ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია რუგანიზე და პერინზე..

დანიელე რუგანი

სხვადასხვა იტალიური წყარო იუვენტუსიდან შესაძლო წამსვლელებზე ინფორმაციებს აქვეყნებენ..

მარიო მანჯუკიჩთან და მარკო პიაცასთან დაკავშირებით უკვე წაიკითხავდით ინფორმაციას, რომელიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა.

ახლა ჯერი მატია პერინზე და დანიელე რუგანიზეა..

იტალიელი კარის დარაჯის ტურინული თავგადასავალი წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა..

გადმოსვლის წამიდან, მას მცირედი სათამაშო დრო ეძლეოდა, ხოლო როდესაც ერთი ფეხით პორტუგალიურ ლიგაში გადადიოდა სათამაშოდ, სამედიცინო შემოწმების დროს მხრის ტრავმა აღმოუჩნდა და მოედანს დიდი ხნით დაემშვიდობა.

რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ ახლა გუნდში ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების შემდეგ, არა მეორე არამედ მესამე მეკარის რანგით იმყოფება..

აქედან გამომდინარე, პერინის წასვლა უახლოეს პერიოდშივე ყველაზე მოსალოდნელია. არაერთის საინფორმაციოს ცნობით, მატია კარიერას კვლავინდებურად ჯენოაში გააგრძელებს, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.. 

თავდაპირველად ტრანსფერს არენდის სახე ექნება, ხოლო სეზონის ბოლოს გენუელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

მაურისიო სარის იუვეში მოსვლის დროს დანიელე რუგანი იმედიანად იქნებოდა განწყობილი, რადგან სწორედ მისი ხელმძღვანელობით ემპოლიში იტალიელი მცველი საუცხოოდ ირჯებოდა და კაპიტნის სამკლაურსაც დამსახურებულად ატარებდა.

თუმცა, ერთია მოლოდინი და მეორეა რეალობა.. დანიელეს მოედანზე მიზერულად უწევს გამოსვლა და მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია..

რომ არა ჯორჯო კიელინის სერიოზული ტრავმა, შესაძლოა რუგანი უკვე სხვა კლუბშიც ყოფილიყო, მაგრამ ჯორჯონეს დაშავებამ მისი დაყოვნება გამოიწვია. 

გუნდის კაპიტნის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით ვითარდება და წესით მალე დასრულდება, აქედან გამომდინარე დანიელეს წასვლას წინ აღარაფერი უდგას.

ინგლისური მედიის ცნობით, მისი სამსახურით ლესტერი დაინტერესდა და არაა გამორიცხული, სულ მალე რუგანი პრემიერ ლიგაში ვიხილოთ..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

5
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
5 Comment authors
რ ე ა ლ ი ს ტ იBianconeri.10Del_PieroცრუღმერთიBeso_nakasha Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მართალია, წასვლაცაა და წასვლაც, მაგრამ მარიო ასეთ წასვლას ნაღდად არ იმსახურებდა :(

Bianconeri.10
სტუმარი
Bianconeri.10

mario ra prochulad gaushves )) da vabshe zaan mouxshires,delpieros da markizios ar unda agdebde gundidan,ar ekadreba juves ))

Del_Piero
სტუმარი
Del_Piero

ეჰ არ ეკუთვნოდა მარიოს ასე გაშვება გუნდიდან. :(

ცრუღმერთი
სტუმარი
ცრუღმერთი

წავიდა მარიო

Beso_nakasha
სტუმარი
Beso_nakasha

პოგბაზე იწერება და ნეტა მართალია!?
60 მლ და ჯანიო მართლაც კარგი იქნება სიმართლე რო იყოს