ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი - მილანი

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს მილანთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

შესნი – 5 – ნორმალური პირველი ტაიმის შემდეგ, პოლონელს ნამდვილი კოშმარი წინ ელოდა და მეორე ტაიმში ფაქტიურად უძლური აღმოჩნდა მილანელთა ყველა დარტყმულზე.. შეეძლო უკეთ ასპარეზობა.

კუადრადო – 6 – ნორმალურად გამოიყურებოდა.. უტევდა თამამად და თეო ერნანდესაც ასე თუ ისე უმკლავდებოდა. აკეთებს რონალდუზე საგოლე გადაცემას, თუმცა შესნის კარში გაშვებულშიც შეაქვს წვლილი.

ბონუჩი – 3 – კოშმარი! საშინელი ასპარეზობა.. არანაირი კონცენტრირება.. სრული მარაზმი! 

რუგანი – 3.5 – ამ თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ არ ენდობიან ასეთ დონეზე. დადებითი ის უნდა ვთქვათ, რომ ორი კარგი ჩაჭრა განახორციელა.. თუმცა მინიმუმ 2 გოლში მიუძღვის წვლილი..

დანილო – 3.5 – არაფრით არ იყო რუგანიზე და ბონუჩიზე უკეთესი.. საშინელი ასპარეზობა დაცვის ხაზში!

რაბიო – 7.5 – პროგრესი გრძელდება და ამჯერად ფრანგმა ბრწყინვალე სოლო რეიდით ლამაზი გოლი გაუტანა მეტოქეს.. სხვა მხრივ ყველა ასპექტში მნიშვნელოვნად აქვს მომატებული.

პიანიჩი – 6 – გასულ მატჩებთან შედარებით უფრო კონტაქტურია.. პირველ ტაიმში მეტოქეზე კარგ პრესინგს ახორციელებდა.. შემდეგ დაიკარგა.

ბენტანკური – 6.5 – ფიზიკურად ძლიერი და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. ლიდერის შემართებით.. კარგად მოქმედებდა პირველ ტაიმში.. მეორეშიც ცდილობდა გუნდის დახმარებას, თუმცა მარტო აღმოჩნდა პრობლემების წინაშე.

რონალდუ – 6.5 – საერთო ჯამში პირველ 45 წუთში იმოქმედა ნაყოფიერად. გადაადგილდებოდა ჭკვიანურად და დიდ პრობლემებს უქმნიდა მილანელებს. იტანს გოლს და ამ მხრივ განაგრძობს წარმატებულ სერიას.

ბერნარდესკი – 5.5 – ბოლო პერიოდში ფედერიკოს უფრო მეტად შავი სამუშაოს შესრულება უწევს. დაუღალავად დაქროდა სხვადასხვა პოზიციაზე და ძირითადათ დროს ორთაბრძოლებს უთმობდა.. აქედან გამომდინარე ფაქტიურად არაფერი შეუქმნია.

იგუაინი – 5 – ინერტული.. რაბიოს გოლზე იმოქმედა კარგად, როცა პოზიცია გაანთავისუფლა.. სხვა მხრივ უსარგებლო იყო.

შეცვლაზე შესულები:

ალექს სანდრო – 3 – ნეტავ, რას ფიქრობდა?

მატუიდი – შეფასების გარეშე

რემზი – შეფასების გარეშე

კოშტა – შეფასების გარეშე

მურატორე – შეფასების გარეშე

 

3.8 5 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<