ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემანია – ალეგრის დაცვა და კონტრშეტევა

მაქს ალეგრი

შემადგენლობიდან გამომდინარე ვინმე იფიქრებდა, რომ იუვენტუსი ასეთ სტილში იასპარეზებდა? როდესაც შენ ორი წამყვანი ფორვარდი გაკლდება დიბალას და მორატას სახით, რთულია ისეთივე მწვავე იყო კონტშეტევებზე, როგორც გუშინ გუნდმა იმოქმედმა..

პირველ რიგში მაქსის ამოცანა იყო ეჩვენებინა ჩელსისთვის თუ როგორ კარგად და ორგანიზებულად იცავდა იუვე თავს.. მათ მალევე აგრძნობინეს, რომ დღეს იტალიური გრანდის კარს ასე მარტივად ვერ აიღებდნენ..

არისტოკრატებმა და მისმა შემტევმა ხაზმა, რომელიც უდაოდ ძლიერია და ამას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსი ხაზს მკაფიოდ უსვამს, ეს მალევე გაითავისეს..

ამის შემდგომ მაქსმა ფეხბურთელებს იერიშების სწრაფი წარმართვა უბრძანა და კიეზას მეთაურობით დავალებას თავი კარგად გაართვეს.. ბერნარდესკი ცრუ ცხრიანზე მოგვევლინა, რომლის რეინკარნაცია ვიხილეთ! ორმა ფედემ ბრიტანელებს სისხლი გაუშრეს და მეორე ტაიმის დასაწყისში ჭადრაკის დაფაზე შაჰი და მატი ერთდროულად გაუკეთეს!

ეს იყო ის ანგარიში, ის რეალობა რომელიც მაქს ძალიან მოწონს.. იყო ეპიზოდები, სადაც გუნდი რისკზე მიდიოდა მაგრამ ამის გარეშე რთულია.. მეორეს მხრივ რაიმე ფენომენალური ჩელსის არ შეუქმნია.. არ კი არა ვერ, რადგან მინდორზე მალევე კიელინი გამოჩნდა, რომელიც ფეხბურთელებისთვის ერთგვარი შეტყობინება გახდა – ვიხევთ უკან..

თუმცა, ეს ისე არ გაიგოთ თითქოს მეტოქის კარზე არ ფიქრობდნენ.. რაც დრო გადიოდა ჩელსი მეტი ძალებით გადადიოდა, რაც იუვენტუსის ფეხბურთელებს ხელ-ფეხს უხსნიდა.. გოლის შემდეგაც ტურინელებს ქონდათ მომენტები და მწვავედ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე.. მომენტებსაც ქმნიდნენ და ტუხელს გაფოცებულს ამყოფებდნენ.

ასე რომ მაქსმა საკუთარი იდეები ასეთი რანგის მატჩში ფეხბურთელებს ზედმიწევნით კარგად აუხსნა! მისთვის შოუ არაფერია.. იგი იუვენტუსის თავკაცია და აქ გამარჯვების გარდა ფასი არაფერს აქვს.. მან ეს კარგად იცის და ახლა მთავარია მოთამაშეებს ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოუკეთოს.. აჩვენოს, რომ მათ სოლიდურობა ძალუძთ და დამშვიდებულზე, ხარისხსაც მიხედავს..


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vakho
Vakho
17 days ago

მართლა კარგი შეხვედრა ჩაატარა გუნდმა. რაბიო უნდა მოხოდოს ალეგრიმ, სულ მაგის პოტენციალზე ლაპარაკობს. ბენტანკურს უკვე ეტყობა მაქსის დაბრუნება, უმატებს ნელ-ნელა. ლოკატელიც ასევე. არტურიც დაბრუნდება და დალაგდეს ნახევარდაცვა იქნებ, მთავარი ეგაა.

მოკლედ იგრძნობა ალეგრის ხელი, ახლოვდება დომინანტი იუვეს დაბრუნება ;)

P.S დე ლიხტი ძაან მაღალი დონეა, დააკვირდით მაგის მოძრაობებს და გადაწყვეტილებებს ბურთით ან უბურთოდ… 22 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ტოპ ცენტრალური მცველია და რაის გაყიდვა, ეგ უნდა გამოირიცხოს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x