ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი:”დაუშვებელია პროტოკოლის იგნორირება”

ვინჩენცო სპადაფორა

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა კრიტიკულად ეხმაურება ფეხბურთელების მხრიდან გადადგმულ დაუფიქრებელ ნაბიჯებს:

პროტოკოლი არის პროტოკოლი, რომელიც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ არ მოხდეს ვირუსის კიდევ უფრო რადიკალური გავრცელება.

ჩვენ ამით ვიცავთ ადამიანებს, რომლებისთვისაც აღნიშნული ვირუსი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.

შესაბამისად, არცერთ სფეროში დასაქმებული ადამიანი არ უნდა თვლიდეს, რომ იგი ამ პროტოკოლზე მაღლა დგას.

სუპერ ვარსკვლავური სტატუსი სამაგალითო უნდა გახდეს. ფაქტია, რომ ასეთი ადამიანების ქცევას უამრავი უყურებს და მათ სათანადო მაგალითი უნდა მივცეთ.

არავის აქვს უფლება იგნორირება გაუკეთოს ჩვენს მიერ დადგენილ სამედიცინო პროტოკოლებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული.

ამ თემაზე გუშინ უკვე ვისაუბრე და გიდასტურებთ, რომ მხედველობაში იუვენტუსის გარკვეული მოთამაშეები მყავდნენ.”

სპადაფორა კრიშტიანო რონალდუს თემას ეხმაურება, რომლის გარშემო ბოლო ხანებში ბევრი სიახლე გამოქვეყნდა, თითქოს პორტუგალიელმა არ გაითვალისწინა პროტოკოლი და ტურინი თვითნებურად დატოვა.

აღნიშნული ცნობები შემდგომ ჯერ კლუბის პრეზიდენტმა, ხოლო შემდგომ თავად ფეხბურთელმა უარყვეს.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino
Juventino
12 days ago

ჭკუა ასწავლეს გუშინდელი მსაჯობით ? :)))

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<