ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფილოსოფია, რომელიც გუარდიოლას არ შეეფერება

პეპ გუარდიოლა

გუშინ, გვიან ღამით გავრცელებულმა ინფორმაციამ მანჩესტერ სიტისთან დაკავშირებით, მთელი სპორტული მედია სამყარო უმალვე მოიცვა.

მანჩესტერ სიტი სატრანსფერო ბაზარზე ისე მოქმედებდა, რომ ბუნებრივია უეფა ამ ყველაფერზე თვალს ვერ დახუჭავდა და როგორც აღმოჩნდა, მათი ეჭვები სრულებით გამართლებული იყო.

შედეგად, უმკაცრესი სასჯელი რომელიც გულისხმობს 30 მილიონიან ჯარიმას  და რაც ყველაზე მთავარია 2020-21 და 2021-22 საფეხბურთო სეზონში ევროპული კარის დახურვა!

ანუ მანჩესტერლები მიუხედავად იმისა პრემიერ ლიგას რომელ საფეხურზე დაასრულებენ, ისინი ვერ იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე..

ბუნებრივია ინგლისელები ამ ვერდიქტის გასაჩივრებას სპორტულ საარბიტრაჟოში აპირებენ, თუმცა რა შედეგს მოიტანს რთული სათქმელია. 

ჩვენ რა შუაში ვართ? ლუკა მომბლანო ყველას გვახსოვს.. ეს იტალიელი ჟურნალისტი ერთი წლის წინ მასიური დაცინვის ობიექტი გახდა, როდესაც ხაზგასმით ამბობდა, რომ იუვეში გუარდიოლას მისვლა გადაწყვეტილი იყო..

გავიდა სულ ცოტა 2 კვირა და მთავარ მწვრთნელად მაურისიო სარი მოგვევლინა, ხოლო მომბლანოს სიტყვებს ხალხი ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც პირობითად ქართველი რომელიმე პოლიტიკოსის რომელიც ტარიფების დაწევას, ლარის კურსის გამყარებას ან რაიმე სხვა პოზიტიურ დანაპირებს იძლევა.. 

ამჯერად მისი ცნობით, ამ დისკვალიფიკაციის ხარჯზე იუვენტუსი მომგებიან პოზიციაში იმყოფება და მზად არის სკამ-შერყეული სარი სწორედ ესპანელი თავკაცით ჩაანაცვლოს..

სხვათაშორის ამ იდეას უკვე არაერთი წყარო ადასტურებს, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რადგან გუარდიოლას მოსვლა იმ სტილით რასაც პრინციპში სარიც იზიარებს და ცდილობდა მთელი ამ თვეების განმავლობაში ტურინში ინტეგრირებას, სრული კრახით სრულდება..

გუარდიოლა სპეციფიკური მწვრთნელია.. პეპი სატრანსფერო ბაზარზე ფაბიო პარატიჩის მონოპოლიას ვერ აიტანს.. მისი მოსვლა დიდი ალბათობით გუნდში სერიოზულ წმენდას მოასწავებს.. 

შეიძლება კარგიც იყოს.. ჩვენ ყველას გვსურს ცვლილებები და სიტუაციიდან გამომდინარე ამ პროცეს არ ვუშინდებით.. მაგრამ საკითხი არის სხვა რამეში.. წმენდა ნიშნავს ახალი ციკლის დაწყებას.. ახალი ციკლი თანამედროვე საფეხბურთო ყოფაში ნიშნავს გარკვეულ დროს ადაპტირებასთან..

ადაპტირებაში ვგულისხმობ, როგორც გარემო სიტუაციას, ასევე ფეხბურთელებთან და ბუნებრივია თავად ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას..

პეპი თავადაც კარგად ხვდება იტალიაში რამხელა კედელს შეიძლება დაეჯახოს.. აქ მას არ ექნება მონოპოლია.. იგი იქნება უბრალოდ მთავარი მწვრთნელი, ხოლო სხვა ყველაფერს ტოპ მენეჯმენტი გადაწყვეტს..

რატომ? იმიტომ რომ მათ ეს უკეთ იციან.. ყოველ შემთხვევაში ეს მათი გადმოსახედიდან.. სხვათაშორის შედეგი ხომ უმაგრებს არა ზურგს? და იცით ეს შედეგი საიდან მოვიდა? მადლობა ანტონიო კონტეს და მაქს ალეგრის.. ეს მათი დამსახურებაა.. მათი დამსახურებაა, რომ ბორდი როცა იკრიბება სწორედ იმ ადამიანთა აზრს უსმენენ ყურდასმით, რომლებმაც ის ეპოქა შექმნეს, რომელთა დახმარებითაც ამდენი წელია იტალიაში კონკურენტი არ ყავთ..

