ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა ნაპოლის წინააღმდეგ

იუვენტუსი ნაპოლისთან დღევანდელ შეხვედრას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. მატჩში მონაწილეობას ბიანკონერის სამხრეთ ამერიკული “გვარდია” ვერ მიიღებს, რომელიც მაქს ალეგრის გადაწყვეტილებით შინ დარჩებიან და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

რაც შეეხება დღევანდელ საორიენტაციო მოდულს და შემადგენლობას, მას ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ..

სხვადასხვა გავლენიანი წყაროს მტკიცებით ალეგრი 3-5-2 სქემით გეგმავს ასპარეზობას.

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის ტრიოს მატეის დე ლიხტი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი შექმნიან.

მარჯვენა ფლანგზე მატია დე შილიოს ვიხილავთ, რომელსაც ხუან კუადრადოს შეცვლა მოუწევს. ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიოს, მანუელ ლოკატელის და უესტონ მაკენის უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხნივ საკუთარი დებიუტი სასტარტოში ლუკა პელეგრინის ექნება.

და ბოლოს შემტევი დუეტი – ალვარო მორატა და დეიან კულუსევსკი.

საგულისხმოა რომ რიგი ექსპერტები ტაქტიკის შეცვლას არც კი განიხილავენ.. მათი მოსაზრებით ალეგრი 4-4-2 ტაქტიკით დაიწყებს.. ამ შემთხვევაში ყველაფერი იგივენაირად დარჩება, უბრალოდ მაკენის ნაცვლად სასტარტოში ფედერიკო ბერნარდესკი იქნება, რომელიც მარცხენა ფლანგზე გამწესდება, ხოლო დაცვაში ბონუჩი და კიელინი იმოქმედებენ.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აგული
აგული
11 days ago

კიდე მოულოდნელად გავისროლეთ?

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x