ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თვის შეჯამება: კარგიც და ცუდიც (თებერვალი)

გავიდა თებერვლის თვეც. შევეცდები, რომ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო განვლილი თვე. შეგახსენებთ, რომ ეს არის რიგით მეორე სტატია, სადაც განვლილ თვეს ვაჯამებთ. ვისაც არ წაუკითხავს პირველი სტატია, იხილეთ შემდეგი ბმული.  მაშ ასე, დავიწყოთ…

მიმდინარე თვეში ტურინელებმა 6 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 5 მოიგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს. პირველი შეხვედრა, რომელიც ამ თვეში კლუბმა გამართა, 2 თებერვალს შედგა, ”იუვენტუს სთედიუმზე” ტურინელებმა მილანის ”ინტერს” უმასპინძლეს. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გატანილი გოლით თავი გამოიჩინეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ლიხშტაინერი (პირლო), კიელინი (პოგბა), ვიდალი. სტუმართა მხრიდან თავი როლანდომ გამოიჩინა. მან ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ”ინტერი” გამანადგურებელი სხვაობით წაგებას გადაარჩინა. მატჩის მიმოხილვას თუ გავაკეთებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძელთა გამარჯვება სრულიად დამსახურებელი იყო და ის ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურინელების კარს ამ მატჩში მარკო სტორარი იცავდა, რამეთუ ჯანლუიჯი ბუფონი წინა შეხვედრაში (”ლაციოს” წინააღმდეგ) გაძევებულ იქნა.
‘ინტერთან” მატჩიდან ერთ კვირაში, 9 თებერვალს, ტურინელები გასვლაზე დაუპირისპირდნენ სერია ა-ში აღზევებულ ”ვერონას”, რომელიც თამაშითაც და შედეგითაც ნამდვილად იმსახურებს ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპატიას. შეხვედრა, მოულოდნელად, ფრედ დასრულდა. ალბათ ეს იყო ყველაზე გულდასაწყვეტი მატჩი ამ თვეში. შესანიშნავი პირველი ტაიმის შემდეგ ”იუვე” 2:0-ს ამარცხებდა მასპინძელს. ორივე გოლი არგენტინელი კარლოს ტევესის ანგარიშზეა. უნდა ითქვას, რომ მეორე გოლი ფორვარდმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. პასის მომენტში იგი ”ვერონას” მცველთან შედარებით ოდნავ წინ იმყოფებოდა. ეს იყო პირველ ტაიმში… მეორე ტაიმში კი ‘‘ბებერი სინიორა” ჩაიკარგა. 52-ე წუთზე ყოფილმა ტურინელმა ლუკა ტონიმ, საკუთარ სტილში, თავით აიღო სტუმართა კარი, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრაში ინტრიგა დატოვა. ინტრიგამ კი მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ”იფეთქა”… 94-ე წუთზე ტურინელებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. ამჯერადაც თავით. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ანგარიშზე მეტად ”იუვეს” ტიფოზები ფეხბურთელთა უმოტივაციობამ შეაშფოთა, რომლითაც მათ მეორე ტაიმში ”გამოიჩინეს” თავი.
16 თებერვალს ტურინს ”კიევო” ეწვია. კონტეს გუნდს უნდა ეპასუხა იმ კრიტიკისთვის, რაც მათ ”ვერონასთან” უსუსური მეორე ტაიმის გამო აჩვენეს. შეხვედრა მასპინძლებმა დაიწყეს აქტიურად და მე-17 წუთზე კვადვო ასამოამ ტურინელები ლამაზი გოლით დააწინაურა. საგოლე პასი ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა. 29-ე წუთზე კლაუდიო მარკიზიომ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირლოს შესრულებული ჯარიმა სტუმართა კიპერმა უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ტურინელთა 8 ნომერმა ყვეას დაასწრო. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მეორე ტაიმიც აქტიურად ”იუვენტუსის” ფეხბურთელებმა დაიწყეს, თუმცა გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღეს. ლიხშტაინერმა საჯარიმოდან ბურთი ნორმალურად ვერ გამოიტანა, მარტინ კასერესს მოარტყა, რის შედეგედაც ბურთმა აისხლიტა და ანგარიში შემცირდა 2:1. სხვათაშორის, ეს მოხდა 51-ე წუთზე. ”ვერონასთან” პარალელი რომ გავავლოთ, მაშინ პირველი გოლი 52-ე წუთზე მიიღეს ტურინელებმა. გადაჭრით არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი ტურინელებისთვის ყველაზე რთულია. ყოველშემთხვევაში მაშინ, როცა ისინი პირველ ტაიმს ორბურთიანი ჰანდიკაპით იგებენ. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. მივყვეთ მატჩის მიმდინარეობას. გაშვებული გოლიდან საკმაოდ მალე ”იუვემ” კვლავ აღადგინა ორბურთიანი სხვაობა: კასერესის ავტოგოლიდან შვიდ წუთში ფერნანდო ლორენტემ თავი დაუხვედრა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს და საბოლოო შედეგი დააფიქსირა: 3-1. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ტურინელთა გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა და რომ არა ის ავტოგოლი, სტუმრები გოლის გატანას ვერ შეძლებდნენ.

