“იუვენტუსი” – “ბოლონია” ( წინასამატჩო )
იუვენტუსი – ბოლონია ( წინასამატჩო )
მთავარია კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს მხოლოდ დასაწყისია ყველაფერი წინ არის !
აბსოლუტურად განსხვავებული სტარტების შემდეგ “იუვენტუსი” და “ბოლონია” ხვალ, ტურინში, “იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გასულ კვირას “იუვემ” მიჯრით მეორე გამარჯვება მიითვალა და 100% -იანი შედეგით ცხრილის ლიდერადაც გვევლინება. მიუხედავად “სიენასთან” აღებული სამი ქულისა, “ბებერმა ქალბატონმა” აშკარად მეორე ტურისგან განსხვავებული თამაში აჩვენა, იგრძნობოდა, რომ კონტეს გუნდს გაუჭირდა.
გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ უნდა აკლდეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი და მისი შეგირდები მუდმივად აღნიშნავენ მოვლენების რეალურად შეფასების აუცილებლობას. ეს არცაა გასაკვირი, “ბიანკონერებს” კონცენტრაციის დაკარგვის ეშინიათ, ამის შედეგები კი უკვე უწვნევია “იუვენტუსს”. მაგალითისთვის, ორი სეზონის წინ “იუვემ” ჩემპიონატის პირველი ოთხი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ სეზონის დასრულება კი მეშვიდე პოზიციაზე მოუწია.
“როსობლუ” დიდი პრობლემების წინაშე დგას …
“ბოლონიას” შემთხვევაში საქმე პირიქითაა, ბისოლის გუნდს თვითდარწმუნება აკლია, თუმცა, იმავეს მოტივაციაზე ვერ ვიტყვით. სტუმრები პრესტიჟის აღდგენასა და ამით სეზონში პირველი ქულების აღებას ეცდებიან. აღსანიშნავია, გასულ ჩემპიონატში საშინაო არენაზე განცდილი ხუთი მარცხიდან ერთი ტურინელებს სწორედ ბოლონიელებმა აწვნიეს. თუმცა არაწარმატებული სტარტის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდო ჩანს, “როსობლუმ” მასპინძლებს ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს, როგორც თებერვალში.
ამასთან “ბოლონიას” წინ, შესაძლოა, წარმოუდგენლად უშედეგო თვე ელოდოს, რადგან “ფიორენტინასა” და “ლეჩესთან” დამარცხების შემდეგ, გუნდს ჯერ “იუვენტუსთან”, შემდეგ კი “უდინეზესა” და მილანის “ინტერთან” უწევს დაპირისპირება. პრეზიდენტმა ჯირარდიმ კლუბის ახალ მწვრთნელს უკვე გამოუცხადა თანადგომა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბისოლის გუნდისგან უკეთეს თამაშსა და ნაჩვენებ შედეგს ელის.
ლაზარეთი …
” იუვენტუსი ”
იაკინტა ინდივიდუალურ ვარჯიშებს განაგრძობს. სხვა დანაკარგი კონტეს არ აქვს.
“ბოლონია”
“როსობლუს ” შემთხვევაში დანაკარგი გაცილებით დიდია, ბისოლის გუნდს ტრავმის გამო ხიმენეზი, ლაჯი, ლორია, კერუბინი და ტაიდერი ვერ დაეხმარება.
