“იუვენტუსისა” და სკუადრა აძურას თანაცხოვრება
იტალიის ნაკრების ისტორია ითვლის უკვე 100 წელზე მეტს. ამ ხნის მანძილზე (2011 წლის ივლისის ჩათვლით) ნაკრებმა ჩაატარა 716 მატჩი (384-191-141, ბურთები 1262:716). პრაქტიკულად დროის ნებისმიერ მომენტში “იუვენტუსის” ფეხბურთელები თამაშობდნენ მთავარ როლს იტალიის ეროვნულ ნაკრებში . მსოფლიოს არცერთი ჩემპიონატის და არც ევროპის, რომელშიც მონაწილეობდა იტალია, არ ყოფილა “იუვენტუსის” ფეხბურთელების გარეშე. პრაქტიკულად ყველა რეკორდი და ინდივიდუალური მიღწევები ეკუთვნით “ბებერი სინიორას” ფეხბურთელებს. შევეცადოთ გადავხედოთ საუკუნოვან ისტორიას იტალიის მთავარი გუნდისა, “იუვეს” გულშემატკივრის თვალით!…
მეკარე ჯოვანი ჯაკონე – პირველი ფეხბურთელი, რომელმაც წარმოადგინა იუვენტუსი ნაკრებში. 1920 წლის 28 მარტი, მან ითამაშა ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ (0:3). თითქმის 10 წლის მანძლზე სკვადრა აძურაში არ იყო იუვეს წარმომადგენელი (პირველი მატჩი იტალიის ნაკრებმა ითამაშა 1910 წლის 15 მაისს).
მინდვრის მოთამაშეთაგან, პირველი, ვინც ბებერი სენიორადან მოხვდა ნაკრებში იყო მცველი ანტონიო ბრუნა. მისი დებიუტი სკვადრა აძურაში შედგა ჰოლანდიასთან მატჩში (1:1).
პირველი იუვენტუსური გოლი ჩაიწერა პიო ფერარისამ, რომელმაც 89-ე წუთზე იტალიელებს მოუტანა გამარჯვება ბელგიელებთან მატჩსი – 3:2. მატჩის მსვლელობისას აძურა აგებდა 0:2-ს, მაგრამ ბოლო ბოლო მაინც შეძლეს გამარჯვება სტუმრად. 90-ე წუთზე იტალიის მეკარემ კამპელიმ მოიგერია პენალტი.
იუვეს ფეხბურთელებიდან, ვისაც უთამაშია იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა დინო ზოფმა – 93 (სულ 112). შემდეგ კი მოდის ალესანდრო დელ პიერო – 91 (ყველა იუვეს სახელით). შემდეგია ჯიჯი ბუფონი – 85 (105), მარკო ტარდელი – 80 (81) და გაეტანო შირეა – 78 (78).
ყველაზე მეტი გოლი აძურაში იუვენტუსის სახელით გაიტანა ალესანდრო დელ პიერომ – 27 (სულ 27). მას მოყვებიან: რობერტო ბაჯო – 19 (27), რობერტო ბეტეგა – 19 (19), ფილიპო ინძაგი – 15 (25), რაიმუნდო ორსი – 13 (13), პაოლო როსი – 13 (20) და ჯოვანი ფერარი – 10 (14).
სულ 131 ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ნაკრებში იუვენტუის სახელით, უახლოეს მდევარ ინტერს კი ნაკრებში ყავდა ზუსტად 100 წარმომადგენელი.
ბებერი სენიორას წარმომადგენლების მიერ ნაკრებში ნათამაშები მატჩების რაოდენობაა 1994 ხოლო მათი მდევარის ინტერის კი – 1353.
50 ბიანკონერს აქვს გატანილი გოლი ნაკრების მაისურით, მათი მდევარი ინტერის მაისურით კი – 41.
250 გოლი გაიტანეს იუვენტუსელებმა (საიუბილეო 250-ე გოლი გაიტანა ალესანდრო მატრიმ), ინტერის იმ ფეხბურთელებს კი ვისაც უთამაშიათ ნაკრებშ სულ გატანილი აქვთ 203 გოლი.
