“იუვენტუსი” იგუაინს 28 ივლისს წარადგენს ?
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” გონსალო იგუაინს 28 ივლისს წარადგენს..
ტურინელები პიპიტას კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებას აპირებენ, რის შემდეგაც 94,7 მილიონ ევროდ გაიფორმებენ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს.მოთამაშემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მადრიდში ბებერი ქალბატონის წარმომადგენლებთან ერთად და შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ჯუზეპე მაროტასთან.
სპორტიტალიას მტკიცებით, იგუაინი ახალ თანაგუნდელებს ხუთშაბათს, 28 ივლისს შეხვდება, ტურინში.მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამ მომენტისთვის ავსტრალიურ ტურნეში იმყოფება, ბოლო მატჩს ბიანკონერები 30 ივლისს ჰონგ კონგში ჩაატარებენ, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნდებიან.იმ დრომდე გონსალო შვებულების დარჩენილ ნაწილს გამოიყენებს, თვის ბოლოდან კი ვინოვოს ბაზაზე დაიწყებს მზადებას.
რაც შეეხება დებიუტს, სავარაუდოდ ტურინელთა მომავალი ცხრიანი პირველ შეხვედრას ლონდონში ჩაატარებს, 7 აგვისტოს, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ.
პოგბას თუ ჭკუა აქ არუნდა წავიდეს და ლიგას დადებს
LASHAJUVENTINO
რა ნიკს ვერ ვცვლიო კარგად წაიკითხე,მე ნიკებს ყოველ წელს ვიცვლი სადაც ლიგის ფინალი ტარდება იმ სტადიონის სახელს ვიწერ…
სურათს კი მართლა არ ვცვლი არასდროს
)))))))) მომვალ წელს ნიკს პიპიტა უნდა დავაწერო
რა დავწერე მე და რას მწერ შენ ? მე დათკას ნათქვამს გამოვეხმაურე.
ეგ მეც ვიცი რო საბურთალოზე რო ფინალი იყოს მაგ სახელს დაირქმევ.
შენ საიდან იცი?
რა საიდან უნდა ვიცოდე? რო სტადიონის სახელებს ირქმევ? ეგ შენთითონაც თქვი წეღან.და ასე სერიოზულად რატო მიიღე წეღან ნიკის შეცვლა არშეცვლებზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი ეგ ვერ მივხვდი.
ჯჯ