ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი და პსჟ მოლაპარაკებებს მართავენ

იტალიური და ფრაგნული მედია საშუალებები იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობენ.

ბიანკონერის მაურო იკარდის დამატება, რომ სურს ახალი არავისთვის არის, მაგრამ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ პარიზული კლუბი არტურ მელოს რომ ითხოვს ნამდვილად სიახლეა.

ბრაზილიელმა ტურინში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო და იანვარში წასვლის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სახელდება.

იკარდის იტალიაში დაბრუნებაზე უკვე დიდი ხანია იწერება და შესაძლოა მხარეებმა ახლა გადაწყვიტონ ეს საკითხი. ტურინელებს ფორვარდის პრობლემა აქვთ და იანვარში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობენ.

ალტერნატიულ ვარიანტად ისევ სახელდება პიერ ემერიკ ობამეიანგის დამატება, რომელიც ფაქტიურად დაემშვიდობა ლონდონის არსენალს.

1 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x