ვირჯინიო როზეტა გახდა პირველი წარმომადგენელი ვინც ჩაიბარა ნაკრების კაპიტნის სამკლაური (3 მარტი 1929 წელი, იტალია– ჩეხოსლოვაკია 4:2).
იუვენტუსის 23 ფეხბურთელი იყო კაპიტნად სკვადრა აძურაში, ხოლო ინტერისა 18.
217 მატჩში იტალიელთა კაპიტანი იყო იუვენტინო, ხოლო 183 მატჩში ინტერისა.
25 «ჯოკერული» გოლი (შეცვლაზე გამოსვლის შემდეგ) 92-დან გაიტანეს იუვენტუსელებმა, უკანაკნელი არის ალესანდრო მატრის ანგარიშზე.
ბიანკონერთა ანგარიშზეა ორი პოკერი (4 გოლი ერთ მატჩში, ერთი ფეხბურთელის მიერ გატანილი) ექვსიდან სკვადრა აძურას ისტორიის მანძილზე. ეს ორი ფეხბურთელია ომარ სივორი და რობერტო ბეტეგა.
სულ 2 ჰეთთრიქია 26-დან იუვენტუსელთა ანგარიშზე და ორივე პაოლო როსის მიერ გატაინლი. (1982 და 1984 წლები).
ყველაზე გრძელი ბომბარდირული სერია იუვეს ფეხბურთელებიდან არის – 5 გოლი 5 მატჩში (სალვატორე სკილაჩი, 1990 წელი). სკვადრა აძურას რეკორდი კი ეკუთვნის ტორინოს ფეხბურთელს ადოლფო ბალონჩერის (7 გოლი 6 მატჩში, 1928 წელი).
ექვსიდან ოთხი სერია მეკარეებისა ეკუთვნის იუვენტუსის ფეხბურთელებს. საუკეთესო სერია არის დინო ძოფის აქტივში– 1143 წუთი ზედიზედ გოლისგ აუშვებლად (1972 – 1974 წლები). მესამე და მეოთხე სერია არის ანჯელო პერუცის აქტივში – 620 წუთი (1996 – 1997 წლები) და 574 წუთი (1997 – 1998 წლები). და მეექვსე პოზიციაზეა ჯიჯი ბუფონი – 502 წუთი (2002 – 2003 წლები).
იუვენტუსის მეკარეების აქტივშია 12-დან სამი მოგერიებული პენალტი მატჩის დროს (ორი მოიგერია ჯიჯი ბუფონმა და კიდევ ერთი ჯამპიერო კომბიმ).
იუვეს პასივში, პირველი გაძევება ეროვნული ნაკრებიდან – გამოირჩა პიეტრო რავა (3 აგვისტო 1936 წელი, აშშ – 1:0).
ორიუნდებიდან ყველაზე მეტი მატჩი ეროვნულ ნაკრებში იუვენტუსის შემადგენლობიდან ითამაშა მაურო კამორანეზიმ – 55 (2003 – 2010 წლები). მეორე შედეგი აქვს აგრეთვე იუვენტუსელს – რაიმონდ ორსის – 35 (1929 – 1935 წლები).
6 საიუბილეო გოლი, იტალიი ნაკრებში გატანილი ეკუთვნის იუვეს ფეხბურთელებს. მე-200-ე გოლი გაიტანა რაიმუნდო ორსიმ, მე-400-ე ერმეს მუჩინელიმ, მე600ე – პიეტრო ანასტაზიმ, მე-800-ე – პაოლო როსიმ, მე-900-ე – სალვატორეს სკილაჩიმ, ხოლო მეათასე გოლი არის კრისიტან ვიერის ანგარიშზე.
იუვენტუსის ორი ფეხბურთელი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების სახელით – მცველები ალფრედო ფონი და პიეტრო რავა (1936 წელი).
ბებერი სენიორას სამი წარმომადგენელი გახდნენ ევროპის ჩემპიონები სკვადრა აძურას რიგებიდან – მცველები ერნესტო კასტანო და ალესანდრო სალვადორე და ნახევარმცველი ჯანკარლო ბერჩელინო (1968 წელი).
