოამარაგონ პასებით და ნახავთ თუ არ გაიტანს :forza:

FeNoMeNo-9
7 years ago

სირცხვილია, სირცხვილიიიიი! კონტემ თუ ევროპა ლიგა და სკუდეტო არ დადო წიხლისკვრით უნდა გააგდო გუნდიდან!!! ეს არის შავი ლაქა იუვეს უდიდეს ისტორიაში. ასეთ სუსტ ჯგუფში ჩარჩენა მთლიანად კონტეს კისერზეა! თუმცა ეს ისეთი ჩმო…რიაა, რომ ევროპა ლიგას ჩემპიონატს შეწირავს. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტვები?….ტყუილად ოცნებობთ ევროტიტულზე ( თუმცა რა საოცნებო ევროპა ლიგაა!).

king_arturo
7 years ago

გასაგებია რა ხდება ეს 2 დღეა ყველა იუვენტინოს გულში, გასაგებია რო სტამბულამდე საქმე არ უნდა მივეყვანა და ისიც გასაგებია, რომ გუნდს კვლავ ჭირდება მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები და გრძელი სკამი. უბრალოდ აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს და ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ჩვენი ერთგულებითი ტურინელი ქომაგის ერთგულებით მთელი იმ დიდი ოჯახის ერთობლიობით რასაც იუვე ქვია გუნდი შოკიდან მალე გამოვაა და ჩემთვის პირადად ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება იმ საშინელი კალჩოპოლის შემდეგ იუვე სიმბოლურად “იუვენტუს სთედიუმზე” თუ აღმართავს პირველ ევროპულ ჯილდოს !!! ფორცა იუვე !!!

ალეკო კოკაია

ფაქტია რო ახალი სისხლია საჭირო, და ზოგადად კიდე რაღაც ახალი უნდა შემოგვთავაზოს კონტემ თორე დაამუღამა ყველამ ეს 3-5-2 და პახოდუ რაღაც ჟილკა აკლია იუვეს!რაც შეეხება მაროტას მოეშვას ფულის დაჟმოტვას და გაჩარხოს ჯიგარი ტრანსფერები,თორე პადოინებით შორს ვერ წავალთ!

levan karelidze
7 years ago

ხო იასნად ცუდია რო გამოვარდით და ლიგა ჩვენთვის დამათავრდა, მაგრამ წელს ლიგის მომგებები რომ არ ვიყავით ეს ხო ყველამ იცის? რეალურად შეხედეთ რა, ვერ ვითამაშეთ, არ გაგვიმართლა თუ დაწყევლილები ვართ, არ გვყავს სასტავი თუ კონტემ მიქარა… ყველაფერი ერთმანეთს აეწყო და…. მარა მე მიყვარს იუვე, და გულის სიღრმეში მიხარია რომ უეფაზე მოხვდით,მინდა წელს ევროპის თასიც ავწიოთ სკუდეტოსთან ერთად…. ლიგაზე მართლა ვერ გავქაჩავდით (მაგარი სამწუხარო,მაგრა ფაქტია)….. მე ყველა შენ გამარჯვებას გულში ვინახავ და როცა აგებ მაშინაც მიყვარხარ და სულ მეყვარები!!!!! ფორცა იუვე!!!

Vega
7 years ago

დიახ ყველამ იცოდა რო იუვე წელს ლიგას ვერ მოიგებდა, მაგრამ ამ ჯგუფში ჩარჩენა ნამდვილად არაა სახარბიელო იუვესთვის და იტალიისთვისაც. მხოლოდ ინტერისტას თუ გაახარებს ეგ.

levan karelidze
7 years ago
Reply to 

ბაზარი არაა, რა სახარბიელო ტო, ისედაც დიდი დანაკარგები გვაქ,ვერც მილანი იზამს რამეს(იტალიის პონტში კი ვბალეშიკობ ლიგაზე), წელს რაც არი არი, აი გაისად ტრაკები გაანძრიონ მაროტამ,გალიანიმ და ა.შ და იტალიაში მოიყვანონ ისეთი ხალხი როგორიიცაა სუარესი,დააბრუნონ კავანი, მწვრთნელებმა კი მეტი იმუშაონ იტალიელებმა რომ გაქაჩონ დონე!!! ტაკ ბოლშე ნელზია…

levan karelidze
7 years ago

ვისაც ეგ უხარია…

vaja zaridze
7 years ago

მუქთახორები არიან და მეტი არაფერი..რეალმა 6-1 მოუგო..ჩვენ ჯგუფში ჩაგვტოვეს..შეხედეთ ნაპოლის..იბრძოლა 12ქულა მოაგროვა,მაგრამ ვერ გავიდა..ასე რომ ჩავრჩენილიყავით ხმას ვინ ამოიგებდა???ასე უსუსრ თამაშზე მტკივა გული..ყველანი გასაყრელები არიან გუნდიდან ჯიჯის გარდა….

