ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ექს ფეხბურთელები მწვრთნელები ალეგრის და იუვეს წარმატებაზე

მაქს ალეგრი

ზენიტთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ იტალიელი ექს მოთამაშეები თუ სპეციალისტები მაქს ალეგრისთან და ზოგადად იუვესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ:

ფაბრიციო რავანელი: “მაქს ალეგრი ტოპ სამ საუკეთესო სპეციალისტს შორის შედის. მერწმუნეთ მასთან ერთად იუვენტუსი წელს საკმაოდ შორს წავა.”

ფაბიო კაპელო:”მაქს უნიკალური უნარი აქვს, შექმნას შესაბამისი გარემო, რომელშიც თითოეულ წევრს შეუძლია თავი მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნოს და ამა თუ იმ მომენტში გადამწყვეტი სიტყვა თქვას. დეიან კულუსევსკი ამის ნათელი მაგალითია! ველოდი, რომ დღეს იუვე დომინანტი იქნებოდა, მაგრამ მათ ვერ აჩვენეს სასურველი ხარისხი, თუმცა მაინც გაიმარჯვეს.. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეებს მწვრთნელის სწამთ და მზად არიან პრობლემებს ქვეშ მყოფებმაც, მაქსიმუმი გაიღონ.. და შედეგად გაიმარჯვეს, ეს კი იუვენტუსისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.”

ფედერიკო ბალძარეტი:”იუვენტუსი გარკვეულწილად სიმონეს ატლეტიკოს მაგონებს. ისინი კარგად იცავენ თავს და თავისუფლად შეუძლიათ 90 წუთის მანძილზე კარი მშრალად შეინახონ. მაქსი საქმეს პრაქტიკულად მიუდგა და შედეგიც სახეზეა.”

ალესიო ტაკინარდი:“მნიშვნელოვანი წარმატება, ასეთ კლიმატურ პირობებში ყოველთვის რთულია. ალეგრი ძალების გადანაწილებაში დიდი მენტორია.. ამასთან ერთად დეიან კულუსევსკი ქებას იმსახურებს.. გუნდი იმარჯვებს და ვფიქრობ, ეტაპობრივად ალეგრი თამაშის ხარისხსაც დაალაგებს.. ჯერ შედეგი იყო საჭირო, რათა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა დაბრუნებოდათ, რაც წარმატებით შესრულდა.. ახლა კი მომდევნო ნაბიჯის დრო დგება, თუმცა ამას დრო დაჭირდება და მაქს ეს კარგად აქვს გაანალიზებული.”

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
8 months ago

საერთოდ არ იყო ლამაზი თამაში უბრალოდ გავიტანეთ 1 გოლი რაღაცნაირად და ეგაა. დაცვა გამოასწორეს ეხლა კარში დარტყმები უნდა გამოასწორონ. მხოლოდ 1 გოლის იმედზე არ უნდა ვიყოთ ყოველ მატჩში.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x