ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებით

Alianz Stadium

რამდენიმე გავლენიანმა იტალიურმა წყარომ, ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

იტალიაში სახელისუფლებო ორგანოები ბლოკადას 3 მაისამდე ახანგრძლივებენ და შედეგად, გუნდებს 4 მაის უკვე შეუძლიათ სავარჯიშო პროცესის განახლება.

აპენინებზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კლების დინამიკით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია გარკვეულ ოპტიმიზმს იძლევა, რომ თამაშები მართლაც განახლდება.

უფრო მეტიც, კლუბებს სურთ სპეციალური თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს, რომ 27 აპრილს ფიზიკური და სამედიცინო ტესტებისთვის, მოთამაშეები ბაზებზე შეკრიბონ.

მათი თქმით, ასე უფრო შეძლებენ მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლებას და სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებას.

იმ შემთხვევაში თუ კი ყველაფერი დაგეგმილ ვადებში დაიწყო, მაშინ ჩემპიონატი 30-31 მაისს განახლდება..

არის გეგმა, რომ ტური ყოველ მესამე დღეს გაიმართოს და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ სერია ა ივლის დასრულდება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას..

უეფას აქვს კონკრეტული ინიციატივა, რომ გაიმართოს ოთხთა ფინალი ან რვათა ფინალი.. ნეიტრალურ ლოკაციაზე და ის ვინც წარმატებას მიაღწევს, შესაბამისი ტურნირის გამარჯვებულიც გახდება.

ევროპული საფეხბურთო მმართველისთვის, ახლა პრიორიტეტული შიდა ჩემპიონატებია, რადგან კლუბებს უფრო მეტი მანძილის დაფარვა, სწორედ აქ უწევთ..

აქედან გამომდინარე, საკლუბო ტურნირებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ..

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გაუქმდება.. უბრალოდ მათი ვადები და ფორმატი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.

იტალიის თასი კი შესაძლოა მომავალ სეზონამდე გადაიდოს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<