ეს არის სისტემა.. სისტემა რომელიც აიწყო, ჩამოყალიბდა და მუშაობს.. არის ნეგატიური მოვლენები.. მაგრამ იუვეს მენეჯმენტი ამ პროცესებზე მყისიერად რეაგირებს..

გახსოვთ ვერონასთან მარცხის შემდეგ რა მოხდა? მომენტალურად დაიწყო სარის წასვლაზე საუბარი და ალეგრის დაბრუნებაზე.. დაინიშნა შეხვედრა ანდრეა ანიელისთან.. ერთი სიტყვით აქ ყოველთვის, ვინც არ უნდა იყო შენ – პეპ გუარდიოლა, სოსო ფრუიძე თუ მაურისიო სარი – ყოველთვის იგრძნობ შენს ყურთან ბორდის სუნთქვას..

ადამიანების, რომლებიც იუვენტუსს მართავენ.. ეს რთულია.. ეს საპასუხისმგებლოა და ეს არის დიდი სტრესი.. შენ თუ მაგარი კვერცხები არ გაქვს, ამ პროცეს ვერ გაუძლებ! 

წარმოიდგინეთ, იურგენ კლოპი მოდის იუვენტუსში და რა ხდება? იწყებს საუბარს, რომ პირობითად საკუთარი მიზნების შესასრულებლად მარჯვენა ფლანგზე ესაჭიროება უჩა ლობჟანიძე..

ამ დროს იგი უნდა შეუთანხმდეს არამარტო პარატიჩის, არამედ ნედვედს და არაა გამორიცხული მესამე პირს.. რომელიც ანიელისთან არის დაახლოებული.. საბოლოო ჯამში ისინი გეუბნებიან, რომ “მოდი იცი რა ვქნათ.. ბერნარდესკი დავწიოთ აბა უკან და შევხედოთ..”

რატომ უნდა აიტკიოს მან თავი? დარჩება ლივერპულში.. დაჯდება პირად კომპიუტერთან.. გადახედავს ტრანსფერმარკეტზე სიტუაციას..

მერე სამწვრთნელო შტაბს თხოვს, რომ კონკრეტულ მოთამაშეზე ინფორმაცია მოიძიონ.. თავისი ციფრებით და სხვადასხვა ნიუანსით.. მერე ამ ყველაფრით მიდის ბორდთთან და ეუბნება:“გამარჯობა, 30 მილიონი მჭირდება ამ მოთამაშისთვის..” – პასუხი მარტივია,“დაე ჰერ კლოპ!”

იტალიაში აქ შენ ამას არავინ აგისრულებს.. მაქს ალეგრი 5 წელი ითხოვდა ტრეკუარტისტას და შესაბამისი პოზიციის ფეხბურთელი ამ პერიოდში იუვემ მოიყვანა სულ ორად ორი..

პირველი არის ჰერნანეში რომელსაც ფეხბურთელობის აღარაფერი ეტყობოდა.. უფრო Walking Dead -ის ცოცხალ მკვდარ პერსონაჟს მოგვაგონებდა..

მეორე კი ბუნებრივია დიდი პოტენციალის მქონე მირალემ პიანიჩი.. მაგრამ რა ხდება? უცბად ვყიდით პოლ პოგბას და ნახევარდაცვაში არსებული უდიდესი ხვრელის გამო, გვიწევს ბოსნიელისგან მაესტროს შექმნა.. 

რთულია არა? რთულია.. მაგრამ ამ მწვრთნელთა კატეგორიას შეუძლიათ სიტუაციასთან ადაპტირება.. აი რამდენად შეეძლებათ ისეთი ეგოს მქონე ტიპებს ამ ყველაფერთან გამკლავება როგორიც არის პეპ გუარდიოლა და იურგენ კლოპი ეს უკვე სხვა თემაა..

ამიტომაც იუვეში დიდი ალბათობით თუ სარის საბოლოოდ “მოუცურდება”, დაბრუნდება ალეგრი ან უფრო ახალგაზრდა ვარიანტი სიმონე ინძაგი.. რომელიც იქნება ზუსტად იდენტური ტიპის მატარებელი.. 

პირობითად მარჩელო ლიპი გაიხსენეთ.. მის ხელში იუვემ უდიდეს წარმატებებს მიაღწია.. გახსოვთ ვინ აკონტროლებდა მაშინ პოლიტიკას? ლუჩიანო მოჯი.. 

“მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი” – ეს ფრაზა შემთხვევითი გგონიათ?

ეს არის კარგად შეფუთული ფრაზები, რომელიც მორგებული არის იუვენტუსის პოლიტიკაზე, რადგან სიტუაცია იყოს ადვილად მართვადი.. რადგან ყველა ხვდებოდეს კლუბის მთავარ მოთხოვნას ყველა თავის თანამშრომელსა თუ მოთამაშეზე.. ამას ვერავინ გაექცევა! 

