ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” აგუეროს კარგავს?

“იუვენტუსი” სერხიო კუნ აგუეროს დაკარგვასთან ძალიან ახლოსაა. ტურინული გრანდის თავკაცებს იმედი ჰქონდათ, რომ 35 მილიონიანი შეთავაზების 40-მდე გაზრდით არენტინელი ფეხბურთელის გაფორმებას შეძლებდნენ, მაგრამ თუ El Mundo Deportivo – ს დავუჯერებთ, ახლა უკვე გვიანია. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “რეალ მადრიდი” მზადაა აგუეროში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, რა შემთხვევაშიც, “ატლეტიკო” ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება. არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა თავის აგენტს განუცხადა, რომ არ მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება, მანამ სანამ ამერიკის თასი არ დასრულდება. ცნობისთვის, აგუეროს ოჯახი მადრიდში ცხოვრებას არჩევს და არ აპირებს სხვაგან გადაბარგებას, რაც კიდევ უფრო ზრდის არგენტინელი ფეხბურთელის “რეალში” გადასვლის შანსებს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

142 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shalalo demuria
11 years ago

აგუერო მართლა კარგი ფფორვარდია, მაგრამ თუ არ უნდა ჯობია შეეშვან და როსის ტრანსფერზე გადაერთონ, არანაკლებ ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელია როსი და მე მის იუვეში ნახვას ვისურვებ როგორც იუვენტინო. თან ამას ისიც ემატება რომ იტალიელი ფორვარდი იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშის შანსს ხელიდან არ გაუშვებს და უეჭველი გადმოვა და უფრო დიდი სტიმულით და ენთუზიაზმით ითამაშებს ვიდრე აგუერო. აგუერო თუ რეალში გადავიდა 2 წელიწადში იოცნებეებს იუვეზე სკამის ხეხვისგან დაღლილი:))))) დაცერეთ თქვენი აზრები კომენტებში…

11 years ago

მე მგონიარო გადმოვა რეალმა ნეიმარი იყიდა და ამას აღარ იყიდიან შანსი არააააა

11 years ago

ძმებო მე 20 დღით გტოვებთ და ძალიან გთხოვთ რო ჩამოვალ აგუერო დამახვედრეთ რააააააააააააააააააააააააა

11 years ago

მე როგორც ვიცი აგუერო მზად იყო ტურინში გადმოსასვლელად.. ეგ კი არა აგუეროს აგენტები ეჩალიჩებოდნენ ატლეტიკოს ფულის დაკლებაზე

Otar Giorgobiani
11 years ago

ინფორმაცია ვრცელდება, რომ რეალიც დაახლოებით იმდენივეს სთავაზობს ატლეტიკოს რამდენსაც იუვეო, ერთადერთი რამაც შეიძლება აგუეროს რეალში გადასვლა განაპირობოს ის არისო, რომ მის ოჯახს მადრიდი მოსწონსო, მაგრამ ატლეტიკო შანსი არ არის რეალს არ მიყიდისო აგუეროსო

Del Piero 10+
11 years ago

რეალმა ეს თუ იყიდა ბენზემას გაუშვებს და ბენზემა და ნანი მაგრა მინდა ყველას მირჩევნია ესები თან 24 ის არიან

| Newsphere by AF themes.
142
0
Would love your thoughts, please comment.x