ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელთა შეფასებები უელსთან გამარჯვების შემდეგ

იტალიელებმა საკუთარ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს და ახლა პლეი-ოფში საკუთარ მეტოქეს დაელოდებიან. რობერტო მანჩინის შეგირდებმა საოცარი სერია კიდევ უფრო გაზარდეს და მესამე შეხვედრაში უელს 1-0 ძლიეს.

ახლა კი გთავაზობთ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

დონარუმა – 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო მოვლენების ეპიცენტრშია, ეს მასსზე ნეგატიურად არ მოქმედებს და პირიქით, საკმაოდ დამაჯერებელია თითოეულ მოქმედებაში.

ტოლოი – 7 – ყველა მხრივ საიმედო მარჯვენა მცველი, რომლის ზონაში მეტოქეს არაფერი არ გამოსდიოდა.

ბონუჩი – 6.5 – საიმედო! ნელ-ნელა ლიდერის ფუნქციებს კისრულობს! ბასტონისთან კარგად მოქმედებდა და გარშემო ყველას ხელმძღვანელობდა.

აჩერბი – 6.5 – (46 წუთიდან) – როგორც წინა შეხვედრაში, კარგად ერთვება და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

ბასტონი – 7 – იტალიის დაცვის დიდი ხნის განმავლობაში საიმედოდ იქნება მის ხელში. ასაკის მიუხედავად შესაშური სიმშვიდით უმკლავდება ყველა პრობლემას.

ემერსონი – 6.5 – მის ფლანგზე ბეილია რომელიც გოლფზე უფროა ორიენტირებული ვიდრე ევროპულ ოცნებაზე. სპინაცოლასგან განსხვავებით შეტევაში ნაკლებ წნეხს ახორციელებს, მაგრამ დაცვაში ყველას და ყველაფერს კეტავს.

პესინა – 7 – გატანილი გოლი და შემდგომი ემოცია, იტალიური რომანტიზმის მორიგი ლამაზი კადრია. შრომობს და ხშირად უწვდის თანაგუნდელებს დახმარების ხელს.

ჟორჟინიო – 8 – ჩვენს წინაშეა არქიტექტორი, რომელიც მანჩინის ფუტურისტულ იდეებს ასრულებს.

ვერატი – 8 – საოცარი დაბრუნება! ყველასთვის ნათელია რაოდენ დიდი ფეხბურთელია, როგორ ტრიალებს მასთან ერთად გუნდი და რამხელა რესურსი ემატება. მანჩინის ერთადერთი სანერვიულო აქვს – მარკომ ჩემპიონატი ტრავმის გარეშე ჩაატაროს.

კიეზა – 7.5 – კიდევ ერთი მუშკეტერი იტალიელთა არმიიდან. 100 კმ/ს-ით დაქროდა მოედანზე.. არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ შრომის მიმართ სიყვარული წამითაც არ განელებია.

ბელოტი – 6.5 – გოლი მომავლისთვის გადადო? ბევრი იბრძოლა და თანაგუნდელებზე დაუზარებლად შრომობდა.. მიზანი ბოლომდე ვერ გაისწორა, თუმცა ყველაფერი წინ აქვს.

ბერნარდესკი – 7 – ძმა იმ მოთამაშის, რომელიც იუვენტუსში ასპარეზობს.. იტალიის ნაკრებში ფედერიკო განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს.. იდეები, სისწრაფე და მოძრაობა.. მისგან სხვა სახის აქტივობა და ხარისხი მოდის..

მანჩინი – 8 – რთულია მეტი მოვითხოვოთ.. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზად თამაშობს, იმარჯვებს და ოცნებობს.. დიახ, ეს ყველაფერი რაღაც დიდის დასაწყისია.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x