“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )
იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )
მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !
აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.
გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.
“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …
“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.
ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.
ლაზარეთი …
” იუვენტუსი ”
იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.
“ბოლონია”
“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.
ბოლო 5 შეხვედრა :
14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )
27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )
21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )
24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)
26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)
მთავარი გმირები :
” იუვენტუსი”
მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
“ბოლონია”
მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.
სავარაუდო შემადგენლობა :
“ბიანკონერი “
ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი
“როსობლუ”
ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო
საბოლოო ვერდიქტი :
საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში. ამ წყვილში ” იუვენტუსი ” ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0
ტვ- ტრანსლიაციები :
ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )
GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)
პაცინისთვის იტალიის ნაკრები დამთავრდა

მატრის უეჭველი გაეხსნა სკუადრა აძურის გზა
ფუ ამათი,არასოდეს არ ვმაზავ ინტერზე მილანზე და რეალზე და დღეს დავუდე ინტერს 60 ლარი მაინცდამაინც, მარა გულიც არ მწყდება

მორატის სიფათის ყურებით ვტკბები და კიდევ მართლა მსიამოვნებს ასეთი ინტერის ნახვა… საღოლ გასპერინი ჩვენ გვიკეთებს საქმეს ჯერ ინტერს მაქსიმალურ ქულებს აკარგვინებს მერე პაცინის სკამზე სვავს არადა პრანდელიმ ვინც მუდმივად ითამაშებს იმათ გამოვიძახებო ანუ მატრის გზა ეხსნება მერე კიდევ ყველას დაენახა თამაშებიდან რომ რანოკია მაგარი დირკაა ანუ შესაძლოა ბარძალისაც კი გაეხსნას ნაკრებში გზა ასე რომ საღოლ…. უყურეთ ინტერის თამაშს და დატკბით იუვენტინოებო…

თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებთ ადმინისტრატორებო ხო,უნდა გახსნათ თემა როცა ჩემპიონატია რო ჩვენი აზრები გამოვხატოთ ხოლმე,იმიტო რო ეს თემა რაც არსი გახსნი საერთოდ არ შეესაბამება ნოვარა ინტერის თემას….
მორატი მიაყენე ეხლა

გოოოოოოოოოოოოოოოლ
ნოვარა ინტერი 1-0
პაცინის სკამის ხეხვა დაუწყია საღოლ
ნოვარას აქვს უპირატესობა წესიერად ვერ უტევს ინტერი, გააგდებენ თუ ვერ მოიგო გასპერინიმ და იმდენად არადამაჯერებელია ნერიაძურის შემადგენლობა ამ მომენტისთვის რომ არა მგონია ვინმემ სიტუაცია შეცვალოს..ეხლა შეგვახვედრა ამათთან უუფ

Forza Novara

ეს თამაში 3:0 უნდა მოვიგოთ…

xo ras gadarcha interaa
აუ კინაღამ შეუგდეს ინტერს
სასაცილო შეცდომა დაუშვეს მცველებმა
3-1 ვიგებთ

ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!
შარშანდელ სეზონში ძალიან ბევრი ქულა თითქმის მარტო კრასიჩმა მოგვიტანა და ფაქტია, ამ ფეხბურთელს შეუძლია იუვენტუსს ბევრი მოუტანოს, ამიტომ მცირე დაფასებას მაინც იმსახურებს..
დარწმუნებული ვარ კონტე ეგრე იზამს და შანსს რაც შეიძლება მალე მისცემს კრასიჩს, იგივე ელიას და იგივე ესტის..
კონტემ თუ კრასიჩი არ დააფასა საერთოდ წარმოდგენას დავკარგავ მაგაზე და თუ უნდა ცხრაჯერ მოაგებინოს იუვეს სკუდეტო !!!!!! :-|:-|:-|
აუცილებლად უნდა მოვიგოთ..კრასიჩის და კვალიარელას თამაშები განსაკუთრებით მომენატრა
კრასიჩი სანამ რამე ახალს არ შემატებს თავის აკტიურობას მოედანზე, არამგონია პეპე ამოაგდოს ძირითადიდან.
კონტე კრასიჩს არასოდეს გაუშვებს,4/2/4 ტაქტიკაზე კრასიჩისნაირები სჭირდება ზუსტად,2 ტური ტრავმა ქონდა და ნუ გგონიათ რომ არ ევასება კონტეს
კრასიჩი თუ კონტემ გაუშვა, ჩემი ცხოვრების მიზანი გახდება კონტეს ნახვა და სახეში შეფურთხება :)
და ფერგის კრასიჩი უნდა? :?
და კრასიჩის გოლი
დელ პიეროს ჯარიმა მომენატრა