ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი: ” ჩვენ “იუვენტუსი” ვართ! “

მირკო ვუჩინიჩი ახალი “იუვენტუსის” ნაწილი გახდა. ჩერნოგორიელის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ფეხბურთელი საკმაოდ მოტივირებული ჩანდა. ბოლო თვეებში ტურინში ტოპ-კლასის ფეხბურთელის გადმობარგების შესახებ არაერთი გამოცემა იტყობინებოდა, აღმოჩნდება თუ არა ასეთი ვუჩინიჩი, დრო გვაჩვენებს…

სეზონი გვაჩვენებს ვარ თუ არა უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. მხოლოდ სიტყვა – “იუვენტუსი”, იმისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. როცა აგენტმა “ბებერი ქალბატონის” მხრიდან ინტერესის შესახებ შემატყობინა, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ. ჩემი მრავალწლიანი თავგადასავალი რომში დასრულებულია. მადლობა გადავუხადე როზელა სენსისა და კლუბის სხვა მაღალჩინოსნებს, მათი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბის ღირსებას ვიცავ. ”

კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ვუჩინიჩი პირდაპირ ვინოვოსკენ გაეშურა. ფეხბურთელი პირველივე დღეს აღმოჩნდა ანტონიო კონტეს დაქვემდებარებაში: ” კონტე მუშაობის უდიდეს სტიმულს გვაძლევს და იმედია, ის სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. მწვრთნელს კონტრაქტის ხელმოწერისთანავე ვესაუბრე და ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სატურნირო ცხრილის ზედა პოზიციებზე გუნდების განლაგებას ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, რადგან “იუვენტუსი” ვართ. ვიცი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” მიღმა ვართ, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემა ნამდვილად არაა, დღეს “იუვე” ძლიერი გუნდია და ახალ სეზონში ევროთასებზე მოხვედრა არ გაგვიჭირდება. ”

რაც შეეხება ნომერს, ცხრიანი იაკინტას ეკუთვნის და მეც 14 -ის აღება ვარჩიე. ამ ნომრით “ლეჩესა” და ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ” -განაცხადა ახალწვეულმა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

ნუ ინერვიულებ ცხვირა დაახვევს და შენ გახდები 9 :lool:
ეეხ იაკინტა რა სკამების ხეხვა გელის შენ თუ მართლა დარჩი იუვეში !!!!
დაჟე სკამების ხეხვაც არ მოუწევს იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ტრავმები ექნება ფუიიი

7uP
7uP
11 years ago

9 ნომერი კოჭლს ააქ და დაგითმოს რა თვითონ მაინც ვერ თამაშობს სეზონის 98% თამაშს არ თამაშობს :X

11 years ago

11 ნომერი უნდა იყოს მარკიზიო ან ბონიპერტი. მაინცდამაინც პავლიკასნაირი რატო? პავლიკამდეც არსებობდა 11 და იარსებებს კიდეც

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

მშვენიერი ნომერი აქვს მატრის

32 : ) როგორც ლეგენდარულ ბობო ვიერის საუკეთესო წლებში

flip flap
11 years ago

9 მემგონი მატრი გახდება ისე მირკოს მოსვლამ მაგრად გამახარა რა :forza: :forza: :forza:

Gio Darja
11 years ago

9 მატრის მინდა როგორც ნამდვილი ცენტრალური ფორვარდი : ))

თუ 14 გევასება აჰა მირკო :chuk:

nika gergedava
11 years ago

11 ამას რათ უნდა :| არ იმსახურებს ეს 11 ცოტა სხვანაირ ფეხბურთელს უნდა . ნედვედ მის იუ :(

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  nika gergedava

9. ვუჩინიჩი
11. ნანი/ბასტოსი :c:

david david
11 years ago
Reply to  nika gergedava

მართაკი ხარ მაგრამ სად ვიპოვოთ პავლიკას ნაირი 11ნომერი?

Giorgi kasrashvili
11 years ago

ეს იაკინტა ხომ ვერ მოვიშორეთ რა…

4-5-9-11 ვაკანტური ნომრები და იმედია 9ზე და 11ზე გადავლენ ფორვარდები…

11 years ago

მაგარი კაცია.. ამის სიტყვებში იუვენტუსის სიყვარული იგრძნობა, თან უკვე გაშინაურდა!!! წარმატებები მირკო, მე მჯერა შენი :kenwvla:

david david
11 years ago

ისე 9 მატრისაც დაამშვენებდა ამას უფრო 11

საბა შიოშვილი

აჰა ნომერიც ტქვა მგარამ კვინტა რო წავა ეს იქნება 9

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x