ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია იუვენტუსის პრობლემებზე

ანდრეა პირლო

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიურ მედიაში ბიანკონერის ფიასკოზე სხვადასხვა სტატიები დაიწერა, სადაც ხან მწვრთნელს აბრალებენ ყველაფერს, ხანაც ფეხბურთელებს..

ასე მაგალითად Corriere პაულო დიბალას საკითხზე შემდეგ რამეს ამბობს:

“იქნებ დავფიქრდეთ, როდის გაჩნდა ეს პრობლემა? არგენტინელი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ფორმის პოვნას, მაგრამ უკვე დიდი ხანია სულ უფრო და უფრო შორდება მეტოქის საჯარიმოს.. დაიკარგა ტრეკუარტისტას როლში და ამას დანახვა ჭირდება..”

Gazzetta ფოკუსირებას კრიშტიანო რონალდუზე ახორციელებს:

“იუვენტუსი ჯერ კიდევ არასდროს ყოფილა ასე ვინმეზე დამოკიდებული.. ალეგრის პერიოდშიც მაქსი ცდილობდა პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რაც ასე თუ ისე გამოდიოდა..

მაურისიო სარის პერიოდიდან დაწყებული, პორტუგალიელი თითქოს ფუნდამენტური მნიშვნელობის გახდა.. ანუ ვგულისხმობთ მის მოედანზე აუცილებელ ყოფნას თითოეულ მატჩში.. იქნება ეს ცენტრალური თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი..

ანდრეა პირლოს განცხადებამ ცეცხლზე ნავთი დაასახა, როდესაც აღნიშნა რომ კლუბში მენტალურად ჩემპიონი და ლიდერი არცთუ ისე ბევრია. რონალდუს საკითხი გადასაჭრელია და გუნდმა ბალანსი უნდა იპოვოს.. ეს მწვრთნელის საქმეა!”

La Stampa დიბალას დაუბრუნდა:

“პაულო.. მოთხოვნები გასაგებია მაგრამ ის ძალიან შორს არის იმ დიბალასგან, რომელსაც პოტენციურად ამ ანაზღაურების მოთხოვნის სრული საფუძველი ქონდა. 

არგენტინელი უნდა ჩამოყალიბდეს საკუთარ არჩევანშიც და დროულად გაათვითცნობიეროს რა ვალდებულებებიც ამ ეტაპზე გააჩნია.. მის ასაკში ის ჯერ კიდევ შეუმდგარი სუპერ ვარსკვლავია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს”

Sportmediaset -ი უშუალოდ პირლოზე აკეთებს აქცენტს:

“სამ ისეთ გუნდთთან დაიკარგა ქულები, რომლებთანაც მოგება ამ შემადგენლობით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და არც კრიშტიანო რონალდუა ამის მისაღწევად საჭირო.

პირლოს უჭირს სტაბილურობის შენარჩუნება.. ეს არის ამ იუვენტუსის ყველაზე დიდი პრობლემა და გასულმა ფრემ გარკვეული საგანგაშო ზარების ხმა გააჟღერა და ტურინში უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ კლუბმა მისი მოწვევით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო..”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
5 months ago

მორატა რომ არ მოეყვანათ ბოლო მომენტში, სკუდეტოს შანსი ფაქტიურად არ გვექნებოდა.

ბაქარი
ბაქარი
5 months ago
Reply to  maradona73

არ ვიცი ამ თამაშით წელს რმელი ტიტულის შანსი გვაქ საერთოდ

maradona73
maradona73
5 months ago

კრიშტიანოს არ ყოფნა არაფერ შუაშია, ვინაიდან მორატა კარგად შეუძლია მისი ჩანაცვლება, თან კიეზაც დავიმატეთ ფლანგზე სათმაშოდ.

პრობლემა უფრო უბურთოთ გადაადგილებშია ალბათ, გუნდის მობილურობაში.

სწრაფი გააზრებული კონტრშეტევების განხორციელება ძალიან უჭირთ, როცა მოწინააღმდეგე აქტიურ პრესინგს მიმართავს, თან ასეთ გაჭირვებულ გუნდებთან.

ბარსელონასთან წაგებაც ძალიან სამარცხვინი იყო.

მადლობა დავით, რომ ოპერატიულად გვამარაგებ ასეთი საინტერესო მასალებით.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<