ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” სტატისტიკური მონაცემები 11 მატჩის შემდეგ

დღეს “მანჩესტერ სიტის” თამაშის დროს კომენტატორმა “სიტის” სტატისტიკური მონაცემები ჩამოთვალა და მეც გამიჩნდა სურვილი მენახა “იუვენტუსის” სტატისტიკა 11 თამაშის შემდეგ. 11 თამაში არის სეზონის მეოთხედი თუ სერია A-ს გათამაშებას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დავუმატებთ ერთმანეთს. ამას დამატებული იტალიის თასზე გასამართი მინიმუმ 1 და ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მინიმუმ 2 მატჩს. სრულიადში იხილეთ “იუვენტუსის” სტატისტიკური მონაცემები 11 მატჩის შემდეგ.

 

 

ტურინის “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში (სერია A და ჩემპონთა ლიგა) 23 გოლი გაიტანა და 9 საკუთარ კარში მიიღო.

 

ტურინელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 25 ყვითელი ბარათი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ნაადრევად მოედანი არცერთ “იუვენტუსელს” არ დაუტოვებია.

საშუალოდ: 2,2 ბარათი მატჩში.

“იუვენტუსის” წინააღმდეგ კი მოწინააღმდეგე ფეხბურთელებმა 34 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.

საშუალოდ: 3,1 ბარათი მატჩში.

“იუვენტუსმა” ამ მატჩებში 77 კუთხური მოაწონდა აქედან 18 ნორშერლანდის წინააღმდეგ.

საშუალოდ: 7 კუთხური მატჩში.
“იუვენტუსის” საჯარიმოში ჩაწოდებული კუთხურების რაოდენობა კი – 36–ს შეადგენს.

საშუალოდ: 3,2 კუთხური მატჩში.

“იუვენტუსის” ფეხბურთელები თამაშგარე მდგომარეობაში 37–ჯერ მოხვდნენ.

საშუალოდ: 3,3 თამაშგარე მატჩში.
იგივე სტატისტიკით მოწინააღმდეგე გუნდების მაჩვენებელი – 20–ს უდრის.

საშუალოდ: 1,8 თამაშგარე მატჩში.

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში აკრძალული ხერხით მეტოქე –176–ჯერ  შეაჩერეს.

საშუალოდ: 16 თამაშის წესის დარღვევა მატჩში.
“იუვენტუსის” წინააღმდეგ კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები –  155–ჯერ დაჯარიმდნენ.

საშუალოდ: 15 თამაშის წესის დარღვევა მატჩში.

“იუვენტუსის” მეკარეებმა (ბუფონმა და სტორარიმ) მიმდინარე სეზონში – 29 სეივი   განახორციელეს.

საშუალოდ: 2,6 სეივი მატჩში.

 მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებმა კი 45 სეივი.

საშუალოდ: 4 სეივი მატჩში.

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 150–ჯერ გაისროლეს აქედან დარტყმების თითქმის 50% კარში წავიდა – 74 დარტყმა კარშის ჩარჩოში. აქედან კი მხოლოდ 23 გოლი.

საშუალოდ: 13,6 დარტყმა კარის მიმართულებით. 6,7 დარტყმა კარის ჩარჩოში. 2 გოლი მატჩში.

“იუვენტუსის” კარს კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელები 79–ჯერ დაემუქრნენ, მაგრამ აქედან მხოლოდ 9 გაიტანეს, კარის ჩარჩოში კი ბურთი  39–ჯერ გაგზავნეს.

საშუალოდ: 7,1 დარტყმა კარის მიმართულებით. 3,5 დარტყმა კარის ჩარჩოში. 0,8 გოლი მატჩში.

“იუვენტუსის” მწვერნელებმა მიმდინარე სეზონში ცვლილებების მაქსიმუმი გამოიყენეს 33 ცვლილება 11 მატჩში.

“იუვენტუსის” მიერ გატანილი 23 გოლიდან – 3 გოლი მცველების ანგარიშზეა, 10-10 გოლი კი ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა გაიტანეს.

“იუვენტუსმა” თავის მოედანზე 5 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა.

საშუალოდ: 2.2 გოლი მატჩში.

სტუმრად გამართულ 6 მატჩში “იუვემ” 12 გოლის განატნა შეძლო.

საშუალოდ: 2 გოლი მატჩში.

 “იუვენტუსის” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 11 მატჩში  – 57%–ია.

 

ტატიის ავტორი: nugo gvasalia (Gvasa)

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x