ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო დინამოს წინააღმდეგ

იუვენტუსი

დღეს, ჩვენი დროით 20:55 -ზე კიევში ადგილობრივი დინამო იუვენტუს უმასპინძლებს.

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენციას უკვე წაიკითხავდით ჩვენს გვერდზე, სადაც მან დღევანდელი დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ოქროს ფასი აქვს და ვალდებულები ვართ გამარჯვებას მივაღწიოთ”.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა მაესტრო რა კორექტირებას შეიტანს კროტონესგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში..

ბევრი კითხვები იყო პაულო დიბალასთან დაკავშირებით, რომელიც უკმაყოფილოა სათდარიგოთა სკამზე დარჩენით, თუმცა პირლომ ეს მისი არასასურველი სათამაშო ფორმით ახსნა:

“არგენტინაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე მედიკამენტებს ღებულობდა. მან სულ რაღაც ერთი არასრული ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად. 

დიახ, პაულო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ საჭიროა მოთამაშე შესაბამის კონდიციებში იმყოფებოდეს.”

უკვე დაირხა ხმები, რომ ლა ჯოიასთან გართულებული მოლაპარაკებების ერთ-ერთ მიზეზი პირლოა, რომელიც ბოლომდე უნდა დარწმუნდეს მის საჭიროებაში.

ახლა კი გადავიდეთ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობაზე, რომელსაც ტრადიციულად La Stampa გვთავაზობს:

ტაქტიკური სქემა, რომელიც სავარაუდოდ იქნება მირჩა ლუჩესკუს გუნდის წინააღმდეგ გამოყენებული, გახლავთ 3-4-1-2:

კარს ამჯერად ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის ტრიოს დანილო, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დააკომპლექტებენ, რომელიც თურქ მერიჰ დემირალს შეცვლის.

მარჯვენა ფლანგს ხუან კუადრადო ჩაიბარებს, ხოლო მარცხნივ ამ ეტაპზე სასტარტოში მოიაზრებული არის ფედერიკო კიეზა. თუმცა, ამ ორის პოზიციაც პირობითია.. შესაძლოა საპირისპირო ფლანგებზეც ვიხილოთ.

ცენტრში კარგ კონდიციებში მყოფი როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო გაირჯებიან.

გამთამაშებლის პოზიციაზე ტრავმა მოშუშებულ აარონ რემზის უნდა ველოდოთ, რომელმაც საწყის ტურებში პირლოს ფორმაციაში უკეთესი ფეხბურთი აჩვენა.

თავდასხმის დუეტს ალვარო მორატა და დეიან კულუსევსკი შექმნიან. ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდნენ იტალიელი ჟურნალისტები, რომ შვედს უფრო მეტი შანსი აქვს დღეისათვის ძირითადში მოსახვედრად ვიდრე არგენტინელს..

დაველოდოთ და ერთად ვიხილავთ რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა მატჩამდე დაახლოებით 1 საათით ადრე გამოქვეყნდება, რომელსაც მომენტალურად შემოგთავაზებთ პირდაპირი ტრანსლაციის ბმულებთან.

 

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
1 month ago

დიბალა კი არა დელ-პიერო იჯდა ხოლმე სკამზე(დიბალა მევასება,ოღონდ წუწუნს და მოთქმას მორჩეს)სტაფი იმისთვის არსებობს რომ უკეთ ხედავენ ვინ როგორ კონდიციებშია ასე რომ მაესტროს ვეთანხმები..დალშე კვადრას დაყენება მარცხნივ სარისკოა(რომასთან არაფერი გამოვიდა)დანილო პროგრესირებს,სერიას მატჩებში ურიგოდ არ გამოიყურება(3 მცველიან მონახაზშიც კარგად ჯდება)წინ მორამ უნდა ივარგოს რონის არყოფნაში..კიეზა მომეწონა,საოცრად მოტივირებული ჩანდა,დაცვაშიც შეუძლია ითამაშოს და ეგ ძალიან კარგია..და ისევ რეჯისტას გარეშე..პოზიციით არც რაბიოა და არც ბენტაკური..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<