ბოლო 5 შეხვედრა :
14 მარტი 2009 ” იუვენტუსი” 4-1 “ბოლონია” (სერია ა )
27 სექტემბერი 2009 ” იუვენტუსი” 1-1 “ბოლონია” (სერია ა )
21 თებერვალი 2010 “ბოლონია” 1-2 “იუვენტუსი ” ( სერია ა )
24 ოქტომბერი 2010 “ბოლონია” 0-0 ” იუვენტუსი ” (სერია ა)
26 თებერვალი 2011 ” იუვენტუსი” 0-2 ” ბოლონია” (სერია ა)
მთავარი გმირები :
” იუვენტუსი”
მილოშ კრასიჩმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ პრესაში კონტესა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შესახებ სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება და ეს კვირა სერბისთვის მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს. ასეა თუ ისე, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ნახევარმცველის კანდიდატურით სერ ალექს ფერგინონის გუნდი ინტერესდება. მანჩესტერელები ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
“ბოლონია”
მარკო დი ვაიო – სწორედ ამ ფეხბურთელმა გააწამა გასულ სეზონში ბებერი ქალბატონი. მან თავის ყოფილ კლუბს 2 ძალიან ლამაზი ბურთი გაუტანა და ამით დელ ნერის ექს -გუნდს ოცნების კოშკები დაუნგრია. ვეტერანი გოლს მოწყურებულია, რადგან მას უკვე ძალიან დიდი ხანია არ დაულაშქრავს მეტოქის კარი.
სავარაუდო შემადგენლობა :
“ბიანკონერი “
ბუფონი,ლიხშტაინერი,ბარძალი,კიელინი,დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, ელია, კრასიჩი, ვუჩინიჩი, მატრი
“როსობლუ”
ჟილე, პულცეტი,პორანოვა,ანტონსონი, მორლეო, პერეზი, მუდინგაი, კონე, დიამანტი, პამირეზი, დი ვაიო
საბოლოო ვერდიქტი :
საუცხოო სტარტი და იმედი, რომელიც ” იუვემ ” თავის ქომაგებს ჩაუსახა. ” იუვენტუს არენაზე ” “ბიანკონერი” ვალდებულია გაიმარჯვოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ხოლო “ბოლონია” ეცდება ხელი შეუშალოს კონტეს ამ მიზნის მიღწევაში. ამ წყვილში ” იუვენტუსი ” ცალსახა ფავორიტია და მემგონი შედეგიც ლოგიკური იქნება : 2-0
ტვ- ტრანსლიაციები :
ntv+sport – 22:40 (თბილისის დროით )
GMG სპორტ 2 – 22:40 ( თბილისის დროით)
მე კონტესი არ მომწონ თავდასხმის ხაზის ესეთი ხშირი ცვლილებები.
იტოგში , სოპ კასტის დაყენება ვისაც გინდათ
1. http://www.link.ge/file/337155/SopCast-by-vackumina-www-WorldGoal-do-am.rar.html — გადმოწერეთ ეს და დააყენეთ
2. წაიკითხეთ რაც ამ ლინკზე წერია ყურადღებით
http://forum.ge/?f=76&showtopic=34255392
turkisha saidan gaige eg informacia?
დაცვა მგონია ეხლნდელი იუვეს ყველაზე სუსტი წერტილი კერძოდ დეჩელიეს ფლანგი. შემდეგ ნახევარდაცვის პეპეს ფლანგი. ელია მანახა ერთი საქმეში.
ზუსტად გეთანხმები გაგ100 , მარკიზიო არი ფეხბურთელი რომელიც არც არაფერს აკეთებს და არც არაფერს აფუჭებს და ვიდალი კიდე მალე ტოპ ფეხბურთელი გახდება თუ არაა უკვე ეგეთი ;) მარკიზიოს ყოველშმეთხვევაში ნაღდად ჯობია ;)
იმედი მაქვს მომდევნო 35 თამაშში პეპეს არ ვიხილავ მოედანზე…
1.4-ზე მეც ვთქვი,რომ ძალიან დამპალი კუშია,თამაშების უმრავლესობა მაზავს,რომ შევხედე,იუვეზე აღარ დავდე,მაგრამ რეალმა გამისხა მაინც,არადა ლაციოს ორიანი,მილანის ნიჩია,კატანიას არა,კიევოს 1X,მალაგას ერთი და მარსელის 1 დავსვი….ისედაც მეზიზღებოდა რეალი და ახლა მითუმეტეს მე მაგათი…..
