ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იბრაჰიმოვიჩი:”ამ წამს 4 წელი ველოდი”

მარკო მატერაცი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარკო მატერაცისთან დაპირისპირება გაიხსენა:

“იუვენტუსი – ინტერის დაპირისპირებისას მარკო მატერაცი მეუხეშა.. მან იმდენად ძლიერი დარტყმა მომაყენა, რომ მოედანი ექიმების დახმარებით დავტოვე.

ფაბიო კაპელო მომიახლოვდა და მითხრა, რომ ჩემს შეცვლას გეგმავდა, მაგრამ უარი ვუთხარი – მზად ვარ თამაში გავაგრძლო..

დავბრუნდი ერთადერთი სურვილით, რომ იტალიელისთვის ვალი დამებრუნებინა, მაგრამ ზუსტად 2 წუთის შემდეგ უარესი ტკივილი ვიგრძენი და თამაში ნაადრევად დავასრულე.

მატერაცი ძლიერი ფეხბურთელი იყო და ეს ნორმალურია.. მაგრამ არსებობს ორი ტიპის უხეშობა – მარკო ამას განზრახ აკეთებდა.

პაოლო მალდინიც ხისტი იყო, მაგრამ მას სხვა მოტივი ქონდა.. იგი ბინძური მოთამაშე არასდროს არ ყოფილა.

ამის შემდგომ კარიერა ჯერ ინტერში, შემდეგ ბარსელონაში, შემდგომ მილანში განვაგრძე..

მილანში ყოფნისას პირველი დერბის დროს ყველანი ჩემს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი.. ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მსგავსი მიდგომა მოტივაციას მძენს.

თუმცა, თუ შენ თავის გაკონტროლება არ შეგიძლია, მაშინ სისულელის ჩადენა ადვილია. მატჩის მსვლელობისას მორიგი ძლიერი დარტყმა მივიღე და თქვენი აზრით ვისგან? დიახ, ისევ და ისევ მატერაცისგან.

მეორე ნახევარში მარკო ჩემზე წამოვიდა ბურთზე რომ არ მეთამაშა და სწორედ ამ დროს ტაი-კვანდოს ილეთით პირდაპირ საავადმყოფოში გავისტუმრე.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩემთან დეიან სტანკოვიჩი მოვიდა, რომელმაც მკითხა თუ რატომ ჩავიდინე ეს.. ვუპასუხე, რომ ამ მომენტს 4 წელი ველოდი”.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<