22 იუვენტუსელი გახდა მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრების სახელით.
ცხრა ფეხბურთელი 1934 წელს: ჯამპიერო კომბი (მეკარე), ვირჯინიო როზეტა (მცველი), უმბერტო კალიგარისი (მცველი), ლუის მონტი (ნახევარმცველი), ლუიჯი ბერტოლინი (ნახევარმცველი), მარიო ვარლენი (ნახევარმცველი), ჯოვანი ფერარი (თავდამსხმელი), რაიმუნდო ორსი (თავდამსხმელი), ფელიჩე ბორელი (თავდამსხმელი).
ორიც 1938 წელს: პიტერო რავა და ალფრედო ფონი, ორივე მცველი.
ექვსი ფეხბურთელი 1982 წელი: დინო ძოფი (მეკარე), ანტონიო კაბრინი (მცველი), გაეტანო შირეა (მცველი), კლაუდიო ჯენტილე (მცველი), მარკო ტარდელი (ნახევარმცველი), პაოლო როსი (თავდამსხმელი).
ხუთი ფეხბურთელი 2006 წელს: ჯიჯი ბუფონი (მეკარე), ფაბიო კანავარო (მცველი), ჯანლუკა ძამბროტა (მცველი), მაურო კამორანეზი (ნახევარმცველი), ალესანდრო დელ პიერო (ტავდამსხმელი).
სკვადრა აძურას ორ მატჩში მოხდა, რომ შემადგენლობაში იყო იუვენტუსის 9 ფეხბურთელი. პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 22 ოქტომბერს 1933 წლისა. ბუდაპეშტში იტალია ეთამაშებოდა უნგრელებს 1:0. ბებერ სენიორას ამ მატცში წარმოადგენდნენ: ჯამპიერო კომბი, ბირჯინიო როზეტა, უმბერტო კალიგარისი, ლუის მონტი, ლუიჯი ბერტოლინი, რენატო ჩეზარინი, ფელიჩე ბორელი, ჯოვანი ფერარი და რაიმუნდო ორსი. ერთადერთი გოლი ამ მატჩისა გაიტანა იუვენტინიმ – ცენტრფორვარდმა ფელიჩე ბორელიმ.
მეორეჯერ იუვეს 9 ფეხბურთელი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა 45 წლის შემდეგ 1978 წლის 21 ივნისს. ამჯერად იტალიელებმა წააგეს მატჩში ჰოლანდიასთან 1:2. ძირითადში იმ მატჩში გამოვიდნენ: დინო ძოფი, ანტონელო კუკურედუ, ანტონიო კაბრინი, კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, რომეო ბენეტი, ფრანკო კაუზიო, მარკო ტარდელი და რობერტო ბეტეგა
მაგრამ 9 ფეხბურთელი იტალიის ნაკრებში ერთი კლუბიდან არ არის რეკორდი. 1947 წლის 11 მაისს ტურინში, უნგრეთის წინააღმდეგ მატჩში, იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა ლეგენდარული ტორინოს 10 ფეხბურთელი (!). ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც წარმოადგენდა იუვენტუსს იყო მეკარე ლუჩიდო სენტიმენტი. მატჩი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2. სკვადრა აძურამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა 90-ე წუთზე.
კდიევ ერთხელ მოხდა რომ 9-ჯერ მოხდა რომ იუვენტუსის 8 ფეხბურთელი წარმოადგენდა იტალიის ნაკრებს. 21-ჯერ კი 7 იუვენტინო იყო ნაკრების შემადგენლობაში ერთდროუალდ. და 34-ჯერ კი 6.
ყველაზე გვიან გოლს იტალიის ნაკრების ისტორიაში არ ჩაუვლია იუვენტუსის გარეშე. 120-ე წუთზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა ალესანდრო დელ პიერომ. ის შევიდა შეცვლაზე.