გუშინ ინტერმა ამომაცალა ჯიბიდან 250 ლარი,მარა ღირსი ვიყავი რომ მაგატზე დავდე,და დღეს იივემ არა და სუდიამ 460 ლარი,ორივე ბილეთში თითომ და გიჟივით ვარ,არადა ვიცოდი იუვეზე მარა თავს ვერ ვიკავებ ხოლმე,მიწაზე უნდა დაშვებულიყვნენ
აი კონტესთან ერთადერთი სასაყვედურო რაც კი შეიძლება ცხოვრებაში მქონდეს ეს არის ბასტოსის არ მოყვანა ადამიანის რომელსაც ძაან უყვარდა იუვე უკვე თან რომელიც იყო ფლანგის უნივერსალი შეეძლო მარცხნივ მცველად და ნახევარმცველად თამაში და იგივე მარჯვნივ ასევე მეორე თავდამსხმელად თამაში… აი ეგ კაცი მენანება ყველაზე მეტად… წელს ეგ ათრევს ლიონს და ვინც უყურებს მაგათ თამაშებს მაგაში დარწმუნდებით… მიშელი მაგრად გაასწორებდა მარა ანტონიოს რაღაცამ გონება დაუბურა და აღარ აყიდინა მაროტას ბასტოსი…. და კიდევ თუ კონტე შემდეგ წელს ჯოვინკოს და პასკუატოს ასევე განდონატოს გუნდში დააბრუნებს საბოლოოდ დავრწმუნდები რომ მთლიანად იტალიელებით გადაჭEდავს იუვეს სასტარტოს…
იტოგში , სოპ კასტის დაყენება ვისაც გინდათ
1. http://www.link.ge/file/337155/SopCast-by-vackumina-www-WorldGoal-do-am.rar.html — გადმოწერეთ ეს და დააყენეთ
2. წაიკითხეთ რაც ამ ლინკზე წერია ყურადღებით
http://forum.ge/?f=76&showtopic=34255392
ვირო მადლი მაგტყ-იო გაგიგია დავით?
ვიდალი სასტავის კაცია…
მარკიზიო არის ფეხბურთელი რომელიც არც არაფერს აფუცჰებს და არც არაფერს აკეთებს ერთი უბრალო ფეხბურთელია მე არ მინახავს მაგის თამაში სადაც ლიდერი იყო ან მომენტი სჰეექმნა ვიდალი აუცილებლად მის მაგივრად უნდა დადგეს…და ელია მარცხნივ მარჯვნივ კი რომელიმე მე 3მიბვე მომწონს პეპე უფრო ნაკლებად
არ გეწყინოს ბრატ მაგრამ არ არსებობს ფეხბურთელი რომელიც თუ მოედანზე კარგს არ აკეთებს რამეს რომ არ აფუჭებდეს,მარკიზიოს კიდევ ბევრი თამაში მინახავშ სსადაც ლიდერიც ყოფილა და გუნდისთვის უამრავი კარგი გაუკეთებია.
მე ერთადერთI რაზეც ვაკრიტიკებ კონტეს ეს არის აგვიხსნას რატო არ ათამაშებს არც ელიას არც ესტიგარიბიას და რატო ენდობა ბრმად სიენას დონის პეპეს და ჯაკერინის?
არ გიტყდებათ მარკიზიოს რომ აკრიტიკებთ??? ყველაზე მუშა და ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურაა მოედანზე,უმაგრესი ცენტრია ჩემი აზრით,რა გინდათ ვერ გავიგე რააა.
პირლომ დაგლიჯა,ლიხტა დღითიდღე მაკვირვებს-საღოლ, არტუროზე არაფერს ვამბობ-მგელია, აი მატრიმ უნდა მოუმატოს, თორემ ესე შორს ვერ წავა
შემდეგი თამაში უეჭველი 3 -მი ქულა და უფრო უკეთესი თამაშია ეს კიდე დავივიწყოთ
დღეს ვუჩინიჩის …. საქციელს შეეწირა 3 ქულა
სოპ კასტი დააყენეთ ხალხნო და ყოველგვარი პრობლემის გარეშე უყურებთ ინტერნეტში თამაშებს ) ეხლა მე მეტი რა შემიძლია ? ლინკს ვდებ ხოლმე სულ სოპ კასტისას ნტვ + ის და აჩვენებს ჩემთან მაგალითად იდეალურად ) დააყენეთ ეგ პროგრამა და დაისვენებთ
მიტხარი რა ჯიგარო საიდან გადმოვწერო ეგ
ჩემთან იდეალურზე იდეალურად
და გაჯობე
როგორ დავაყენო ეგ სოპ კასტი? მითხარი რა ან საიდან გადმოვწერო ეგ პროგრამა ???
