ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის საორიენტაციო სასტარტო შვეიცარიის წინააღმდეგ

დღეს, იტალიელები ევრო 2020-ზე რიგით მეორე მატჩს შვეიცარიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც ჩვენი დროით 23:00 დაიწყება.

ახლა კი გთავაზობთ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას, რომელიც ერთბაშად რამოდენიმე იტალიურმა წყარომ შემოგვთავაზა.

კარს ჯანლუიჯი დონარუმა დაიცავს, რომელთან დაკავშირებითაც სხვათაშორის მცირე სიახლეა.. არ არის გამორიცხული იუვენტუსი კვლავ ჩაერთოს საქმეში, რადგან შესნის ასპარეზობამ ბიანკონერის ფიქრისკენ მოუწოდა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ტოლოის უნდა ველოდოთ ატალანტადან.. ფლორენცი ტრავმირებულია, ხოლო დი ლორენცო მანჩინის სათადარიგოზე დატოვებს. ცენტრალურ დუეტს კვლავ ბონუჩი-კიელინის უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხენა ფრთაზე წინა მატჩის MVP -ი ლეონარდო სპინაცოლა დადგება.

ნახევარდაცვაშიც წესით ცვლილებები არ განხორციელდება. ჟორჟინიო, ბარელა და ლოკატელი 99%-ით შეხვედრას პირველსავე წუთებიდან დაიწყებენ.

თავდასხმაში დომენიკო ბერარდის მიმართ იყო კითხვის ნიშნები, მაგრამ მას უფრო მეტი ხმა აქვს ვიდრე ფედერიკო კიეზას. ჩირო იმობილე ცენტრ ფორვარდზე იდგება, ხოლო ლორენცი ინსინიე მარცხენა ფრთიდან შეეცდება შვეიცარიელებისთვის პრობლემების შექმნას.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Mad Max
Mad Max
1 month ago

სპინაცოლას რო ვუყურებ მეტირება როგორ გაუშვეს

Juve fan
Juve fan
1 month ago

იტალია მაგარ ფორმაშია. მანჩინიმ საუკეთესოდ ათამაშა იტალია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x