იუვენტუსი ბარბოსას შეუთანხმდა?
ტურინის იუვენტუსს გაბრიელ ბარბოსას კვლავ უკავშირებენ, ამჯერად საქმე უფრო სერიოზულადაა.
19 წლის ფორვარდის თაობაზე იუვენტუსმა და სანტოსმა შეთანხმებას მიაღწიეს, ბრაზილიური კლუბი 20 მილიონ ევროს და დამატებით რამდენიმე მილიონიან ბონუსს დათანხმდა.
ფორვარდს მჭიდროდ უკავშირებდნენ არსენალს, ჩელსის და ბარსელონას, მაგრამ როგორც ჩანს სერია A-ს გიგანტმა უკვე კლუბიც და ფეხბურთელის აგენტიც გადმოიბირა.
ბარსელონა არ ნებდება და “ახალი ნეიმარის” გადმობირებისთვის მორიგ შეთავაზებას ამზადებს, სწორედ სანტოსიდან გადმოიბირა ბარსელონამ 2013-ში ნეიმარ დოს სანტოსი, რომელიც ახლა კატალონიელთA ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
არსენალი კი კვლავ ეძებს ვარიანტებს შეტევის გასაძლიერებლად, არსენ ვენგერი საკმაოდ ნელა მოქმედებს, ლონდონური კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად არ გამოირჩევა.
რაც შეეხება ჩელსის, ანტონიო კონტეს გუნდი 29 მილიონ ევროიან შეთავაზებას ამზადებს გაბი-გოლის თაობაზე.
როგორც ჩანს გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ სანტოსის პრეზიდენტმა მოდესტო რომამ დაადასტურა კლუბის 20 მილიონიანი შეთანხმება სერია A-ს ბინადართან.
“ჩვენ შემოთავაზება გაბრიელის აგენტს და მშობლებს გავუგზავნეთ, კლუბი შემოთავაზებაზე თანახმაა.
მაგრამ ბარსელონა კვლავ ცდილობს მის გადაბირებას, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის მოლაპარაკებები ბარსელონასთან ნამდვილად განახლდება.”-აცხადებს სანტოსის პრეზიდენტი მოდესტო რომა.
კაი იუვე კააი
Bruco legend