ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური მედია:”პიანიჩი ბარსელონას ტოვებს”

ესპანური მედია საშუალებები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მირალემ პიანიჩი ბარსელონას უახლოეს პერიოდში დატოვებს.

ბოსნიელი არ შედის კატალონიელთა გეგმებში და მისი გასხვისება უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია.

მირალემს პსჟ-ს და ტოტენჰემს უკავშირებენ, მაგრამ ყველაზე წინ იუვენტუსია რადგან მაქს ალეგრის მისი დაბრუნება სურს და თავად ფეხბურთელსაც ყოფილ თავკაცთან მუშაობა.

პრობლემა აარონ რემზია რომლის გაყიდვა არც თუ ისე მარტივი საქმეა.. პრემიერ ლიგიდან მოვიდა შეტყობინება, რომ უელსელით ტოტენჰემი და ვულვერჰემპტონი დაინტერესდნენ. ჯერჯერობით მეტი კონკრეტული ცნობები არ არის, მაგრამ თუ რომელიმესთან შედგა შეთანხმება, მაშინ მირალემის მოსვლა კიდევ უფრო რეალური გახდება.

პიანიჩი მზად არის ანაზღაურების შემცირებაზეც, ხოლო იუვენტუსი ბარსელონას ერთ წლიან არენდას შეთავაზებს, რომელშიც იქნება პუნქტი შეთანხმების შემთხვევაში მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებაზე.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x