ეს არ შეიცვლება.. რადგან იუვენტუსი არის დიდი ბიზნესის ნაწილი.. მას მოაქვს ფული.. იგი არის გასაღები მრავალი მილიონი ადამიანის გულში და საფულეში..

ეს არის ოჯახის ბიზნესი.. ამას კიდევ დამატებითი ვნებათაღელვა აქვს.. აქვს პლიუსებიც და მინუსებიც.. მაგრამ ასეა.. რეალურია და თვალი უნდა გავუსწოროთ.. ამიტომაც ხვდება ყველა მწვრთნელი აქ დიდი წნეხის ქვეშ და ამიტომაც უჭირთ რაღაც საკუთარი იდეების გენერირება.. 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Ronaldo7
Ronaldo7
5 months ago

სანამ იუვენტუსი იტალიური სტილიდან არ გამოვა ლიგაზე ვერაფერს ვიზავთ, არ შეიძლება ბერნარდესკის უკან დაწევით უგვარებდე პრობლემას

DTrezeguet
Bianconeri.10
6 months ago

swored biznesi rom gaxda pexburti,magitom unda sheicvalos gundma pilosopia )) da ara marto juvem,mtelma italiam,agaravis agar unda am katenachos mimdevari pexburtis yureba,magitom aris serias transilaciis uplebebi kapikebi rom girs igive inglisis,espanetis da sxva top chempionatebis pasebtan shedarebit.liga kide meore pulis tomaraa,magram “erti sheagde da tamashi mokali” did gundebtan ar gamogiva )) verc erti dacva ver chaketavs mesis,grizmans,lewandovkis da sxva top motamasheebs ise,rom tamashshi ramdenime momenti mainc ar kondes da eg kamanda moments rogor ikenebs kvelam vicit )) jer bolomde araa gundi gadawkobili ratkmaunda,dro da shemadgenlobis gadaxaliseba chirdeba,magram mtavaria rom mixvdnen bossebi,tu tanamedrove pexburts ar aubi mxari ligaze pikric zedmetia ))tan… Read more »

amiran
3 months ago
Reply to  Bianconeri.10

რამდენიც არ უნდა ცვალონ ყოველთვის ბიზნესი იქნება რა

ALLENATORE
ALLENATORE
6 months ago

Pilosofia romelic arafris momtani ar aris chempionta ligaze )))) inzagi ar aris mwvrtvneli )))) wels ro shedegebi aq aravin motyuvdes amit ))) alegri dabrundeba da ra iqneba ? skudetos moigebs ))) alegirs stilit verasodes moigeb ligas ))) fexburti ganvitarda da dges tamashs igebs gundi romelic swrafad tamashobs aqtiurad apresingebs ))) warmoidginet mekaresac ukve dzaan didi mnishvneloba aqvs, vgulisxmob fexit tamashs )) adre aravin uyurebda mekare rogor tamashbda fexit ))) shegezlo goli gagetana individualurad zlieri shemtevebis xarjze da mere tamashi mogekla anu organizebulad chamjdariyavi dacvashi da dagesrulebina matchi mshralad )) exla ra xdeba ?? ukve napovnia gasagebi am kutxit ))) alegri… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
6 months ago
Reply to  ALLENATORE

ჩემი აზრით სერიალში უფრო უჭირთ ვიდრე ლიგაზე გაუჭირდებათ რადგან სარიბოლისთვის ლიგაზე უფრო მეტი სივრცეა და ფეხზე არავინ გაზის 90 წუთი.

giorgi mamasaxlisi
juventino
5 months ago
Reply to  ALLENATORE

iseti da imxela statiebia shekreba da ludis wrupvit ganxilva ro mogindeba kacs :D shevikribot da rogorc amerikis senatorebi gvigzavnian werilebs sheshpotebulebi,chvenc masetive sheshpotebulebma mivwerot juves bords ro cuadrado,de shilio da matuidi “eta kak minimum” shecvalon upro chkviani motamasheebit. romlebic matuidivit davdaxrilebi ar irbenen da pass 2 metrshi mainc micemen zusts,cuadradosavit qajivit ar irbenen da najaxivit ar moiqneven pexs dartymisas ise ro yanashi gadaagdon burti da de shiliosavit ar idgebian gashterebulebi padachis dros da axtebian mainc burtze!!dzmakacebi iudas medzaxian ukve amati vercxlis medlebis gadamkide!!liga minda ligaaaaaaaaaaaaaaaaaaa

სვანჩიკა
B U F F O N
6 months ago

ასიანია შესანიშნავადაა ახსნილი ყველაფერი ჩაგეთვალა ადმინ

seba
შურა ბალაგანოვი
6 months ago

კარგად და ზუსტადაა ყველაფერი ჩამოყალიბებული.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

9
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<