ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური მედია:”რაბიომ გადაწყვეტილება მიიღო”

ადრიენ რაბიოს და ტურინის იუვენტუსის ისტორია, შესაძლოა უკვე იანვარშივე დასრულდეს.

სხვადასხვა,ფრანგული და ესპანური გამომცემლობები საინტერესო ცნობებს ავრცელებენ შუახაზელთან მიმართებაში.

კერძოდ, რაბიომ იუვენტუსის ხელმძღვანელობას მისი გუნდიდან გაშვება თხოვა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ადრიენს სხვა ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა.

ამ ეტაპზე მისით რამდენიმე ინგლისური და ესპანური კლუბი ინტერესდება. ბრიტანეთიდან ნახევარმცველის თავისთან ხილვა ვესტ ჰემს, ევერტონს და ნიუკალს სურს, ხოლო ესპანეთიდან სევილიას და მადრიდის ატლეტიკოს.

ამ ეტაპზე რაბიოს კონკრეტული ღირებულება არ სახელდება, მაგრამ ტურინელები ფრანგს 25 მილიონის რადიუსში სიამოვნებით შეელევიან.

აღნიშნულ ცნობებს ჯერჯერობით იტალიური მედია არც ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს, რადგან თავად მაქს ალეგრიმ არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა ფეხბურთელი რომელსაც პოტენციალი კი აქვს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ამ ყოველივეს არასათანადოდ იყენებს.

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x