20 თებერვალს ევროპის ლიგის პირველი მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც ”იუვენტუსს” ”ტრაბზონსპორი” დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ იანვარში იჯარით აყვანილმა პაბლო ოსვალდო, პირველად სწორედ ამ შეხვედრაში დაიწყო სასტარტოში და შეიძლება ითქვას, რომ იმედები არც გაუცრუებია: გარდა იმისა, რომ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, იყო მოძრავი და აქტიური. ცდილობდა ეთამაშა გუნდურად. მიუხედავად ამისა, ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, პირადად მე, კარლოს ტევესი მიმაჩნია. მთელი მატჩი ბოლომდე იბრძოდა და რაც მთავარია, მეორე გოლი სწორედ მის განსაკუთრებულ აქტიურობას მოჰყვა. 90 წუთი იყო მოედანზე და მაინც შეუჩერებლად დარბოდე, მართლაც რომ გასაოცარია. რა სუფთად წაართვა მცველს ბურთი და რა გამჭოლი პასი გაუკეთა პოლ პოგბას, რომელმაც მატჩში წერტილი დასვა… 2-0
ევროპის ლიგის შეხვედრიდან 3 დღეში, 23 თებერვალს ტურინული დერბი გაიმართა, რომელსაც ”იუვენტუსმა” უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გუნდები მაქსიმალურად ცდილობდნენ ზონების ჩაკეტვას, რაც ცხადყოფდა, რომ ერთ შეცდომასაც კი შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა. მატჩი ”იუვემ” 1:0 მოიგო, თუმცა ეს არ იყო ვინმეს შეცდომის ბრალი: ეს იყო კარლოს ტევესის მაღალი კლასის ”ბრალი”. არგენტინელი ფორვარდი ნამდვილად იქცა გუნდის შემტევი პოტენციალის ლიდერად. სტუმართა მხირდან განსაკუთრებული აქტიურობით ჩირო იმობილე გამოირჩეოდა, თუმცა არსებულ შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. მატჩი 1:0 დასრულდა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც თებერვალში შედგა, 28 თებერვალს გაიმართა, თურქეთში, ტრაბზონსპორში. სხვათაშორის, თურქეთისკენ მიმავალი ტურინელთა თვითმფრინავი უამინდობის გამო საქართველოში დაეშვა. ისინი თბილისის აეროპორტს ეწვივნენ. უნდა ითქვას, რომ ”იუვენტუსისა” და საქართველოს კავშირი ამით არ ამოწურულა: ტრაბზონსპორში, სპეციალურად ამ მატჩისთვის გაემგზავრა რამდენიმე ქართველი იუვენტინო. ისინი საყვარელი კლუბის თამაშის სანახავად თურქეთში ჩავიდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. ტურინელებმა დამაჯერებლად მოიგეს. თითო-თითო გოლი არტურო ვიდალმა და პაბლო ოსვალდომ გაიტანა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი სებასტიან ჯიოვინკომ გააკეთა, რომლის ”პარმაში” დაბრუნეაზე ბევრი იწერება. აღსანიშნავია, რომ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მაურიციო ისლამ. ჩილელმა ფეხბურთელმა თავადაც განაცხადა, რომ ტურინულ კარიერაში ეს მისი საუკეთესო შეხვედრა იყო. ”იუვენტუსის” მომდევნო მეტოქე ”ფიორენტინაა” იქნება და მატჩი 13 მარტს, ტურინში გაიმართება.

