ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ

გონსალო იგუაინი - კრიშტიანო რონალდუ

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე სან სიროზე მილანი იუვენტუსს უმასპინძლებს.

საგულისხმოა, რომ მომდევნო შეხვედრა ტურინელებს უკვე შაბათს მოუწევთ, სადაც გასპერინის ატალანტას დაუპირისპირდებიან..

აქედან გამომდინარე, ბიანკონერი მაქსიმალურად ეცდება ამ შეხვედრას კარგი განწყობით და რაც მთავარია ჩემპიონატში მყოფ კონკურენტებთან რაც შეიძლება კომფორტული გარემო იქონიოს.

ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა:

მას შემდეგ რაც ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი რეკორდი დაამყარა სერია ა-ში, მის ადგილს კარში პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიკავებს.

დაცვის ხაზში ცვლილებებია, რომელიც გამოწვეული არის ყვითელი ბარათებიდან და ტრავმებიდან..

სხვათაშორის სიახლე არის ის, რომ ალექს სანდრომაც და ჯორჯო კიელინიმაც ტრავმები მოიშუშეს.. მაურისიო სარიმ ისინი განაცხადში კი დააბრუნა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია მომენტალურად ბრძოლაში ჩართოს.

აქედან გამომდინარე ცენტრალურ დუეტს დიდი ალბათობით დანიელე რუგანი და ლეონარდო ბონუჩი დააკომპლექტებენ. მატეის დე ლიხტი დისკვალიფიცირებულია.

ფლანგებზე ხუან კუადრადო და დანილო იასპარეზებენ.

რაც შეეხება ნახევარდაცვას.. ბარსელონას მიერ გაფორმებული, მაგრამ ჯერ კიდევ შავ-თეთრებში მყოფი მირალემ პიანიჩი რეჯისტაზე გაირჯება.. მის მხარდამხარ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რობერტო ბენტანკური და პროგრესირების გზაზე მდგარი ადრიენ რაბიო იქნებიან.

თავდასხმის ხაზშიც დანაკლისია..  გონსალო იგუაინი 99%-ით სასტარტოში იქნება, რომელიც პაულო დიბალას ჩაანაცვლებს.. ლა ჯოიამ ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა.. 

პიპიტას შეტევაში ფედერიკო ბერნარდესკი და კრიშტიანო რონალდუ შეუწყვილდებიან.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<