ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე, რომში სტადიო ოლიმპიკოზე, იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს იუვენტუსი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.

ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც მაურისიო სარისთვის პირველი იტალიური ტიტულის მოპოვებას შეეცდება..

კარს დიდი ალბათობით კვლავინდებურად ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რომელიც სათასო მატჩებში ძირითადის უცვლელი წევრია..

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს უნდა ველოდოთ, რომელიც გასულ შეხვედრაში რებიჩთან შეჯახებისას მძიმე ტრავმას გადაურჩა..

დაცვის ცენტრალურ დუეტს კვლავინდებურად ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი დააკომპლექტებენ.. მარცხენა ფრთა უცვლელად ალექს სანდროსია..

ნახევარდაცვაში შესაძლოა ცვლილებები შედგეს, რადგან მირალემ პიანიჩი ისევ და ისევ პრობლემების ქვეშ ასპარეზობს.. ბოსნიელმა ვერა და ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან სარი ელის..

თუმცა, ტუტოსპორტის პროგნოზით იუვეს 5 ნომერი სასტარტოშია, ხოლო მასთან ერთდ მეტოქის მარწუხებში მოქცევას როდრიგო ბენტანკური და ბლეზ მატუიდი ეცდებიან.

შემტევი ტრიოც იგივე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში გონსალო იგუაინი დაბრუნდა..

კრიშტიანო რონალდუს პარტნიორობას ბრაზილიელი დუგლას კოშტა და კარგ ფორმაში მყოფი არგენტინელი პაულო დიბალა გაუწევენ..

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ბმული თამაშამდე 40 წუთით ადრე ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდება.

4.7 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<