ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ტურინში რევოლუცია დაიგეგმა”

ბეპე მაროტა

Gazzetta, Sky Sport, Tuttosport, Calciomercato და სხვა გავლენიანი აპენინური გამომცემლობები ტურინში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებენ.

მაქს ალეგრის დაბრუნებაზე უკვე ერთი კვირაა აქტიური საუბარი მიდის და ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით, ტოსკანელი მომავალ სეზონში იუვეს მწვრთნელის მოვალეობას დაუბრუნდება.

თუმცა, ცვლილებები ამით არ შემოიფარგლება..

მარჩელო ლიპის დაბრუნებაზეც უკვე ორი თვეა იწერება.. ყველასათვის ნაცნობი სპეციალისტი, ბიანკონერის რიგებში ტექნიკური დირექტორის ფუნქციას შეასრულებს.

დაბრუნებები ამით არ სრულდება – ჯუზეპე მაროტა იუვენტუსში გენერალური დირექტორის პოზიციაზე მშვენივრად მუშაობდა და ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თანამდებობიდან განთავისუფლება.

ბეპეს ტურინში მისვლის შანსებიც გაიზარდა, რადგან მასსა და ჯონ ელკანს შორის უკვე ორი თვეა კონსულტაციები მიმდინარეობს და მაროტას კვლავინდებურად გენერალური დირექტორის როლში უნდა ველოდოთ.

მაქს ალეგრის გარკვეული მოთხოვნები აქვს და ეს აქამდეც გავაჟღერეთ.. ტურინს პირლოსთან ერთად, დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდუც დატოვებს.. პაულო დიბალა კი დარჩება და ახალი პროექტი მის გარშემო განხორციელდება.. ეს მაქსის უშუალო მოთხოვნაა..

შეშლილმა ასევე სამწვრთნელო შტაბში ანდრეა ბარძალი იხმო და იტალიელი მცველი რომელიც ბიანკონერის ტიფოზერიაში დიდი სიყვარულით სარგებლობს, მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგამად, რადგან მას ალეგრის მიმართ ყოველთვის გააჩნდა თბილი გრძნობები.

კითხვის ნიშნებია პაველ ნედვედის და განსაკუთრებით ფაბიო პარატიჩის დარჩენაზე.. ანდრეა ანიელი კი დიდი ალბათობით მომავალშიც ბიანკონერის პრეზიდენტის ფუნქციებს შეასრულებს.

ასე რომ, უახლოეს პერიოდში სერიოზული რეკონსტრუქციას უნდა ველოდოთ.

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
7 days ago

ოღონდაც რა..ცხვარს დავკლავ..

ბაქარი
ბაქარი
7 days ago

ასეც უნდა იყოს

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<