ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინგლისური პრესა ბონუჩის “სიტის” უახლოვებს

ბრიტანული პრესა ლეონარდო ბონუჩის თაობაზე იტალიელი ჟურნალისტებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს..

ინგლისური პრესის წარმომადგენლების მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსმა” მანჩესტერ “სიტის” თავად შესთავაზა 60 მილიონ ევროს იტალიელი მცველის ყიდვა, ქალაქელები დიდი ხანია ბონუჩის აკვირდებიან და პეპ გუარდიოლას ძალიან სურს ფეხბურთელის მის გუნდში ხილვა.ჯუზეპე მაროტამ აქამდე მანჩესტერელების ორი შემოთავაზება დაბლოკა და საინტერესოა, მართლაც მოინდომა თუ არა ამჯერად თავად გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება.

მსგავსი ინფორმაცია მანჩესტერულ პრესაში ორი დღის წინ პოლ პოგბაზეც გავრცელდა, თითქოს “იუნაიტედმა” ყველაფერი შეათანხმა “იუვესთან” და ფრანგი 48 საათში ეშმაკების საკუთრება გახდებოდა, თუმცა იმ ინფორმაციის გავრცელებიდან ზუსტად ორი დღეა გასული და ახლა იგივეს ბონუჩის თაობაზე იწერება.

იმედია, ესეც ბრიტანელების ფანტაზიის შემოქმედებაა..

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ra sisulelea bonuchi arsad ar wava kacooo, is wers istorias juventusshiii romelic gasagrdzelebelii aqvs :)))) rogroc del pierom dawera da rogorc buffoni wers bonuchic analogius aketebs da arsadac ar wava eg kacii imitom rom juvenutis misi saxlia da ar gacvlis araperzeee :))) forzaaa <33333

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ინგლისელები მაგარი მეზღაპრეები არიან,ბონუჩიზე მაგათ მეტი ვინ დაწერდა

alex-97
Delpieronedved
6 years ago

ეს თუ გაყიდეს ძაან ცუდი იქნება, ეს გუნდი უნდა შეინარჩუნოს იუვემ დიდი ხანი + ერთი ფორვარდი და აღარავინ გვინდა

Dybala.Marchisio
6 years ago

მაგენი მაგარი მეოცნებეები არიან, ინგლისური პრესა არ უნდა წაიკითხო :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ბუნუ არ წახვიდე თუ კაცი ხარ რა

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x