Vega
7 years ago
Reply to  vaja zaridze

გეთანხმები ძმა ნაპოლიმ იბრძოლა თან რა ჯგუფში! მანდ იუვე რო მოხვედრილი ყოფილიყო ალბათ უეფაზეც ვერ გავიდოდით, მწყინს ამას რო ვამბობ იუვეს გულშემატკივარი მაგრამ ასეა.

Emotional Rescue
7 years ago

ამ ჯგუფიდან კი უნდა გავსულიყავით :D ტეხავს…

datogafo
7 years ago

მე წელს იუვეს თამაშით ლიგაზე კმაყოფილი ვარ,რომ გადავხედოთ განვლილ თამაშებს ლიგაზე ყველა თამაში კარგად ითამაშეს კოპენქაგენს ორივე თამაში მშვენივრად ეთამაშებოდა სამწუხაროდ 2 ქულა დაკარგეს სტუმრად ეს უიღბლობა უფრო იყო.სახლში გალასთან კარგად ითამაშეს 1 შეცდომა დაუშვეს და გოლი მიიღეს არადა მთელი თამაში ბურთს იუვე აკონტროლებდა და სასიამოვნო იყო ის თამაში 2-1 უნდა დამთავრებულიყო კვალის დამსახურებით,თურქებს რაღაც სასწაული ბედი აქვთ. რაც შეეხება რეალთან გასვლას, ითამაშა გუნდმა ღირსეულად და რომარა რონალდოს რაღაც არაადამიანური საქციელი არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა ის შეხვედრა კიელინი არ უნდა გაეგდო მსაჯს.მსაჯმა გააფუჭა ის თამაში,სახლში რეალს ძაან მაგრად ეთამაშნენ და მოგებასაც იმსახურებდნენ. ეს ბოლო შეხვედრა კიდე ჩემი აზრით უეფას დიდი… Read more »

valeri tokhadze
7 years ago
Reply to  datogafo

საღოლ შენ თუ მაგით ხარ კმაყოფილი 6თამაში 5 ქულით ამაზე გორის დილაც არ იქნებოდა კმაყოფილი ამ ჯგუფში

datogafo
7 years ago

ქულებით არა ვარ კმაყოფილი მე თამაშიტ ვარ კმაყოფილი ეს ავღნიშნე.ცუდათ ითამაშეს რეალთან? ან გალასტან ან კოპენჰაგენტან.
უბრალოდ არ გაუმარტლათ და მორჩა ტორე სახლშიც უნდა მოეგოთ ტურქებისტვის და გასვლაც კოპტან.და კი გავიდოდნენ ეხლა ჯგუფიდან.
თამაშიტ კარგად თამაშობენ

gela kulikovi
7 years ago

ახა სულ აგარ იკნება ინფორმაცია რაიმე ხო ვიცი გახმება საიტი ასე ერტი ტვე ან წელი ტუ არ იყიდიტ ვინმეს ტკვენი ყველაფერიც მასჰინ რა

valeri tokhadze
7 years ago

ჩვენ ეს თამაში მაიშინ წავაგეთ როცა დროგბას არ დაუმატეთ ფული რაც მოითხოვა და ჯერ ანელკა მოიყვანეს ტურისტად და შემდეგ ტევეს დაუნიშნეს 5 ნილიონი აი ესა ჩვენი ხელმძღვანელობა ფლანგები ნოლი გვყავს და ბონუჩი არის ძალიან სუსტი და უჟილკო მცველი იქ რომ კანავარო ყოფილიყო გოლის მომენტში მოაჭამდა ფეხს შნეიდერს

