ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ბოლონია” : წინა შეხვედრები

66 გამარჯვება, 36 ფრე და 5 დამარცხება: ეს “ბოლონიასთან” მატჩებში “იუვენტუსის” შედეგებია, რომლებიც ტურინში გაიმართა. ეს მოიცავს იმ წელსაც, როდესაც “ბიანკონერი” სერია ბ-ში ასპარეზობდა. მაშინ “იუვემ” 3-1 იმარჯვა და ბუფონმა თავი შესანიშნავი შოუთი დაგვამახსოვრა.გასული შემხვედრა ამ ორ გუნდს შორის, “იუვესთვის” ცუდი მოგონებაა. მატჩის მეორე ნახევარში, მარკო დი ვაიოს მიერ შესრულებული დუბლი და ერთ-ერთი საშინელი ღამე დელ ნერის მწვრთნელობის დროს.უკანასკნელი ფრე ამ გუნდებს შორის 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც “იუვეს” ჩირო ფერარა წვრთნიდა. ანგარიში 1-1 დამთავრდა. მთელი მატჩის განმავლობაში იუვე იგებდა და დამატებით დროში, ტრეზეგეს გატანილ გოლს, ადაილტონმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. სწორედ ამ მატჩში გამოჩნდა “ბებერი სინიორას” დაცვის სისუსტეები.”იუვემ” ბოლონიას ბოლოს კლაუდიო რანიერის დროს მოუგო.მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან დამარცხების შემდეგ ჩატარდა. მუტარელიმ პირველ ტაიმში სტუმრები წინ გაიყვანა და ტაიმი ბიანკონერიმ 0-1 დათმო. მეორე ტაიმში ჰასან სალიჰამიდიჩმა ანგარიში გაათანაბრა, ჯოვინკომ გუნდი წინ გაიყვანა და შემდეგ დელ პიერომ დუბლი შეასრულა. “იუვემ” 4-1 იმარჯვა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
11 years ago

ალექსა და კრასიჩი მინდა სასტავში
ზამენიდან კუალიარელას და ელიას თუ შემოიყვანს კარგი იქნება.
ელია თუ 10 წუთიც არ შემოიყვანა საღოლ კონტეს მაშინ რა, მოსული ფეხბურთელები ისევ გაგვექცევიან და ეგაა !!!!!

lasha naxucrishvili
11 years ago

ჯერ ხო ბანძი გუნდია და თან 8 ფეხბურთელი აკლიათ უნდა მოვიგოთ

Gio Darja
11 years ago

ძალიან გვჭირდება მესამე მოგება, მატჩი ტურინშია და ფანების გვერდით დგომით გაცილებით კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, მაგრამ ბოლონია ორი მატჩია აგებს და მესამესაც მიაყოლებს ვითომ ? :loool: ღმერთმა არ ქნას ფრე დაჯდეს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ..

Di Francesco # 1
11 years ago

მთავარია ბუფონმა კარგად ითამაშოს და გოლი არ გაუშვას, ისე ეს გუნდი თამაშების 90% მინიმუმ 1 ბურთს გაიტანს

11 years ago

mTavaria bavSvi iyos janmrTeli da mezobels ar gavdes da yvelaferi kargad iqneba

11 years ago

ამ ბოლონიას ამ იუვემ თავისუფლად უნდა მოუგოს… ორი წაგეება აქვთ იმათ, ორი მოგება გვაქვს ჩვენ… თითო ფრე წამოვა ვითომ? ღმერთმა არ ქნას… ჰანდიკაპით მოვუგებთ…
PS. ჩემი აზრით ახალ სტადიონზე 19 თამაშიდან მოვიგებთ მინიმუმ 15-ს თუ მეტს არა… ანუ სახლის თამაშების არ მეშინია, თუნდაც გრანდებთან…

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to 

მე მინდა რომ მილანს 4დან 4ვე მოგებით დავუხვდეთ შინ და მილანიც მივაყოლოთ…

მე6 ტურიდან გვიდგას მძიმე პერიოდი… რთული კალენდარია, ამოსუნთქვას ვაკეთებს სახლში ნოვარასთან, მერე ისევ გასვლა რომში და მერე ჩეზენუნა :chuvak:
ამიტომ კარგია, რომ ჰგუნდი კარგადაა დაკომპლექტებული, 2 კაცია ერთ პოზიციაზეა… :forza:

vaxo turqadze
11 years ago

ვიგეებთ,უეჭველი,დადეთ იუვეზე,2-0-ს მოიგებენ….

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x