მაგარი ტრენერია კონტე

ბოლო 5 წელი ეგეთი არ გვყოლია
ბაზარი არაა ზოგი დაბრმავებულია აქ მეც მომეწონა თამაში მაგრამ მინუსებსაც ვხედავ და მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი რა ცეცხლის არ უნდა დაანთოს ეხლა აქ ჯაკერინიმ არაა ასნავნიოს რა , ესტეგარიბია ელიამ რა მაგრა ითამაშეს ნოტს კაუნტისთან მარა ჩემი ფეხბეი ტიპებს სახლსში და სკამზე ახრჩობს , თუნდაც ვიდალი ტიპი იმენა ცხოველია , ცოტაც და ეგ ტოპ ფეხბურთელი გახდება ის კი არა მუდამ ამომავალი ვარსკვალვი მარკიზიო
დასანანი ფრეა რაა…..
კონტე ყველაზე ნაკლებადაა გასაკრიტიკებელი ჩემი აზრით,ათი კაცით სხვა მწვრთნელების ხელში 1-4-ბს და რა შოტებს არ ვაგებდით ხოლმე,თან ისე რომ თამაში მიგვყავდა,ახლა კი ბოლომდე იბრძოლეს,მომენტებიც შექმნეს,იქეთ კი არაფერი შეაქმნევინეს,უბრალოდ ჩემს ძველ აზრზე ვრჩები,არ გვყავს სათანადო დონის ფეხბურთელები,განს.ფლანგზე,კაცს ვერ ატყუებენ და ბურთს ვერ აწვდიან ნორმალურად,ათიდან ორი რომ წავა ეგ არ ითვლება….ისევ კონტეს იმედი მაქვს,დარწმუნებული ვარ შეცვლის რამეს,თორე მარტო პირლო მთელ გუნდს ვერ მოატყუებს,დანარჩენებმა კი ეგ უბრალოდ არ იციან !…დრეს სრულიად ახალი ინფორმაცია გავიგე,რომ კონტეს ძალიან უნდა ჯოვინკოს დაბრუნება,სხვას ვერაფერს ვიტყვი ახლა,წარმატებებს გისურვებთ,ისე კი ლინკები მართლაც მაგრად ჭედავდა,ოღონდ ადმინისტრაციას ნაღდად არ ვადანაშაულებ ამაში,ხდება ხოლმე :D
რა შეიძლება დე ჩელიეზე ითქვას? მართალია პატარა აღარ არის მაგრამ გამოცდილება აკლია მაინც. სხვა ძაან მაგრად ითამაშეს რამდენი მომენტი შეუქმნეს 10 კაცით და + დაცვაშიც არ დაუშვიათ უხეში შეცდომა.
ჯაკერინს რას ერჩით კარგად ჩაერთო თამაშში და ბევრს აქტიურობდა და გუნდმაც კარგად ითამაშა უბრალოდ არ გაგვიმართლა 10კაცით ვითამაშეთ მთელი მეორე ტაიმი და დიდ უპირატესობას ვფლობდით დარცმუნებული ვარ დგეს დიდი ანგარიშით მოვიგებდით ვუჩინიჩი რომ არ გაეგდოთ მირკო ცუდად მოიქცა ძალიან და დააღალატა გუნდი
რა ყარაულის თოფივით გაუვარდა ბოლონიას, ის გოლი არ გაეტანა რაიმეს გამკეთებელი არ იყო.