იუვეს წარმომადგენლებს ეკუთვნით კიდევე რთი რეკორდი – 15 მატჩი ერთ კალენდარულ წელიწადში ეროვნულ ნაკრებში. ასეთი ფეხბურთელი არის სამი: ჯიჯი ბუფონი და ფაბიო კანავარო 2006 წელს და დინო ბაჯო 1994 წელს. მართალი სურათს აფუჭებს ის ფაქტი, რომ წლის მეორე ნახევარი დინომ გაატარა პარმას შეამდგენლობაში.
უნიკალური მიღწევა ეკტვნის კიდევ ერთ იუვენტინოს. კლაუდიო ჯენტილემ მიიღო მოანწილეობა 54 მატჩში ზედიზედ (1977 – 1982). ასეთივე მაჩვენებელი აქვს ინტერელ ჯაჩინტო ფაკეტსი (1965 – 1972). ერთი მატჩით ნაკლები მოახერხა იუვეს გაეტანო შირეამ (1977 – 1982). ეს მაჩვენებლები შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ვხედავთ თუ როგორ იცვლება მატჩიდან მატჩამდე შემადგენლობანაკრებისა. XXI საუკუნეში იყო მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა ზედიზედ 20-ზე მეტჯერ მოახერხა ნაკრებში თამაში და ეს იყო ფაბიო კანავარო რომელმაც ზედიზედ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. (1999 – 2000).
130 მატჩის, განლავლობაში ზედიზედ (1972 – 1986 წლები) სკვადრა აძურას შემადგენლობაში იყო ერთი მაინც იუვენტინო.
როგორც ვხედავთ წლები მიდის, იცვლება ეპოქები, მწვრთნელები, ტაქტიკური სქემები, თამაშის წარმართვის ტაქტიკა, ხოლო იუვენტუსი რჩება იტალიის ნაკრების საბაზო გუნდად. ეხლა კი, როდესაც ბებერი სენიორა განიცდის სერიოზულ პრობლემებს და კრიზის, აძურა მაინც სწორედ იუვენტინების ეყრდნობა. ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯიო კიელინი, ანდრეა პირლო, ანდრეა აბრძალი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, ალესანდრო მატრი, ფაბიო კვალიარელა დაა.შ. ეს თითქმის მთელი შეამდგენლობაა. დავამატოთ კიდევ ის ფეხბურთელები ვინც მანამდე ითამაშა
(ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, ვიჩენცო იაკინტა და ალესანდრო დელ პიერო) და მივიღებთ სრულფასოვან ძირითად შემადგენლობას გუნდისა. საერთო ჯამში ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ნაკრებში ნათამაშები აქვთ 450-ზე მეტი მატჩი და გატანილი აქვთ 50-ზე ემტი გოლი.
მარცხების შემდეგ ყოველთვის მოდის გამარჯვებები. საჭიროა ცოტა მოთბინება. უგულშემატკივრეთ იუვენტუსს და სკვადრა აძურას, გჯეროდეთ გამარჯვების და ისინი აუცილებლად მოვა. Forza, Italia! Forza, Juve!
კაი სტატიაა გაიხარე
კარგი სტატიაა ძალიან მომეწონა მხოლოდ ერთს დავამატებ იუვენტუსელს მსოფლიო ჩემპიონობა სულ 24 ფეხბურთელმა მოიპოვა ეს კი რეკორდია ასევე ყველაზე მეტი კაპიტანიც იუვენტუსელი იყო მსოფლიოჩემპიონი კომბი-1934, ძოფი-1982, ფ.კანავარო-2006 ერთი გუნდიდან 9 მსოფლიო ჩემპიონი ჯერ არავის ყოლია აი ისინიც
1) იუვე-9 კაცი (1934).
2) ნასიონალი ურუგვაი-8 (1930).
3) პენიაროლი ურუგვაი-8 (1950).
4) ბარსელონა-7 (2010).
5) ბაიერნი-6 (1974).
6) იუვე-6 (1982).
7) ბაიერნი-6 (1990).
მაგის დასამატებლად შემოვედი სხვათაშორის სამეულშია ინტერიც