ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ბენევენტოსთან

ჯანლუკა ფრაბოტა

დღეს, ჩვენი დროით 21:00 -ზე ტურინელები ბენევენტოს წინააღმდეგ იასპარეზებენ..

ბიანკონერის აღნიშნულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის, კრიშტიანო რონალდუს და მერიჰ დემირალის გარეშე ითამაშებენ.

თუმცა, სანაცვლოდ ლეონარდო ბონუჩიმ ტრავმის მოშუშება მოასწრო და აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტოშიც უნდა ველოდოთ.

კარს დიდი ალბათობით პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

ბიანკონერი ამ შეხვედრაშიც 4-4-2 სქემით გეგმავს ასპარეზობას.. ყოველ შემთხვევაში ასეთია იტალიური გამომცემლობების პროგნოზი.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარგ ფორმაში მყოფი ხუან კუადრადო იასპარეზებს. ცენტრალურ ზონაში ზემოთ ნახსენებ ბონუჩის ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტი შეუწყვილდება. მარცხენა ფრთაზე ახალგაზრდა ჯანლუკა ფრაბოტას უნდა ველოდოთ.

შუახაზთან დაკავშირებით სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ფედერიკო კიეზა დიდი ალბათობით მარჯვენა ფლანგზე გამწესდება.. მასთან ერთად სასტარტოში მოიაზრებიან აარონ რემზი, ადრიენ რაბიო და როდრიგო ბენტანკური..

უელსელი შესაძლოა ტრეკუარტისტაზე ვიხილოთ, თუმცა მეტოქის შეტევების დროს არაერთხელ გვინახავს მარცხენა ფრთაზე მოქმედს.. აი ფრანგი და ურუგვაელი კი უშუალოდ ცენტრალურ ზონაში გაირჯებიან.

თავდასხმაში კრიშტიანოს არყოფნაში შანსი ისევ და ისევ პაულო დიბალას მიეცემა, რომელიც ალვარო მორატასთან ერთად ეცდება ბენევენტოს კარის აღებას.

ტრადიციულად მატჩის დაწყებამდე ცოტახნით ადრე გამოვაქვეყნებთ პირდაპირი ტრანსლაციის რამოდენიმე ბმულს.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<