ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ვინ შეცვლის პირლო? ვარიანტები დასახელდა”

ანდრეა ანიელი

იტალიური მედიისთვის მთავარი სალაპარაკო თემა იუვენტუსში არსებული საგანგაშო ვითარებაა.

ფაქტიურად ყველა გავლენიანი გამომცელობა მიიჩნევს, რომ მაესტროს ბოლო შანსი ნაპოლისთან მოახლოებული დაპირისპირებაა, რომელიც 7 აპრილს გაიმართება.

იმ შემთხვევაში თუ ტურინელები ჯენარო გატუზოს ბიჭებთან წარმატებას ვერ მიაღწევენ, მაშინ პირლოს კარისკენ მიუთითებენ ხოლო გუნდის გაძღოლას იგორ ტუდორს ანდობენ.

ეს დროებითი ცვლილება იქნება რადგან ზაფხულში ბიანკონერი მეტად გამოცდილ თავკაცს მოიწვევს და დღეისათვის ყველაზე კარგი შანსი მაქს ალეგრის გააჩნია.

ტოსკანელს ანდრეა ანიელისთან შესანიშნავი ურთიერთობა გააჩნია, განსხვავებით პარატიჩისგან და ნედვედისგან, რომლებსაც თავის დროზე შეშლილი მაქსის იუვედან წასვლის მთავარ ინიციატორებად მიიჩნევენ.

ალეგრის გარდა ზინედინ ზიდანის გვარიც გვესმის, მაგრამ ფრანგი გულშემატკივრებს რაოდენ ძლიერაც არ უნდა უნდოდეთ მისი რეალიდან წასვლა რთულად წარმოსადგენია.

სათადარიგო ვარიანტებად ისეთ ფიგურებსაც შევხვდებით როგორებიც არიან გასპერინი, სიმონე ინძაგი და ლუჩიანო სპალეტი.

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
16 days ago

საინტერესოა ვინ იქნება

juventino
juventino
16 days ago

სპალეტი იმედია ხუმრობაა…მაგის წარმატება მე არ მახსოვს და მასეთი მწვრთნელები კი ვიცით რამდენსაც აღწევდნენ.დელ ნერის გახსენებაც საკმარისია.ინტერესით მე ყველაზე მეტად ზიზუ მაინტერესებს რა თამაშს ათამაშებდა იუვეს.დანარჩენები მეტნაკლებად ყველა ვიცით რადგან იტალიაში მოღვაწეობენ.მარა ზიზუ იასნია მოითხოვს ტრანფერებს და კულუსევსკის მასეთი უკან პასების გამო ალბათ ზამენასაც არ აღირსებს!!

sergio
Sergi
16 days ago
Reply to  juventino

Spaletize 100% xar.aranairi warmatebustvis ar miugwevia.juventusia tu lacio bolo-bolo.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<