ზემანი : “სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი წარსულით ცხოვრობს”
“პესკარას” მთავარ მწვრთნელს, ზდენეკ ზემანს მოსწონს ეხლანდელი “იუვენტუსი”, რაც მან Sky Sport 24-თან ინტერვიუში თქვა:” “ბიანკონერის” ყოველთვის ჰყავდა დიდებული ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა , თუ რა სიტუაციაშიც იყო კლუბში. დღევანდელი “იუვენტუსი”, გასული წლების გუნდს, სადაც დიდებული მოთამაშეები თამაშობდნენ, არ ჩამოუვარდება შემადგენლობით.” ზემანს ასევე მიაჩნია, რომ “ბიანკონერიმ” უნდა დაივიწყოს წარსულის წარუმატებლობა:” ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ადამიანი აგრძელებს წარსულში ცხოვრებას და ბოლო მოვლენების შესახებ პოლემიკების სროლას. ყველასათვის ცნობილია, რომ “იუვენტუსი” ბევრჯერ შეცდა, მაგრამ ეს გააზრებული და უკან მოტოვებული უნდა იქნას.”
ამ როჟას ვერ ვიტან,სულ იუვეს ლანძღვაში იყო,ეს ამბობდა დელ პიეროზე და არა მარტო მასზე,აკრძალულ სტიმულატორებს იყენებენო,ბოღმა ქონდა მუდამ იუვესი მის რომას რომ აფარჩაკებდა,ეხლა კი ცხვრის ტყავი ჩაუცვამს,ვერავის მოატყუებს ეს ნაგავი !
ika_karala
100% სწორე ხარ.. წელს არ ვიცი, მარა მომავალ სეზონში უკვე მილანი და იუვე საკმარისად ძლიერები იქნებიან და დაამხობენ ესპანური ფეხბურთის ბატონობას..
აბსოლიტურად სწორად თქვა, არ ღირს უკან მიხედვა და ბევრი ფიქრი იმაზე თუ რა მოხდა შარშან.. ვის არ დაცდენია ფეხი, მე დაცემული ბარსელონაც მინახია, რეალის, ბაიერნიც და მილანიც. მაგრამ ერთი წამითაც არ ჩამომიწერია ეს გუნდები. ასევეა იუვენტუსიც, რაც იყო იყო. ახლა კი ახალი ისტორია იწერება და დარწმუნებული ვარ რო გუნდი ტიტულების გემოს მალე გაიხსენებს