ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელთა სავარაუდო სასტარტო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში

2020 წელი კაცობრიობას მაინც და მაინც კარგად არ გაახსენდება.. დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა – ეს კინო ფილმი ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი და შესაძლოა გარკვეული პარალელიც გავავლოთ იმ რეალობაზე, რაც დღეს არის ჩვენს სამყაროში.

საბედნიეროდ ასე თუ ისე პოზიტიური პროცესები შეინიშნება.. დიახ, დაძრწის სხვადასხვა შტამი, მაგრამ ახლა სამყარო უფრო ინფომირებულია, არის ვაქცინები და მეცნიერებიც უფრო სწრაფი ტემპით ცდილობენ ვირუსთან გამკლავებას.

2020 წელი დაგვამახსოვრდა იმით, რომ ბევრი რამ გაჩერდა.. სახლში გამოვიკეტეთ და დიდი ღონისძიებები უვადოთ იდებოდა.. ასეთი იყო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიც, რომელიც ზუსტად ერთი წლით გადაიდო და არავინ იცოდა 2021 -ში საერთოდ თუ ჩატარდებოდა..

საბედნიეროდ გაიმართა და ფეხბურთის ქომაგებმა ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო ტურნირი ვიხილეთ, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს თვალწინ ჩატარებულა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია იტალიელთა საოცარი პერფორმანსი პირველსავე მატჩში.. ყველანი სწორედ იტალიელების საოცარ ტემპზე, გადაადგილებაზე და სტილზე საუბრობდა. ეს იყო იტალია, რომელიც თამაშობს, ოცნებობს და იტანს!

და დღეს უემბლიზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ აძურის აქვს რეალური შანსი ევროპა იტალიური ფერებით შეღებოს! ნუ დაგვავიწყდება ის ემოციური ეპიზოდი რაც ლეონარდო სპინაცოლას ტრავმას მოყვა.. ლეო დღეს ლონდონშია გუნდთთან ერთად და მათ მოედნის მიღმა უგულშემატკივრებს! თუმცა ბიჭებს ის წამითაც არ დავიწყებიათ და ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვიდეო ზარის მეშვეობით ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ..

Uniforme de Italia: por qué la Selección viste de azul - Mediotiempo

დიახ, ეს იტალიაა თავისი საოცარი სიყვარულით, ერთად დგომით და რომანტიზმით რომელიც ასე გვაგიჟებს მათ ვინც ამ ქვეყანას შორიდან ვუყურებთ.

მოდით ახლა ერთად ვნახოთ თუ ვინ იქნება ის 11-ეული რომელიც ანდიამო ა ლონდონ ბეპე-ს შეძახილით შეეცდება უემბლის მრავალრიცხოვანი ქომაგის თვალწინ ინგლისელთა დამარცხებას:

კარს არა თუ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდებს შორის მყოფი კარის დარაჯი, არამედ უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაიცავს.

რობერტო მანჩინი სქემის შეცვლას არც ახლა აპირებს და ჩვეულ 4-3-3 ვიხილავთ.. შესაბამისად მარჯვენა ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცო გაირჯება. ცენტრში მრავალ ბრძოლა გამოვლილი ბონუჩი-კიელინის კედელი აღიმართება, ხოლო მარცხნივ ემერსონ პალმერი.

შუახაზში მცველების წინ არქიტექტორად წოდებული ჟორჟინიო იმოქმედებს, რომელსაც ოქროს ბურთსაც კი უწინასწარმეტყველებენ თუ აძურიმ თასი მოიგო. მის მხარდამხარ “დატენილი მაუზერივით” მოქმედი ნიკოლო ბარელა და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი მარკო ვერატი!

თავდასხმის ხაზში იტალიას ის ყავს ვისი იმედიც უნდა ქონდეს.. ის ვინც სხვაობას ქმნის და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა წინ ვინ აღუდგება – ქალბატონებო და ბატონებო, ერთადერთი და განსაკუთრებული, იუვენტინო და დიადი ბაჯო & დელ პიეროს გზის პოტენციური გამგრძელებელი ფედერიკო კიეზა!

ბიანკონერის შემტევთან ერთად ინგლისელთა დაცვის ზღუდეების განგრევას ლაციოს ბომბარდირი ჩირო იმობილე და ნაპოლის სიამაყე ლორენცი ინსინიე შეეცდებიან!

