ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ოფიციალური გვერდის ინფორმაცია ტრავმირებულებთან დაკავშირებით

მატეის დე ლიხტი

იუვენტუსის ოფიციალურმა საიტმა მატეის დე ლიხტთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა:

“დღეს, ჰოლანდიელმა მცველმა Jmedical -ში სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კუნთების ტრავმა გამოირიცხა.

მოთამაშის მდგომარეობა ყოველდღიურად შემოწმდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ როდის შეძლებს იგი მინდორზე დაბრუნებას”.

ტურინელებს დაცვის ხაზში კრიტიკული პრობლემები გაუჩნდათ, რადგან სპეციასთან მატჩის წინ, მათ რიგებში ნომინალურად ერთი ცენტრალური უკანახაზელი იმყოფებოდა მერიჰ დემირალის სახით.

ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ახლა უკვე დე ლიხტი ტრავმირებულებს შორის იმყოფებიან. ხუან კუადრადოსთან დაკავშირებით მეტად ოპტიმისტური მდგომარეობაა და წესით კოლუმბიელი ლაციოსთან შეხვედრაში განაცხადში გამოჩნდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რადუ დრაგუსინიც.. ახალგაზრდა რუმინელი ანდრეა პირლოს განკარგულებაშია, თუმცა რამდენად ენდობა იტალიელი მოახლოებულ ორ შეხვედრაში გამოუცდელ მცველს რთული სათქმელია.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<