ცუდი: ამ თვეში ყველაზე ცუდი ”ვერონასთან” 2:2 დასრულებული შეხვედრა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ტორინოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ საკმაოდ დიდი იყო კრიტიკა კონტეს მიმართ, თუმცა თურქეთში გამართულმა მატჩმა ყველა გააჩუმა.
კარგი: იუვენტუსმა დამაჯერებლად დაძლია თურქული ბარიერი. გუნდს შეუძლია კიდევ უფრო მომატება. ოსვალდო კარგად მოერგო გუნდს და წინა ხაზში არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.
   Forza Juventus!!!

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
7 years ago

mgel piero
რა შუაშია? ბონუჩი თუ დირკა იყო მაინ მალადეც შენ :chuvak:

Di Francesco # 1
7 years ago

mgel piero
3 გოლი გაიტანა ამ თვეში ტევესმა ორი ვერონასთან და ერთი ტორინოსთან, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია
ბონუჩი კიდე სიტოაციიდან გამომდინარე საუკეთესო იყო, ბარძალი კიელინი არ იყო და დაცვის არევა არ არევის საკითხი დიდად ბონუჩიზე იდგა და ბონუჩიმ ძან მაგრად ითამაშა, თამაში არ ჩაუგდია

giorgi nefaridz
7 years ago

ბონუჩი იყო ამ თვეში დირკააააააააააააააა, აფორთხიალა ყველამ შენ ტევესი არ გევასება თორე მაგას არ იტყოდი ფეხბურთი მარტო გოლები არაა თამაში უნდა შექმნა რასაც ტევესი აკეთებს ხუთიანზე, ყველა თამაშში იყო საუკეთესო რაც გუნდმა ჩაატარა, თუმცა ტევესი ხომ არგენტინელია და საუკეთესო როგორ იქნება :lool: :lool:

ლაშა ცხვარაძე

ქუთაიში არავინაა იუვეს ფანი შევიკრიბოთ სადმე და ერთად ვუყუროთ იუვენტუსი ფიორენტინას :forza:

Cotne Sxiladze
7 years ago

მე კი ვარ ქუთაისელი იუვენტიონო :juventus: მარა თუ ტოტალიზატორში იკრიბებით :davliot: არ გამოვა მაგ ამბავი :no 14 წლის ვარ ჯერ :no :no :no

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to  Cotne Sxiladze

ერთი ორჯერ ვიყავით შეკრებილი და ბევრი ხალხი არ მოვიდა

ლაშა ცხვარაძე

კაფეში შევიკრიბოთ არაა ბაზარი

Rezo Robakidze
7 years ago

მეც ქუთაისელი ვარ და თუ სადმე იქნება ყურების პონტი წამოვალ აუცილებლად

davit zivzivadze
7 years ago

ძმურად რომელ კაფეში უნდა ვუყურუთ ქუთაისში მე კაი ხანა სამსახურის გამო აღარ გავსულვარ და იქნებ მითხრა

Di Francesco # 1
7 years ago

თვის საუკეთესო მოთამაშე ბონუჩი იყო ჩემი აზრით, უმეტესი თამაშები ბარძალი კიელინის გარეშე ვითამაშეთ და ბონუჩიმ ღირსეულად ულიდერა დაცვას

giorgi nefaridz
7 years ago

რა ბონუჩი ღადაობ? ტევესზე კარგად არავის უთამაშია თებერვალი

giorgi nefaridz
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

12
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<