“იუვენტუსის” მთავარი სამიზნე ვიტსელია
ტურინის “იუვენტუსის” მთავარ სამიზნედ კვლავაც აქსელ ვიტსელი რჩება..
ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრს ტურინულ გრანდში სურს კარიერის გაგრძელება, თუმცა რუსებთან საერთო ენის გამონახვა არც ისე მარტივია.”ევერტონი” მზადაა, ვიტსელის სანაცვლოდ “ზენიტს” 30 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს თავად ფეხბურთელის სურვილი აფერხებს.ჯუზეპე მაროტას პირველი შეთავაზება, რომელიც სანკტ-პეტერბურგელების მიერ დაიბლოკა 18 მილიონ ევროს შეადგენდა, აქსელს ამჟამინდელი კლუბი დაახლოებით 25 მილიონად აფასებს და იმედი აქვს, რომ სწორედ ამ თანხად ან უფრო მეტად მოახერხებს მის გასხვისებას.
რაც შეეხება გაბიგოლს, იგი ამჟამად ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად იმყოფება და შესაბამისად, მისი მომავალი ძმისა და მამამისის ხელშია.”სანტოსი” ბიანკონერების მიერ შეთავაზებულ 18-20 მილიონ ევროს დათანხმდა და გადაწყვეტილება თავად ბარბოსამ უნდა მიიღოს.ტურინელებს იმედი აქვთ, რომ “ბარსელონა” საქმეში სერიოზულად არ ჩაერთვება და შესაბამისად, გაბრიელი კარიერას ბებერ ქალბატონში განაგრძობს.აღსანიშნავია, რომ მთლიანად გადაწყვეტილებას ფეხბურთელი ვერ მიიღებს, რადგან მის უფლებათა პაკეტს რამდენიმე კომპანია ფლობს.”სანტოსის” მხოლოდ 40 პროცენტია, დარჩენილ 60 პროცენტს კომპანია Doley ფლობს და მაროტამ სწორედ ამ კომპანიის მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს.დი მარციოს მტკიცებით, საორიენტაციოდ 25 მილიონზე მხარეები შეთანხმდებიან.
=ტიგრ=ლემინა ვიტცელზე მაგარი დადგება ეგარუნდა გაკიდონ.
აუ თუ ეს ინფორმაცია ზუსტია და მაროტამ ვერატი დადო ბოლომდე დავლევ და სულ მაროტას სადღეგრძელოს დავლევ რა :) მერე იმ მამალმა სადაც უნდა იქ წასულა. თუ უნდა ჩიხურაშიც . 10 მისცემ დიბოს.
ატლეტიკომ რა უაზრო ტრანსფერი გააკეთა, გამეირო იყიდეს 32 მილიონად
მანჯუკიჩის მოყვანაზე უაზრობა ეგაა
არადა პესეჟეს კაი გუნდი ყავს და უკვე კარგი ტრენერიც. შანსები აქვთ
იყიდეთ თუ ყიდილობთ დროზე ფეხბურთელები მოივადა აგვისტო უკვვე
რუსებმა დაწერეს საინტერესო სტატია,რომ პოგბას ირგვლივ აგორებული ყოველდღიური,დაუსრულებელი ხმაური ადიდასის მიერ დადგმული შოუა… https://amp.twimg.com/v/cd9dea91-1468-477a-b8bd-ce1c24dfe335
ვერატიმ 2 საათის წინ გააკეთა ოფიციალური კომენტარი. მადლობა ყველას ყრადღებისთვის მაგრამ პსჟში ბედნიერი ვარ თავს როგორც ოჯახში ისე ვგრძნობ და მიზანი აქ ლიგის მოგებააო.მერე ვიფიქრებ სხვაგან წასვლაზეო
manam araferi გეტკინოს შენც და პესეჟესაც სანამ ლიგას მოიგებდეთ
ხო თაობებზე გაყვება მაგის სიტყვები ალბათ )
facebookze იჩითება ჩვეულებრივი,უბრალო სპორტული საიტია და სიახლეებს აქვეყნებს
რა გაუხდათ ისე ეს 18-20 მილიონის ძახილი დაუმატონ ის 3 თუ 4 მილიონი რასაც ითხოვენ და იყიდონ რა. საამ ვინმე დაითრევს . თორე ერე გვიან იქნება ვინ მოგცემს 25 მილიონად ვიტსელისნაირ იგროკს
რაის სპორტლენდ.ჯი ხალხნო ))
ადმინ ვერატიზე დაიწერა sportland.ge იუვემ მისი ყიდვა გადაწყვიტაო და კიდე სხვაგან ვრცელდება ასეთი იმფორმაცია???