ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაპ სტამი:”მატეის, შენ იუვეში ძალიან დიდხანს უნდა დარჩე”

მილანის ექს უკანახაზელი იაპ სტამი საკუთარ თანამემამულეზე – მატეის დე ლიხტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის ტურინში დარჩენა ფუნდამენტური იქნება:

“ყოველი მეორე ჟურნალისტი მეკითხება, ვხედავ თუ არა მას ჩემს მემკვიდრედ..

ეს არის ძალიან რთული კითხვა, რადგან მატეის ჩინებული მახასიათებლები აქვს.. ისეთი, როგორიც თავის დროზე თავადაც არ მქონდა.. მაგრამ არის კომპონენტები, რითიც ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავდებით.

თუმცა, ის ფაქტი რომ იუვენტუსმა ასეთი მსუყე ინვესტირების განხორციელება გადაწყვიტა, ყველაფერზე მეტყველებს..

ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის გვერდით მატეისი დიდ გამოცდილებას შეიძენს და პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ უმჯობესია იუვენტუსის რიგებში არაერთი წელიწადი გაატაროს..

ბონუჩის მილანში გადასვლა ხომ გახსოვთ? ჩვენ უდაოდ საკუთარი ამპლუის ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ მოთამეშეზე ვსაუბრობთ, რომელიც როსონერიში სიტუაციიდან გამომდინარე დაიკარგა..

იუვეს აქვს საოცარი ენერგეტიკა, რომლის დახმარებით ფეხბურთელები მხოლოდ მოედანზე და იქ დასახულ ამოცანებზე ფიქრობენ.. ეს ამოცანა კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა!

დე ლიხტს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რომ საკუთარ ამპლუაში უძლიერეს მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ასეთ ადრეულ ასაკში შესანიშნავი გამოცდილება დაუგროვდა.. იუვე კი ის ადგილია სადაც შენ საუკეთესოებს შორის შეხვალ!

დიახ, იყო შანსი კარიერა შავ-თეთრთა რიგებში გამეგრძელებინა.. ამ კლუბს უსაზღვროდ დიდ პატივსვცემ! განსაკუთრებული ქომაგები და ისტორია ბიანკონერის საფეხბურთო სამყაროს მწვერვალზე აყენებს..

მაგრამ არჩევანი მილანზე შევაჩერე, სადაც ჩინებული პერიოდი გავატარე.. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ტურინელების მიმართ ყოველთვის მქონდა დიდი პატივისცემის გრძნობა.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<