ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ინტერი” – “იუვენტუსი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

გთავაზობთ დღევანდელ მატჩში მონაწილე გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს…

“ინტერი”

იყო საშიშროება იმისა, რომ ბიანკონერების წინააღმდეგ მატჩი ჟულიო სეზარს გამოეტოვებინა მიღებული ტრავმის გამო, მაგრამ სელესაოს მეკარე მზად არის და მას დღეს პირველ თერთმეტეულში უნდა ველოდოთ.რაც შეეხება დაცვის ხაზს, მილანელები აქაც დანაკლისს განიცდიან.დამტვრეულნი არიან არგენტინელები, ვალტერ სამუელი და გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი.მარჯვნივ ითამაშებს მაიკონი, ცენტრში ლუსიო კორდობას წყვილი, მარცხნივ კი კრისტიან კივუ.ნახევარდაცვაში ესტებან კამბიასოს, დეიან სტანკოვიჩისა და უესლი სნეიდერის სამეულს უნდა ველოდოთ.იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება წინა სეზონის მთავარი გმირი დიეგო ალბერტო მილიტო, მის ადგილს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე სამუელ ეტო’ო დაიკავებს, ფლანგიდან კი კამერუნელს ახალგაზრდები, ფელიპე კოუტინიო და ჯონათან ბიაბიანი დაეხმარებიან.

“იუვენტუსი”

მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ დასვენებული მარკო სტორარი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ დღეს დაუბრუნდება, მის წინ კი ტრადიციულად 4 მცველი ითამაშებს.ლეანრდო რინაუდოს ტრავმის გათვალისწინებით, მარჯვენა ფლანგზე ზდენეკ გრიგერა ან მარკო მოტა ითამაშებენ, ცენტრში ლეონარდო ბონუჩი ჯორჯო კიელინის დუეტი, მარცხნივ სავარაუდოდ პაოლო დე ჩელიე.4 ნახევარმცველიდან ორი იტალიელი, სიმონე პეპე მარცხნივ, კლაუდიო მარკიზიო ცენტრში, ალბათ ფელიპე მელოსთან ერთად, მარჯვნივ კი ტურინელთა მთავარი დამრტყმელი ძალა მილოშ კრასიჩი, მის შეჩერებას რუმინელი კივუ შეეცდება.

ბიანკონერებში ყველაზე ამოუცნობი პოზიცია წინახაზია.უეჭველი პირველ თერთმეტეულს უმიზნებენ ვინჩენცო იაკინტას, რომელმაც ბრიტანელების წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა და გოლიც გაიტანა.მის მეწყვილეობაში უპირველეს კანდიდატად ალესანდრო დელ პიერო სახელდება, თუმცა განიხილება ფაბიო კუალიარელასა და კარვალიო ამაურის კანდიდატურებიც.ძირითადში მოთამაშე ორი ფორვარდის  ვინაობა სავარაუდოდ მატჩის დაწყებიდან ბოლო წუთებში გადაწყდება.

“ინტერი” ( 4-3-3 ) – ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, კორდობა, კივუ, კამბიასო, სტანკოვიჩი, სნეიდერი, კოუტინიო, ეტო’ო, მილიტო

სათადარიგოთა სკამზე : კასტელაცი, ორლანდონი, მატერაცი, სანტონი, მუნტარი, მარიგა, ბიაბიანი, მანსინი

“იუვენტუსი” ( 4-4-2 ) – სტორარი, მოტა, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე, მელო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, დელ პიერო, იაკინტა

სათადარიგოთა სკამზე : მანინგერი, გრიგერა, ლეგროტალიე,  სისოკო, აკუილანი, კუალიარელა, ამაური

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
საბა შიოშვილი

კარგი გუნდი გვყავს

11 years ago

მილიტო ? ეგ დამტვრეული არაა?

dato dato
11 years ago

lanzafame sad daikarga?arada magari bichia

lexo doreuli
11 years ago

ჩვენი კაპიტანი ბრწყინვალე ფორმაშია და ძირითადში უნდა იყოს!!!! ასეთ პრინციპულ თამაშში დელ პიეროს კოლოსალური გამოცდილება დიდად წაგვადგება

Turinski ....... 444444444444444

კვალიარელა მინდა ძირიტადში

Turinski ....... 444444444444444

ალექსა მინდა გაიტანოს ტავის სტილში რა . აი შტურმს რო ჭედა ისეთი :-P

barona
11 years ago

dges 1-2 igebs juve …. neta aleqsa ziritadshi iqneba…ragac zalian momenatra del pieros shedevri goli iqneb inters mainc gautanos

zura
11 years ago

ლუსიო არ ეყოლებათ დღეს ტრამვა აქვს კვდება. და მეორე კიდე უკეთესი იქნება აკუილანის დაყენება მარკიზიოს მაგივრად

11 years ago

სწორედ ამ შემადგენლობას ველოდი :shock:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x