ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური მედია:”დე ლიხტს იუვედან წასვლა გადაწყვეტილი აქვს”

მატეის დე ლიხტი

ესპანური მედიის მტკიცებით მატეის დე ლიხტს მტკიცედ აქვს იუვენტუსის დატოვება გადაწყვეტილი..

ჰოლანდიელს ტურინიდან წასვლა უკვე მოახლოებულ ზაფხულში სურს..

ესპანური გრანდებიდან მისით ინტერეს რეალი და ბარსელონა იჩენენ, თუმცა მადრიდელები უფრო აქტიურობენ..

მითუმეტეს ისინი სერხიო რამოსის შემცვლელის ძიებით არიან დაკავებულები და მათი შეფასებით, დე ლიხტს უდაოდ შეუძლია ამ როლის მორგება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, რეალის მესვეურები მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდნენ და საკუთარი სურვილის შესახებ აცნობეს. 

თავად მინოც არ არის წინააღმდეგ აღნიშნული გარიგების განხორციელებაზე, თუ გავითვალისწინებთ მის მსუყე საკომისიოს..

თუმცა, ერთია ესპანური მედია და რეალის სურვილები, ხოლო მეორე იუვენტუსის მიზნები, რომელშიც ჰოლანდიელის გასხვისება ჯერჯერობით არ შედის.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<