რობერტო ბეტეგა
რობნერტო ბეტეგა დაიბადა ტურინში 1950 წლის 27 დეკემბერს . ახალგაზრდობა გაატარა იუვეს პრიმავერაში , 19 წლის ასაკში კი არენდის წესით 1 სეზონი მოკრძალებულ კლუბში დაჰყო რომელსაც ვარეზე ეწოდებოდა . ეს გუნდი სერია ბ-ში თამაშობდა იმ ხანობას . იქ რობერტო შეხვდა ეხლა უკვე ლეგენდარულ მწვრთნელ ნილსონ ლინდჰოლმს . იმ დროს ლინდჰოლმა ბეტეგაზე შემდეგი განაცხადა :
იგი აერთიანებს ბრწყინვალე ფიზიკურ აღნაგობასა და ტექნიკას , ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე და ორივე ფეხს ერთნაირად ძლიერად ფლობს . მას ახლა ცოტა გამოცდილება აკლია და უკვე ამის შემდეგ ის ნებისმიერი დაცვის რისხვა გახდება .
რობერტო ბეტეგა
თარიღი და დაბადების ადგილი : 27 დეკემბერი 1950 წლის . ქალაქი ტურინი (იტალია)
ამპლუა – ფორვარდი
სიმაღლე – 184 სმ
წონა – 77 კილო
კარიერა : ვარეზე
იუვენტუსი ( 1970 – 1983 )
დებიუტი იუვეში : 1970 წლის 30 აგვისტოს მატჩში ვერონასთან
იტალიის ჩემპიონი : 7-ჯერ ( 1972 , 1973 , 1975 , 1977 , 1981 , 1982 – იუვენტუსი )
იტალიის თასი : 2 ჯერ ( 1979 , 1983 – იუვენტუსი )
უეფას თასი – 1 ( 1977 – იუვენტუსი )
პირადი ჯილდოები :
საუკეთესო ბომბარდირი სერია ა-ში : 1 ( 1980 – იუვენტუსი ) ( 16 გოლი )
რობნერტო ბეტეგა დაიბადა ტურინში 1950 წლის 27 დეკემბერს . ახალგაზრდობა გაატარა იუვეს პრიმავერაში , 19 წლის ასაკში კი არენდის წესით 1 სეზონი მოკრძალებულ კლუბში დაჰყო რომელსაც ვარეზე ეწოდებოდა . ეს გუნდი სერია ბ-ში თამაშობდა იმ ხანობას . იქ რობერტო შეხვდა ეხლა უკვე ლეგენდარულ მწვრთნელ ნილსონ ლინდჰოლმს . იმ დროს ლინდჰოლმა ბეტეგაზე შემდეგი განაცხადა :
იგი აერთიანებს ბრწყინვალე ფიზიკურ აღნაგობასა და ტექნიკას , ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე და ორივე ფეხს ერთნაირად ძლიერად ფლობს . მას ახლა ცოტა გამოცდილება აკლია და უკვე ამის შემდეგ ის ნებისმიერი დაცვის რისხვა გახდება .
მწვრთნელი არც თუ ისე შორს იყო სიმართლისაგან . ახალგაზრდა ბეტეგამ გაიტანა 13 გოლი და დაეხმარა მოკრძალებულ კლუბს მოეპოვებინა სერია ა-ს საგზური . 27 სექტემბერს კი კატანიას წინაამღდეგ შედგა რობერტო ბეტეგას დებიუტი იუვეს მაისურით.თავის სადებიუტო მატჩში ბობი გოლმა როგორც მას მომავალში შეარქმევენ , გაიტანა ლამაზი გოლი რომელიც საბოლოო ჯამში მომგებიანი აღმოჩნდა გუნდისათვის . ეს იყო მისი პირველი გოლი 178 გოლში , რომელსაც რობერტო მოასწრებს გატანას თავისი კარიერის განმავლობაში . იმ სეზონში დამწუხრებულმა ფეხბურთელმა იმით რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი არმანდო პიკი ტრაგიკულად დაიღუპა 13 გოლის გატანა შესძლო 28 შეხვედრაში . მაგრამ რასაც ქვია სერიოზული სახელი მან უკვე შემდეგ სეზონში მოიპოვა როდესაც ის მხარდამხარ თამაშობდა მაშინდელ ტალანტებთან რომლებიც ნაკლებად იყვნენ იმ პერიოდისათვის ნაცობნი , კუიზოსთან და ფაბიო კაპელოსთნ . მან თავისი შედეგი 10 გოლამდე აიყვანა 14 შეხვედრაში . და მისი ბრწყინვალე გოლი ქუსლით მილანთან შეხვედრაში აღფრთოვანება როსონერი მაშინდელ მწვრთნელში ნერეო როკიშიც კი გამოიწვია .
