ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელი ეპიდემიოლოგი:”ოქტომბრამდე ფანებზე კითხვები იქნება”

კორონა ვირუსი

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ სერია ა-ს ძალზედ გაუჭირდება 2 მაისს ჩემპიონატის განახლება. 

მსოფლიოში არსებული პრობლემები, რომელიც იტალიაში ახლა გაცილებით მაღალ დონეზე მძვინვარებს, სამწუხაროდ არ ქმნის ოპტიმისტურ განწყობას..

ამ ყოველივეს იტალიელი ეპიდემიოლოგიც ადასტურებს:

“სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ ოპტიმისტურ გარემოს რომელიც სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივრების დაშვებას ოქტომბრამდე მოახერხებს.

ახლა შემიძლია თამამად ვივარაუდო, რომ სახელისუფლებო ორგანოები ქომაგთა დასწრებას მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე აკრძალავენ.

მესმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყოველი ჩვენთაგანი სამუშაო პროცეს დაუბრუნდება.. აუცილებელი იქნება აქტივობებზე შეზღუდვების შემსუბუქება, მაგრამ ამ ყველაფერს უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.”

გასულ 24 საათში აპენინებზე პანდემიას 793 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯამში იტალიაში 4032 ადამიანი გარდაიცვალა. 16 020 საავადმყოფოში რჩება და აქედან 2655 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of