იგუაინი დე ლაურენტისსზე, იუვეზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს
იგუაინმა დე ლაურენტისსთან დაპირისპირების თაობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.. მან ასევე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა:
“ჩემი ურთიერთობა დე ლაურენტისთან კარგი არასოდეს ყოფილა, რადგან მას ჩემგან განსხვავებული შეხედულება გააჩნია თითოეულ თემაზე. ბევრს საუბრობენ ჩემს გადაწყვეტილებაზე და მინდა გითხრათ, რომ მასსზე გარკვეული როლი ნაპოლის პრეზიდენტსაც მიუძღვის.. აურელიომ პრაქტიკულად ხელი მკრა..
ახლა კი ბედნიერი და დამშვიდებული ვარ.. იუვენტუსისადმი მხოლოდ მადლიერები გრძნობა მაქვს, რადგან მათ რეალურად დიდი სამუშაო გასწიეს ჩემს გასაფორმებლად.. ამ ფაქტს არასოდეს დავივიწყებ!
თავად იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც გამარჯვება სისხლში აქვს.. ჩემი არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი ბუნებრივია ეს ფაქტორი იყო.
მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ანიელის, პარატიჩის და მაროტას.. მათი პროექტი იმსახურებს აპლოდისმენტებს, რადგან იუვენტუსი არნახულ ეტაპზე იმყოფება.. გუნდი დღიდან დღემდე უმატებს, ხოლო გამარჯვების ატმოსფეროს, აქ თითოეული შეამჩნევს და იგრძნობს.. ეს საოცარი გრძნობაა და სიტყვებით ახსნა ნამდვილად გამიჭირდება.
ცხოვრებაში ყოველთვის დგება ჟამი, როდესაც გიწევს არჩევანის გაკეთება საკუთარი თავიდან გამომდინარე.. რა უფრო კარგი იქნება შენთვის.. შესაბამისად გადაწყვეტილება გულით მივიღე და ახლა იუვენტუსში ვარ.
ორი აზრი არაა, რომ ეს ადვილი არ იყო.. არაერთი დღე და ღამე გავატარე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.. საბოლოოდ სწორედ ამ დასკვნამდე მივედი. იუვენტუსის მენტალიტეტი ჩემნაირი ფეხბურთელისთვის, გადამწყვეტი აღმოჩნდა”.
მოვისმინე სარის კომენტარი.. მის მიმართ მხოლოდ დადებითის თქმა თუ შემიძლია.. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იდგა. მას ტურინიდან ვესალმები! ბოდიშს ვიხდი იმ დუმილისთვის რაც ჩემი მხრიდან ხორციელდებოდა, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს..
ნაპოლის რიგებში სამი არაჩვეულებრივი წელიწადი გავატარე და მათი გულისწყრომის მესმის.. ნეაპოლში ჩემს მისამართით უამრავი ბინძური შეურაწყოფა გაჟღერდა, მაგრამ საჯაროდ ვამბობ- ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო.. ახლა ბედნიერი ვარ და მხოლოდ იუვენტუსსზე ვარ კონცენტრირებული.
ალვეში? დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ტურინში არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება, რომლებიც ამინდს ჰქმნიან. ეს არის კლუბი, სადაც თამაშობენ ერთად და ერთმანეთისთვის.. სწორედ ამიტომაა იუვე ყველასგან გამორჩეული.
ტოტის განცხადება? არ ვთვლი თავს მოვალედ, რომ მას რაიმე სახის პასუხი გავცე. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღე და ამით კმაყოფილი ვარ. ამიტომ ზემოთხსენებულ თემაზე მეტს ვერაფერს დავამატებ.
ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. ადვილი არაფერია, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ მიზნის მისაღევად.. მითუმეტეს არსებული რესურსიდან გამომდინარე ეს უტოპია არ არის.
დიბალასთან ერთად არგენტინის ნაკრებში მაქვს ნათამაშები.. მას ვესაუბრე და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
ბიანკონერის დაცვის ხაზი განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს.. ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან.. დიდი მადლობა ჯორჯო კიელინის, რომელიც ჩემს ტრანსფერს პოზიტიურად შეხვდა და შეტყობინება გამომიგზავნა.
ალესანდრო დელ პიერო ჩემი შთაგონების წყაროა. მადრიდში ყოფნისას პინტურიჩიოზე ვგიჟდებოდი! იუვეს მატჩებს იმიტომ ვადევნებდი თვალყურს, რომ ალესანდროს თამაშით დავმტკბარიყავი”.
del pieroze momewona, mec magito var iuventino ise cherez del pieroti, forza alexs forza juve
კარგი თამაჰით გადაიხადოს ბოდიჰი ესეც საკმარისია
გამისწორდა რომ დელ პიეროზე ასე ისაუბრა და ასევე რომ მადლიერია იუვესი. სინამდვილეში იუვემ მართლა გადაარჩინა, 1 აგვისტოდან ან გაყიდდა დე ლაურენტისი ან არა. კარგია რომ აფასებს რომ ამდენი ფული გადაიხადეს მის გადმოსაყვანად. იმედია მადლობას მიედანზე გადაგვიხდის.
ცენზურა დაიცავით კომენტარების წერისას :)
სანჩესი და ვერატი არა ზემოდან კროოსი და რონალდო კიდევ
ზოგს რა ფანტაზია აქვს
აჰა )) არჩევნებში ხმას არავინ მიცემს ეგეცაა ახლა ))))))
იუვეს ხელ მდზგავნელობამ საბედისწერო სჰეცდომა დაუსჰვაა მალეე მიხვდებია ამას , მაგრამ გვიანი იქნება მერე , აუცილებლად წააგებს ეს ხელმძღვანეობა არჩევნებს , რაო უნდა გადაიხადოო იგუაინსჰი 90 მილიონი როცაა პოგბას ყიდი და შეგიძლია ამ ფულიტ ვერატი და სანჩესი იყიდო , კარგა ხანიო ვეგარ მოიგბს ევროპაში იუვე ვერაფერს
Iyido bazarshi mwvanili ki araa ise moubraxuneben es sheudzlia iyidos magrebj xart ra. Da ise pogbas fulit ar uyidia mainc cnobistvis
ველი შენგან საჯარო ბოდიშს სეზონის შემდეგ.
აქვს შანსი რო დაამტკიცოს თავისი ძალა. ვნახოთ რას იზამს. ფაქტია ნაპოლს მარტო ათრევდა
დავაი, დავაი დასცხეთ ბიჭებო! წვენები ვიტამინები რეჟიმი და ა.შ.! აბა თქვენ იცით!!! წინ საინტერესო სეზონი გველის

მიდი იგუ
გააჩუმე საბოლოოდ კრიტიკოსები დიდ გუნდში ხარ უკვე