ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის სპორტის მინისტრი ჩემპიონატის განახლების თარიღს ასახელებს

Seria a

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ჩემპიონატის და იტალიის თასის განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი გააკეთა:

“სამედიცინო პროტოკოლთან დაკავშირებით ყველა ნიუანსი გავიარეთ და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთი განახლდება.

იტალია ფეხზე დადგება და ფეხბურთი ასევე საჭიროებს გამოღვიძებას.

მე უკვე ვესაუბრე იტალიის ფეხბურთის ფედერაციას და მოვისმინე მათი გეგმა პლეი-ოფებთან დაკავშირებით, რომელიც იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ შემდგომ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩემპიონატს 20 ივნისს დავიწყებთ.

13 ივნისიდან 20 ივნისამდე კი სასურველია იტალიის თასის მატჩების გამართვა. ეს გარკვეულწილად შეტყობინება გახდება ერისთვის, რომ ფეხბურთმა ცხოვრება გააგრძელა.”

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასი 1/2 ფინალურ სტადიაზე შეჩერდა.

ინტერი შინ ნაპოლისთან 0-1 დამარცხდა, ხოლო მილანსა და იუვენტუსს შორის შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<