ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იტალიუვე” 4-3 იაპონია

საკმაოდ საინტერესო გამოდგა იტალიის და იაპონიის ეროვნული ნაკრებების მატჩი კონფედერაციიც თასზე, რომელიც 20 ივნისს თბილისის დროით ღამის 2 საათზე გაიმართა. მატჩი დრამატულად წარიმართა და ჩვენდა საამაყოდ ბიანკონერების დიდი დამსახურებაა, რომ ამომავალი მზის ქვეყანამ მარცხი განიცადა.
თამაშში პირველ წარმატებას კუნძულელებმა მიაღწიეს, მილანის ახალგაზრდა მცველის მატია დე შილიოს ბავშვურმა შეცდომამ კაპიტანი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მსაჯის აზრით (!) მან თამაშის წესები დაარღვია, რაც კეისუკე ჰონდას რეალიზებული პენალტით დამთავრდა, 0:1 იაპონიის სასარგებლოდ. 33-ე წუთზე იაპონელთა მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბუფონის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა კაგავამ და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით მეორედ აიღო იტალიელთა კარი. იტალიელებს 8 წუთი დაჭირდათ გონზე მოსასვლელად და 41-ე წუთზე პირლოს მოწოდებული კუთხური გოლად დანიელე დე როსიმ გარდაქმნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ემანუელე ჯაკერინის არ გაუმართლა და იაპონელთა კარი ძელმა იხსნა, თუმცა მეორე ტაიმის საწყის წუთებში მაინც მიაღწია საწადელს და მის ბრწყინვალე გარღვევას აცუტო უჩიდას ავტოგოლი მოჰყვა, 2:2 წონასწორობა აღსდგა. ჯაკერინის ტრიუმფიდან ორ წუთში სებასტიან ჯოვინკომ პენალტი გამოიმუშავა, რომლითაც “სუპერ მარიომ” იტალიელები წინ გაიყვანა. 69-ე წუთზე ენდოს საჯარიმოს პირველი ოკაზაკი მიწვდა და საკმაოდ ეფექტური თავურით წონასწორობა ისევ აღადგინა. მატჩში წერტილი “იუვეს” სკოლის ორმა აღზრდილმა დასვა, 86-ე წუთზე კლაუდიო მარკიზიომ ცარიელ კარში სებასტიან ჯოვინკოს გაატანინა გამარჯვების გოლი. შედეგად A ჯგუფში ნახევარფინალისტები ბოლო ტურამდე გახდა ცნობილი, ჯგუფის გამარჯვებულს კი 22 ივნისს 23:00 საათზე ბრაზილია და იტალია ერთმანეთში გაარკვევენ.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
89 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
trezegoli17
7 years ago

ხო მოიგო როგორც იქნა…მარა ტურქების,დ,შ მე!! მაროკო როგორ უნდა გიგედეს ტო

MAXSIMUS
7 years ago

ფორცა იუვე! ფორცა იტალია! ფორცა დელ პიერო! ფორცა ლიპი! :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

arseni
7 years ago

აუ ფრანგებს რა კარგი სასტავი ჰყავთ … კონდოგბია/ პოგბა / უმითითი

Di Francesco # 1
7 years ago

trezegoli17
ვის უგებს მაკედონია

arseni
7 years ago

ugebდა …. 5-1 მოუგო იტალიამ .. ალბათ ტრეზეგოლს დადებული ჰქონდა და თავიდან რომ გაუშვეს გაბრაზდა

arseni
7 years ago

ბუფონი / ბარძალი / ბონუჩი/კიელინი /

მაჯო/ …………………. დე შილიო /

მარკიზიო // მონტოლივო // აკვილანი //

დიამანტი ბალო ჯაკერინი

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

89
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<