ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია ესპანურ გამომცემლობებს პასუხობს

კრიშტიანო რონალდუ

ესპანური და ინგლისური მედია მთელი უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე, აქტიურად “ყვირიან”, რომ იუვენტუსი მთელ რიგ ვარსკვლავებს დაემშვიდობება.

მიზეზად მოახლოებულ კრიზის ასახელებენ, რომელიც მსოფლიოში არსებულ პანდემიას უკავშირდება.

თუმცა, იტალიური გამომცემლობა ტუტოსპორტი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ცნობებს.

კრიშტიანო ტურინში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და წასვლაზე არც კი დაფიქრებულა.

მისი მთავარი ამოცანა არის, იუვესთან ერთად ყველაფერი მოიგოს, რაც კი შესაძლებელია.

პორტუგალიელის გარდა, ხელშეუხებელთა რიცხვში შედიან როდრიგო ბენტანკური, მატეის დე ლიხტი და მერიჰ დემირალი. ბუნებრივია ანალოგიური ეხება კაპიტან ჯორჯო კიელინის.

ჰოლანდიელთან დაკავშირებით დიდი წნეხია.. რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მეტად აქტიურობენ..

თუმცა, რაც დრო გადის მატეისი მეტად რწმუნდება, რომ ტურინში გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან მისი უმთავრესი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მცველობაა და ამას სწორედ იუვენტუსში მიაღწევს.

საერთოდაც, ტურინელები დემირალი – დე ლიხტს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარ დაცვის დუეტად მიიჩნევს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<