ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი ფორვარდი დაიმატოს

ჯანლუკა სკამაკა

22 წლის ჯანლუკა სკამაკა რომელიც დღეისათვის ჯენოას ღირსებას იცავს, ძალზედ ახლოს არის ტურინულ გრანდში გადასვლასთან.

იუვენტუსი მეოთხე ფორვარდის ძიებაშია, მითუმეტეს პაულო დიბალას 20 დღიანმა ტრავმამ გუნდს ბაზარზე გასვლის აუცილებლად კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა.

არსებული ფინანსური სირთულეების გამო, რომელიც პანდემიის გამო არის შექმნილი, ბუნებრივია კლუბები ბიუჯეტს მაქსიმალურად უფრთხილდებიან.

აქედან გამომდინარე შედგა საუბარი ფაბიო პარატიჩსა და ჯოვანი კარნევალეს შორის. საქმე იმაშია, რომ სკამაკა სასუოლოს საკუთრებაა და გენუელებთან არენდით ირჯება.

კარნევალი თავის მხრივ არაა წინააღმდეგი ფორვარდი დათმოს, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით არაა გამორიცხული საქმე 22 მილიონამდე ავიდეს სხვადასხვა პუნქტების ამოქმედებით.

ალტერნატივა? იუვე და სასუოლო ყოველთვის საუბრობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.. ამჯერად ასეთი რუმინელი მცველი დრაგუსინია. ტანმაღალი მოთამაშე, რომელიც ანდრეა პირლოს ეპოქაში გამოჩნდა სხვა პრიმავერას მოთამაშეებთან ერთად.

ტურინს მისი საბოლოოდ დაკარგვა ნამდვილად არ უნდა და ამიტომაც განიხილავს განსხვავებულ ფორმულებს.

თავად აპენინური მედია ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკებებს და წესით, ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

პარალელურად არ წყდება საუბარი არკადიუშ მილიკზეც.. პოლონელს უკვე არაერთი სატრანსფერო ფანჯარაა რაც ტურინში ამაოდ ელიან.. წესით ეს საგა ზაფხულში მაინც უნდა დასრულდეს, როდესაც მილიკი თავისუფალი აგენტი გახდება და წესით იუვეში გადაბარგდება..

თუმცა, ბიანკონერი არ კარგავს იმედს, რომ ახლავე შეძლებს მის დამატებას.. ნაპოლის ბოლო შანსი აქვს რაიმე თანხა მაინც გამოიმუშავოს და ვნახოთ, შექმნილი კრიზისული სიტუაცია იმოქმედებს თუ არა აურელიო დე ლაურენტისზე.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
12 days ago

ინტერი უნდა მოი**ნას აუცილებლად, მაგაზე 2 აზრი არ არსებობს.

ლიშბი კიეზა და მეკენი ივნენ თამაშში.

დანარჩნებთან სხვა იგროკებითაც გავქაჩავთ, ღრმა სკამი გვაქვს ნამდვილად.

batumski
batumski
12 days ago
Reply to  maradona73

კიეზას და მაკენის ტრავმები საბედნიეროდ არ გამოდგა სერიოზული,დიდი ალბათობით ინტერთან მზად იქნებიან..

maradona73
maradona73
12 days ago

ეს დაბო რომ ვიყიდეთ ნანტიდან, იქნებ დაწეროთ რამე ვინაა, რას წარმოადგენს, რაში გვირდება?

ერთი ეგ ვიცი რომ 21 წლისაა და ვინგერი, დალშე ………..

batumski
batumski
12 days ago
Reply to  maradona73

დაბო,19 წლის,შემტევი ნახევარმცველი,იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით,აქვე იუვე23 წლამდელთა გუნდში პრაქტიკის მისაღებად..

juventino
juventino
12 days ago

ბაზარი არაა.მილიკი იუვეში საერთოდ გაქრება.არაფერი განსაკუთრებული არაა ამხელა თანხად რო ღირდეს.დეპაის მიაწვნენ მაქსიმალურად ან ატალანტას ზაპატას.მაგარი ბიჭია

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
12 days ago

ამ მილიკს მე პირადა ვერ ვუმუღამებ რა არასდროს არ მომწონდა

maradona73
maradona73
12 days ago

სკამაკას ტრანსფერი მირცევნია აშკარად მილიკისას.

ბოლოს როდის ითამაშა და გაიტანა გოლი მილიკმა ნაღდად აღაღ მახსოვს, ტრმვიანია ძალიან.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

7
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<