მან თავისი ბოლო გოლი ფიორენტინასთან შეხვედრაში გაიტანა 16 იანვარს 1972 წლის . უკვე ამის შემდეგ მას ძალზედ ძლიერი პრობლემები ექმნება ჯანმრთელობის მხრივ . მას არ ჰქონდა ტრავმა ,ბეტეგას ტუბერკულიოზის დაწყების ნიშნები აღმოაჩნდა .უკვე ყველა დარწმუნებული იყო რომ რობერტო ვეღარ შესძლებდა დიდ ფეხბურთში დაბრუნებას , მაგრამ ყველას გასაკვირად იმავე წლის 24 სექტემბერს კვლავ მოედანზეა და კვლავ იუვეს მაისურით . ამ დროისათვის კლუბის სათავეში მოდის ჯოვანი ტრაპატონი რომლის გადმოსვლას შემადგენლობაში ცვლილებები მოჰყვა . ბეტეფა ძირითადი ფეხბურთელი გახდა იუვეს წინა ხაზში და აქ უკვე ნათლად გამოჩნდა მისი კლასი და ასევე დისპეჩერის ფუნქცია .
იტალიის ნაკრებს არ შეეძლო გვერდზე აეარა ასეთი ფეხბურთელისათვის და მისი დებიუტი აძურას შემადგენლობაში მოხდა 1975 წლის თებერვალში ფინეთის ნაკრების წინაამღდეგ . თუმცა მას შემდეგ რაც ნაკრებში ენცო ბეარზოტი მოდის , ბეტეგა ნაკრების სრულ უფლებიანი წევრი ხდება და ასევე ლიდერიც . მას პარტნიორები გამაჯრვებამდე მიჰყავს რომელიც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა . რობერტოს სახელი 1982 წლის განაცხადშიც პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო , მაგრამ მისი ოცნება ესპანეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე დაიმსხვრა მას შემდეგ რაც იუვე ევრო თასებზე 1981 წელს ეთამაშებოდა ანდერლეხტს , მატჩის მიწურულს კუთხურის დროს ბეტეგა მეკარეს შეეჯახა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო .
ბეტეგა მინდროს დაუბრუნდა 1982/1983 სეზონში , ტიტულის გარეშე და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე რომელიც მან ნამდვილად დამისახურა . ის ბებერ ქალბატონს 1983 წლის 25 მაის დაემშვიოდაბა . თუმცა მან ვერ შეძლო უარი ეთქვა და არ დაბრუნებულიყო გუნდში მაშინდელი იუვეს პრეზინდეტის უმბერტო ანილის შემოთავაზებულ წინადადებაზე , ბეტეგამ ვიცე პრეზიდენტის პოსტი დაიკავა გუნდში , ამით მან სამუდამოდ დაუკავშირა მისი სახელის იუვეს , მან ხომ თავისი საუკეთსო წლები ცხოვრების იუვეს მიუძღვნა .
საბოლოო ჯამში იუვეს მაისურით ბეტეგამ 326 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გაიტანა 129 გოლი , მოიგო 7 სკუდეტო , ერთი უეფას თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასიც . მისი სახელი სამუდამოდ შევიდა იუვეს და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დ ა ეს ყველაფერი დღევანდელმა გულშემატკივრებმაც უნდა იცოდნენ თუ რა ხალხი თამაშობდა ჩვენს კლუბში . ბეტეგა ერთ-ერთი იმათაგანია ვინც იუვე იმ დონეზე აიყვანა რა დონეზეც ეხლა არის , საუკეთესოები იტალიაში და მსოფლიოში .
ამან მთავრობაში ვერ ივარგა მარა … ფეხბურთელი მართლაც ძაან ამგარიაააა
ხო მთავრობაში არ გამოგვადგა
არიქა ბეტეგა მოდისო გახსოვს ? :D
კი როგორ არა :D თითქოს ღმერთი ყოფილიყო