“იუვემ” “არსენალის” 30 მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრა
იტალიური პრესის მტკიცებით, “იუვენტუსმა” ლონდონის “არსენალის” გრანდიოზულ შეთავაზებას უარი უთხრა.
კერძოდ, მეთოფეებმა ტურინელებს 30 მილიონი ევრო შესთავაზეს დანიელე რუგანის სანაცვლოდ, მაგრამ “იუვენტუსი” აცხადებს, რომ რუგანის განიხილავს როგორც გუნდის და იტალიის ნაკრების დაცვის მომავალს და არ სურს მასთან განშორება.
წყარო: Football Italia
ამას და დეშილიოს იმენა ხუთოსანი მოსწავლის სახეები აქვთ, აი პატიოსანი არანაირი აგრესია არ ჩანს, არადა მცველს ცოტა ცივ სისხლიანი გამოხედვა უნდა ჰქონდეს

ბრავო რუგანიიი

გრანდე რუგანი, ეს საიცარი მცველი დადგება, ლეო გრძელ პასს და ფინტებს, ბარძალი კონცენტრირებულობას და კიელინი მეტ საფეხბურთო აგრესიას ასწავლიან
უბრალოდ შეუძლებელია ასეთი მასწავლებლების ფონზე დაცვის ვუნდერკინდად არ იქცე, ფორცა რუგანი