giga joxadzee
7 years ago

პირველ რიგში მინდა გითხრა ავტორ რომ კარგი პოსტია ყველანი იუვენტინოები ვართ ამ საიტზე და ალბატ ყველას ძაან გვეწყინა ჩვენი გუნდის ესეთ დღეში ხილვა დავიწყებ იქიდან რომ სულ ჩვენი ბრალია არ ვიცით სუსტ გუნდებთან თამაში რა სტილით ვეთამაშოტ და არ ვაფასებთ სათანადოთ მეტოქეს და ალბატ ღირსებიც ვართ რომ გამოვვარდით ევროპის ყველაზე პრესტიჯული ტურნირიდან.კარგი ვთვატ კოპენჰაგენთან პირველი თამაში ფრედ დავასრულეთ და ტოტალური უიღბლობა იყო გალატასარაისთვის უნდა მოგვგო სახლში თამაში და დღესაც არ უნდა წაგვეგო რა.ასევე თუ რამის დამტკიცება გვინდოდა რეალისთვის სახლში უნდა მოგვეგო. კონტეს ტაქტიკა ყველამ მართლა ამოიცნო უკვე 3-5-2 ყელშია რა ტვინი მოტყნა მაგ ტაქტიკით ჩემპიონთა ლიგა სერია ა არაა რო… Read more »

gela kulikovi
7 years ago

მანამ არ გაივლის ჯიგარო სანამ ეგ ოტხტვალა მაროტა იკნება მენეჯერი მაგის ყველაფერი მე და კონტესაც კიდე ტუ არ მიაწვება და არ აყიდინებს იგროკებს

გიორგი ნაჭყებია

როდემდე ეს “ესეც გაივლის..” :euf:

otari kajaia
7 years ago

კონტეს გამოჰყავს მით უფრო ლიგაზე, ჭადრაკის ფიგურებივით ფეხბურთელები, კონკრეტულ მოცემულ ვითარებაში იმის მიხედვით რა შედეგია მისაღები მისთვის , დავალებას აძლევს და გარკვეულწილად ზღუდავს ფეხბურთელებს, მაგალითად პოგბა მაკვირვებს, თითქოს დაკარგა ჩვეული სილაღე რაღაც შებოჭილია, შეზღუდულად მხოლოდ მკაცრ წინასწარ მითითებულ ინტრუქციებს ასრულებს, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. კონტემ წინასწარი ტაქტიკური მონახაზით ასეთი ფრთხილი სტრატეგია აირჩია.პოზიციური შეტევებისასაც ერიდებოდა ნახერდაცვის ზემოთ აწევას და ხშირ ჩართულობას ,ასე ძნელია მომენტის შექმნა,აქცენტი უნდა გაკეტებულიყო გოლზე ანგარიშის წაყვანაზე , აგრესიაზე და კონტემ მეტად ფრთხილი თამაში არჩია დაისაჯა კიდეც, მე ამინდთან ერთად ვთვლი რომ კონტეს ბრალიცაა ცოტა სითამამე აკლია, თუკი ანგარიშზე ფიქრობ შე დალოცვილო მეორეს მხრივ მაშინ მოხსენი ერთი ფორვარდი… Read more »

gela kulikovi
7 years ago

ბაზარი არა ფლანგებ საჰიროა ტუ რაიმე ერტი მარცხენა ფლანგელი მაინც და 4 3 3 ზე ლიხსჰტაინერი მარჯვნიდან კარგად იტამასჰებს მაგრამ აი სუარესი რო აუცილებელია გუნდსჰი ბაზარი არა რა ეგ ტუ არა მასჰინ მარკო როისი არის აუცილებელი ერტი მცველიც არის საჰირო სუბოტიჰი ან დავიდ სილვა აი ამატნაირი

otari kajaia
7 years ago

კარგით რა რა პირლო :) 35 წლის კაცზე დამოკიდებული თუა გუნდი მაშინ უნდა ჩარჩეს კიდეც, ამ ასაკის პირლოთი და ფლანგებით ასამოა ლიხშტაინერით ლიგას ვერ მოიგებ ეს ორჯერ ორი ოთხია, ფლანგებმა პასი არ იციან გააზრებული ან ჩაწოდება ნორმალური, ფლანგებია მნიშვნელოვანი თანამედროვე ფეხბურთში. ფლანგებია საჭირო სწრაფი ტექნიკური, პასის და კარგი ჩაწოდების მქონე ორივე მხარეს და ერთი ფორვარდი კარგი, სუარესის ტიპის აი მერე შეიძლება რაიმეზე ფიქრი

juveboy-leo
7 years ago

chatlax musleras tviterze ra daudvi me magis d.sh.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

64
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<