მატჩი ჩვენი დროით 23:00 -ზე დაიწყება და ყველა იტალიის ქომაგს გისურვებთ დაუვიწყარ საღამოს და უსაზღვროდ დიდ პოზიტიურ ემოციას გამარჯვების შემდეგ!

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Chielo
Chielo
3 months ago

მეგობრებო თქვენი აზრი მაინტერესებს, კიელინის მიიჩნევთ ნესტას მალდივის ან კანავაროს დონის მცველად?

Juve fan
Juve fan
3 months ago
Reply to  Chielo

მე პირადად კი. ბონუჩისაც დაჟე. კიელინიმ რაც ამ ევროზე ითამაშა, რა ვარდნები, რა დარტყმებს გადაეფარა, კანავარო გამახსენდა. ვფიქრობ არის მათ დონეზე. შესაძლოა ცოტათი კანავარო-ნესტა ჯობია, მაგრამ მაგათ შემდეგ კიელინი-ბონუჩის წყვილი გამორჩეულია მსოფლიოში. აი ამის შემდეგ ასეთი წყვილი არავინ ჩანს.

ბონუჩის თუ კიელო არ ჰყავს გვერდით, უჭირს თამაში- კიელოსთან ერთად მხეცია ეგეც.

Chielo
Chielo
3 months ago

წარმოიდგინეთ მსოფლიოზე მარცხნივ კიეზა და მარჯვნივ ძანიოლო, ნამდვილი ესთეტიკა!!!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

კიეზა იყო წინ სასწაული! მაგი სკამზე როგორ უნდა გყავდეს ტო. ნუ ბონუჩი კიელინიც ძაან მაგრები იყვნენ. იმობილე არ მომეწონა.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ეს გუნდი ბრაზილია არგენტინასაც გაიფენს თავს ვდებ!

maradona73
maradona73
3 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ცენტრფორვარდი არ გვყავს, იმობილე და ბელოტი დაბალია დონეა ძალიან. კინი უნდა წაეყვანა რომელიმეს მაგივრად.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago
Reply to  maradona73

ეგ არაფერი. იმდენად შეკრული გუნდია რო ხარვეზები თითქმის არ ჩანს.

Juve fan
Juve fan
3 months ago

ამ ევროზე დონარუმამ, კიელინიმ, ბონუჩიმ, სპინაცოლამ, ჟორჟინიომ, ინსინიემ და კიეზამ მიიყვანეს იტალია ფინალამდე. ამათმა გააბრწყინეს იტალია. კიელინი მართლა 36 წლისაა? 25 წლის ბიჭივით დაუღალავი იყო. ღამდენჯერ გადაარჩინა გუნდი თითქმის 100% გოლს. გუნდის გულია რა. მაგაზე უკეთესი კაპიტანი იტალიას ვერ ეყოლებოდა

maradona73
maradona73
3 months ago
Reply to  Juve fan

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ბონუჩი ჩასვეს, არა და მე კიელო უფრო მომეწონა, საჯარიმოში დედას უხნავდა ყველას.

გუნდსაც კარგად კაპიტნობდა, დუხიანია კიელო, ჩვენი ძმაა )

maradona73
maradona73
3 months ago

გილოცავთ იტალიის გულშემატკივრებს, მსოფლიოც დაგვეყოლებინოს ზემოდან!

დონარუმა არ უნდა გაეშვათ ხელიდან, რა ევროპა დადო, უშეცდომოდ ჩაატარა ….

კიელინი-ბონუჩიმ კლასი აჩვენეს მთელ მსოფლიოს.

დილორენცო იყო ძალიან სუსტი და იმობილე იყო სუფთა ს ი რ ი (მაპატიეთ გამოთქმაზე)

ისე თუ იცით ყატარის მსოფლიო ამ ზამთარს ტარდება?

Vakho
Vakho
3 months ago

დონარუმა, კიელინი, ბონუჩი, ჟორჟინიო, კიეზა – ეს ხალხი აღემატებოდნენ ყველა დანარჩენს მოედანზე (იქედან პიკფორდსაც მაგარი თამაში ჰქონდა)…
მეორე ტაიმში იტალია იყო თუ გუარდიოლას ბარსელონა დაეჭვდებოდი ადამიანი, დამალეს ბურთი რასაც ქვია :)

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x