ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ეურო 2020:”1/2 ფინალი | იტალია – ესპანეთი

დღეს, პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართა. იტალიის ეროვნული ნაკრები ლუის ენრიკეს გაწვრთნილ ესპანეთს დაუპირისპირდება.

ტრადიციულად გთავაზობთ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას, რომლითაც რობერტო მანჩინი 2012 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას შეეცდება. სხვათაშორის მაშინ ჩეზარე პრანდელის ხელმძღვანელობით აძური ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა:

ტაქტიკური სქემა იდენტური იქნება 4-3-3:

კარს ჯიჯიო დონარუმა დაიცავს, რომელმაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კარის დარაჯია.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯოვანი დი ლორენცოს უნდა ველოდოთ, რომელსაც მაინც და მაინც არ აქებდნენ ბელგიელებთან, მაგრამ მანჩინის ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არა აქვს. ცენტრალურ დუეტს ბონუჩი-კიელინი შეადგენენ, ხოლო მარცხენა ფლანგზე ემერსონ პალმერი (სხვათაშორის 1-2 წყარო ფლორენცის გამოჩენასაც არ გამორიცხავს)

შუახაზის ტრიო უცვლელი იქნება – ბარელა, ვერატი და ჟორჟინიო. მართალია ბარელას და ვერატის ყვითელი ბარათები აქვთ მიღებული, მაგრამ 1/2 ფინალში თუ პირობითად რომელიმემ კიდევ მიიღო ეს დისკვალიფიკაციას არ გამოიწვევს უეფას წესდების თანახმად.

თავდასხმაშიც უცვლელ სამეულს ვნახავთ.. ჩირო იმობილე ცენტრფორვარდათ, მარჯვნივ ფედერიკო კიეზა და მარცხივ ლორენცო ინსინიე.

 

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
10 months ago

კიეზა რა კაცია ტიპი ცარიელი ჟილკაა. იტალიის ჩემპიონობაზე მიდევს და მგონი ეგრეც იქნება. პიანიჩი არა ის კიდე
და დროზე დადონ 2 3 ტრანსფერი რა.

juventino
juventino
10 months ago

იმობილეს იმედია ისევ ისეთები არ დაემართება ბელგიასთან რაც დაემართა!!!

Juve fan
Juve fan
10 months ago

წინ იტალია.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x