ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”კვარაცხელიას აგენტი იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდება”

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

სპორტმედიასეტის ცნობით ქართველ შემტევზე ბოლო ხანებში მიუჰენის ბაიერნი გააქტიურდა, თუმცა ბუნდესლიგის გრანდის გარდა საქმეში სხვა ჩემპიონატების წარმომადგებლებიც ფიგურირებენ.

ფეხბურთელის აგენტი მომავალ კვირას მილანს ესტუმრება, სადაც იუვენტუსის და მილანის ხელმძღვანელობას შეხვდება.

ბუნებრივია საუბრის თემა ხვიჩას მომავალია. აქამდეც ქვეყნდებოდა ინფორმაცია აპენინელთა მხრიდან მოთამაშისადმი ინტერესზე და ახლა როგორც ჩანს მხარეები საქმეზე გადადიან.

რუბინი მოთამაშეს 25 მილიონად აფასებს და არ აპირებს აღნიშნული ფასის შემცირებას. პირიქით, კვარაცხელიას სტაბილურად მაღალი დონის ასპარეზობის ფონზე საერთოდ არ უნდა გამოვრიცხოთ აღნიშნული ციფრის გაზრდაც..

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ზლატანი
ზლატანი
1 month ago

მინო რაიოლა უნდა ახლა ხვიჩას.

ბაქარი
ბაქარი
1 month ago

ვაა კომენტარის გარეშე

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<